imedi /  25 დეკემბერი 2020, 01:13 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ქრისტიანები კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სასწაულს აღნიშნავენ - ორი ათასზე მეტი წლის წინ უფალმა თავისი ერთადერთი შვილი გამოგვიგზავნა

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

„ქრისტიანები კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სასწაულს აღნიშნავენ. ორი ათასზე მეტი წლის წინ უფალმა თავისი ერთადერთი შვილი გამოგვიგზავნა და ანგელოზმა მწყემსებს მაცხოვრის დაბადება ახარა. შობის დღესასწაულზე ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს იმისთვის, რომ თავისი შვილი გამოგვიგზავნა, რითაც ჩვენს სულებს სიმშვიდე და სიხარული მოუტანა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2021, 20:07

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ჯანდაცვის სისტემამ სრულად უპასუხა გამოწვევებს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პანდემიის ერთი წელი შეაფასა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ჯანდაცვის სისტემამ სრულად უპასუხა გამოწვევებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2021, 20:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება რამდენიმე ათწლეულით შეაფერხა, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 19:58

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 თებერვალი 2021, 19:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები და ევროპის უსაფრთხოება

არსებული და ახალი გამოწვევების, მათ შორის გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხის, გათვალისწინებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები და პრინციპები და დავიცვათ ევროპის უსაფრთხოება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში დასავლეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და გარწმუნებთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დასავლეთის სანდო და ერთგული პარტნიორი, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენი

26 თებერვალი 2021, 19:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პენიტენციური სამსახური

26 თებერვალი 2021, 19:41

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მოთავსებულ ზ.ჩ-ს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. მათივე განცხადებით, სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2021, 19:33

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: არის კომპრომისი, რაზეც შეიძლება, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა

შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი, შეთანხმებას კომპრომისები სჭირდება ორივე მხრისგან, მაგრამ დღეს ის ვითარება არ არის, რომ ოპოზიციამ ისაუბროს კომპრომისებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2021, 19:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

26 თებერვალი 2021, 19:13

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დღეს ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 19:06

მსოფლიო

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 317 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარას შტატში შეიარაღებულმა პირებმა 317 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 19:06

საზოგადოება

ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო, თბილისში წყალმომარაგება 200-ზე მეტ ქუჩას შეუწყდება

დღეს, საბურთალოს რაიონში, გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2021, 19:03

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მინდა ოპტიმისტი ვიყო, უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 19:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ყველამ ხელები შორს პოლიციისგან, მათ მიმართ სრულიად დაუსაბუთებელ, უსაფუძვლოდ ტალახის სროლას ვხედავთ

არანორმალურია, როდესაც პოლიციის მიმართ ასეთ განცხადებებს ვისმენთ და ასეთ შეურაცხმყოფელ ტონს. ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განაცხადა მისივე თქმით, პოლიცია არის ძალა, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

26 თებერვალი 2021, 18:57

საზოგადოება

სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს

უწყების ცნობით, გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა).

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 18:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: პროტესტის უფლება აქვთ და ხელი არ შეეშლებათ, მაგრამ სახელმწიფო უწყებების შეფერხების საშუალებას არ მივცემთ

„ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯები და რატომ იგდებენ თავს ამ სასოწარკვეთაში მაგას მეც ვერ ვიგებ. ხალხმა მათ ხმა მისცა, თან საკმაოდ ბევრი და შებრძანდნენ პარლამენტში, იმუშაონ და იმუშაონ თან ისე, რომ მომდევნო არჩევნებზე უფრო მეტი ხმა აიღონ . ესაა პოლიტიკა და დემოკრატიული პროცესი, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ქვეყანაში მუშაობს“.

26 თებერვალი 2021, 18:54

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ როზარია პუგლისს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-თან ინტეგრაციის ჭრილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

26 თებერვალი 2021, 18:47

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა კარავი გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, კარავი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე ჰქონდათ დანთავსებული, პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს. ამ დროისთვის, გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი არაა.

26 თებერვალი 2021, 18:40

მსოფლიო

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ურიკებით ტოვებენ. ვიდეო

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ურიკებით ტოვებენ.

შამიმა ბეგუმი

26 თებერვალი 2021, 18:39

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც 15 წლისა ISIS-ში გაწევრიანდა, სამშობლოში დაბრუნება აუკრძალეს

21 წლის შამუმა ბეგუმი, რომელიც 15 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთიდან სირიაში გაემგზავრა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდება. BBC-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

მერაბ ანთაძე

26 თებერვალი 2021, 18:38

სპორტი

მერაბ ანთაძე: სარაგბო ოჯახისთვის აბსოლუტურად მისაღებია წინადადებები, რომელებიც სოსო ტყემალაძემ შემოგვთავაზა

სარაგბო ოჯახში ყველამ კარგად იცის საიდან მოდის პრობლემები, რომლების ბოლო წლის განმავლობაში შეიქმნა. ამ პრობლემებში კიდევ უფრო კარგად გავერკვიეთ, როდესაც შევხვდით ახალ კანდიდატს. სოსო ტყემალაძემ შეხვედრები გამართა აბსოლუტურად ყველა კლუბების წარმომადგენლებთან, ასევე ვეტერან მორაგბეებთან. ჩვენ მოვისმინეთ მისი საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული რაგბის განვითარების პროგრამა, მომავალი მიზნები და ის, რაც სარაგბო ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია, ამ დაპირისპირების გადაჭრის ხერხები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიპლომატმა, ვეტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ანთაძემ განაცხადა.