imedi /  24 დეკემბერი 2020, 21:04 / სანდო წყარო

შოტლანდიის პრემიერი: ბრექსიტი შოტლანდიის ნების საწინააღმდეგოდ ხდება - შოტლანდია დამოუკიდებელი, ევროპული სახელმწიფო უნდა გახდეს

ნიკოლა სტარჯონი

ნიკოლა სტარჯონი

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო უნდა გახდეს.

„აღსანიშნავია, რომ ბრექსიტი შოტლანდიის ნების საწინააღმდეგოდ ხდება. არ არსებობს შეთანხმება, რომელიც ოდესმე აგვინაზღაურებს იმას, რასაც ბრექსიტი წაგვართმევს. დროა ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული სახელმწიფოს მომავალი მოვხაზოთ“, - დაწერა შოტლანდიის პრემიერმა Twitter-ზე.

24 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შემდგომ ურთიერთობებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 13:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 10,595 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 368 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,322,776 შემთხვევა გამოვლინდა, 89,004 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეუფე სტეფანე

07 მარტი 2021, 13:40

საზოგადოება

მეუფე სტეფანემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე 2 დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კაონსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

07 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

07 მარტი 2021, 13:20

რეგიონი

8 მარტს ბათუმში ქალები მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ხვალ, ქალთა დღეს, ქალები ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ, - ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რატი იონათამიშვილი

07 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა

„დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

07 მარტი 2021, 12:55

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის ეკონომიკის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის $1.9 ტრილიონიანი დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თანხის საერთო რაოდენობიდან, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა.

07 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 მარტი 2021, 12:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ

„სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ“.

07 მარტი 2021, 12:18

რეგიონი

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, რა დროსაც უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.

07 მარტი 2021, 12:06

რეგიონი

ქარელში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

გიორგი ჩაკვეტაძე

07 მარტი 2021, 12:03

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია პორტალი Voetbalnieuws-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 12:02

რეგიონი

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხს წმენდენ

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

07 მარტი 2021, 11:52

სპორტი

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა. UFS-259-ის საშუალო წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში, ისრაელ ადესანია პოლონელ იან ბლაჰოვიჩს „ლას ვეგასში“ დაუპირისპირდა და 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ში პირველად ხოლო კარიერაში მეორედ დამარცხდა.

07 მარტი 2021, 11:43

მსოფლიო

რომის პაპი ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

გოგი წულაია

07 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შევიდეს, ან თავად შექმნას პარტია. განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ დატოვების შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართა. მისი განცხადებით ამით, აფიქსირებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

07 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,167 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,167 ადამიანს დაუდასტურდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,401,228 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 27,022 პაციენტი ემსხვერპლა, 1,196,520 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

07 მარტი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,679 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,221 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,784.

07 მარტი 2021, 11:19

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.

07 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს: გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

07 მარტი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა იწყება

კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა 9 მარტიდან იწყება. კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.