თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი აშშ-სგან სანქციების გაუქმებას ელის
ჰულუსი აქარი
ფოტო: AA Photo
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში ზიანს აყენებს.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ აშშ თავის პოზიციას გადახედავს და ამ მცდარ ნაბიჯზე უარს იტყვის. თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხი აშშ-ის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში უნდა დააყენონ“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომლის ინტერესების უგულებელყოფა შეიძლება.
„საუბარია სახელმწიფოზე, რომელთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ასევე ნატოსთვის. თურქეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ნაბიჯის გადადგმა ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა
გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
08 დეკემბერი 2024, 14:14
პოლიტიკა
პრემიერი: მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც ფიზიკური დაზიანება მიადგა
ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
08 დეკემბერი 2024, 14:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება
ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
08 დეკემბერი 2024, 13:41
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: ხდება ის, რაც დაწერილი იყო „ნაცმაიდანისათვის" მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში არ გამოდგა, შეიტანეს ცვლილებები - ე.წ. ოპოზიციის სცენარით გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არ უნდა იყოს დაშვებული
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 13:38
საზოგადოება
საპატრიარქო „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას
ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში
08 დეკემბერი 2024, 12:46
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული
„თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია: ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა; ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის აგრესიის გამოწვევა უნდა; ვისაც მტრის (შინაური თუ გარეული) წისქვილზე წყლის დასხმა უნდა; ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა. ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. იმედია, შესაბამისი ინსტიტუციები დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე და ყველა დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. P.S. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემას და მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს. არჩევნებში დამარცხების აღიარება დემოკრატიის ნაწილია“, - წერს ეკა სეფაშვილი.
08 დეკემბერი 2024, 12:29
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ორი გვამის ავტორი პოლიტიკური ძალა, როდესაც მათ კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს, უნდათ რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ. მოსალოდნელია ადამიანების სიცოცხლე გასწირონ
რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს და მოუსპეს უამრავ პატიმარს, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
08 დეკემბერი 2024, 12:04
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე
დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
08 დეკემბერი 2024, 12:01
პოლიტიკა
ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: ნიღბიან პირთა მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორება, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოხდეს სწრაფი გამოძიება
ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 11:54
მსოფლიო
ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
08 დეკემბერი 2024, 11:53
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები
„ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
08 დეკემბერი 2024, 11:52
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც რადიკალიზმს ამა თუ იმ ფორმით ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს
დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ“, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
08 დეკემბერი 2024, 11:22
მსოფლიო
სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ
სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ. მათ კონტროლს უკვე დაექვემდებარა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. არაბული მედიის ინფორმაციით, არმიის სარდლობამ უკვე აცნობა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომ ასადის რეჟიმი დაეცა.
08 დეკემბერი 2024, 11:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა - ლგბტ პროპაგანდა ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
08 დეკემბერი 2024, 11:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსებაზე: რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ
„რა სცენარიც უნდათ, რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი. თუ ამ ინტერესის რეალიზაციაში ჩართულია კონკრეტული ადამიანი, ვინც მილიონობით რუბლს იღებს, რასაკვირველია, ვერ დავუშვებთ სხვა ვერსიას თუ არა რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მონაწილეობას ამ პროცესში რასაც ჰქვია ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა პროცესებს არ ჩამორჩეს, გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
08 დეკემბერი 2024, 08:50
მსოფლიო
დომინიკის რესპუბლიკაში რეკორდული რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს
320 ტომარაში გადანაწილებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. სამართალდამცველების ცნობით კონტრაბანდული ტვირთის ევროპაში გაგზავნა იგეგმებოდა.
08 დეკემბერი 2024, 08:15
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
08 დეკემბერი 2024, 03:05
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.
08 დეკემბერი 2024, 02:20
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე გათავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებთან იარაღიანი პირის დაპირისპირებას ეხმიანება და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
08 დეკემბერი 2024, 02:05
სამართალი
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.