imedi  /  16 დეკემბერი 2020, 16:28 / სანდო წყარო

ერდოღანი: აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები თურქეთის სუვერენული უფლებების შელახვაა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესება დაგმო და აღნიშნა, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენა ვაშინგტონის მხრიდან ანკარაზე ზეწოლის განხორციელების საბაბი იყო.

„რომ არ ყოფილიყო რუსული კომპლექსები, ზეწოლის განსახორციელებლად სხვა მიზეზს მოძებნიდნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები თურქეთის სუვერენული უფლებების შელახვაა.

„თურქეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეზღუდვები „სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედების“ (CAATSA) მექანიზმის ფარგლებში დაუწესდა, რაც არცერთი ქვეყნის მიმართ არ დაწესებულა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან ანკარაზე ზეწოლა იმის მცდელობაა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია არ განვითარდეს.

14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 14:25

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 ოქტომბერი 2024, 14:24

რეგიონი

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

კანადა

11 ოქტომბერი 2024, 14:23

ტაბლოიდი

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ციალი გამოჩნდა. ფოტოგალერეა

ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 14:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკის მწვანე პროექტი ქალაქს გაამდიდრებს და არ შექმნის დამატებით წნეხს მშენებლობის თუ განვითარების კუთხით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში ახალი მუნიციპალური პარკის პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის ცენტრში კომპლექსური, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის ურბანული განვითარების ორგანული ნაწილი გახდება.

11 ოქტომბერი 2024, 14:18

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს, 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე: ჩვენი მოტივაცია არის - სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში. მიღწეულს არ ვჯერდებით და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა

„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 14:13

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 ოქტომბერი 2024, 14:10

არჩევნები 2024

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „მთავარმა არხმა“ კომპანია „სავანტას“ დაუკვეთა კვლევა, სადაც მიღებულ მონაცემებში საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია

„მთავარმა არხმა“ კომპანია „სავანტას“ დაუკვეთა კვლევა, სადაც მიღებულ მონაცემებში საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ინფორმაცია შეეცვალათ და პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მანიპულაცია ასევე მიზნად ისახავდა ჩაეწერათ, რომ ბარიერს ლახავს გახარია-ხაზარაძის პარტიები. დავალების მიმცემების მოთხოვნა იყო ისიც, რომ გახარიას უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდეს, ვიდრე ხაზარაძეს. ინფორმაციის გადამოწმებას „ქრონიკა“ ცდილობს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:06

არჩევნები 2024

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე: ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა

„ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრიბონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ამ რადიკალების მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაზე ჰკითხეს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:02

სამართალი

კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ.

11 ოქტომბერი 2024, 14:00

საზოგადოება

ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა.

თენგიზ შარმანაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 13:54

თავდაცვა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 13:53

საზოგადოება

საპატრიარქო: 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს

ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი - საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს, - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

რობერტ ფარლე

11 ოქტომბერი 2024, 13:44

პოლიტიკა

რობერტ ფარლე: საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ, ამერიკელებმა მოაწყეს გადატრიალება და საბოლოოდ, ამას ომი მოჰყვა

საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ და ეს განვითარება საშიშია, - განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, რობერტ ფარლემ ბუნდესტაგის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას.

11 ოქტომბერი 2024, 13:30

მსოფლიო

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული დაბომბვების შედეგად დაზარალებულებთან მომუშავე იაპონურ ორგანიზაციას მიენიჭა

ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. 2024 წელს ჯილდო მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას „ნიჰონ ჰიდანკიო“, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვის შედეგად დაზარალებულებს აერთიანებს. ორგანიზაციას ჯილდო „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მცდელობისთვის“ მიენიჭა. ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ „ნიჰონ ჰიდანკიოში“ თვითმხილველების მონაყოლით ცხადყოფს, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იყოს გამოყენებული.

11 ოქტომბერი 2024, 13:25

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ BKN301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ BKN 301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში BKN301 Group-მა წარადგინა BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

ჯორჯია მელონი

11 ოქტომბერი 2024, 13:12

მსოფლიო

უკრაინის აღდგენის კონფერენციას 2025 წელს იტალია უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2025 წლის 10-11 ივლისს იტალიაში ჩატარდება, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა მარტო არ არის, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ უნდა მისცეს კიევს საუკეთესო შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.

11 ოქტომბერი 2024, 13:01

რეგიონი

შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.