imedi /  31 დეკემბერი 2020, 00:58 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო - მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება!

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა 3 ნოემბერს გამართული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები თავისი დონით მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამებოდა.

„ამ აბსურდს ვერ შევეგუებით. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო. მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

09 მარტი 2021, 13:31

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე: გამოძიება ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მსჯელობისა და დისკუსიის საგანი იყოს

„გამოძიება უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ შეიძლება იყოს მსჯელობის, დისკუსიის საგანი, შესწავლის საგანი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ეს ბუნებრივია აუცილებელი პროცედურაა, უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე შეიძლება გვქონდეს დანაშაულის ჩადენასთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

09 მარტი 2021, 13:27

საზოგადოება

პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა

სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:18

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მზადდება საგნობრივი პაკეტი, რომ “ნამახვანი ჰესის” ინვესტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მოსახლეობის წინაშე

“ნამახვანი ჰესთან” მიმართებით კრიტიკა ჩვენ შეგვიძლია გავყოთ სამ ბლოკად, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

09 მარტი 2021, 13:18

ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მზისა და ქარის ელექტროსადგურების რისკებს განმარტავს

მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი - ამის შესახებ ინფორმაციას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს

მარიამ ქვრივიშვილი

09 მარტი 2021, 13:16

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის

ვადევნებთ თვალყურს ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს.

09 მარტი 2021, 13:14

COVID19

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რამდენ საბავშვო ბაღშია სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს მკაცრად იცავენ და აკონტროლებენ, რაც COVID-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

მამუკა მდინარაძე

09 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის - აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი

ახლა გავრცელებული ცრუ ნარატივის ერთი პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ და თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულ ოცნებას“ კი არ მოუწოდოს, მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი, შესაბამისი ნებართვა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავეცით

საკუთარი ენერგეტიკის განვითარება გადის მსხვილ ენერგოპროექტებზე, შესაბამისად, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

დეკანოზი ანდრია მელია

09 მარტი 2021, 12:56

რეგიონი

დეკანოზი ანდრია მელია ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე: ეს არ იყო მრევლი, ისინი იყვნენ ქუთაისიდან მოყვანილი ბიჭები

ფოთის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის დეკანოზი, ანდრია მელია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ გამართული დახურული სხდომის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ გუშინ ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მეუფეს, პეტრე ცაავას აკისრებს და აცხადებს რომ ეპარქიის ეზოში შეკრებილი ჯგუფი, სწორედ მის მიერ იყო მართული.

ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:56

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის შეიძლება მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა

დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ალეკო ელისაშვილი

09 მარტი 2021, 12:55

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გული მიგრძნობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც არაფორმალური მოლაპარაკებაა

„საჯარო კომენტარებით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ფაქტია, რომ ორივე მხრიდან შემზარავი ჩანაწერების მიუხედავად, მზაობა არის მოლაპარაკებისთვის და ტონი მეტ-ნაკლებად შერბილებულია, რაც მისასალმებელია. ჩემი განცდით, მით უფრო, რომ ბრიუსელიდან წარმომადგენელი ჩამოვა, შეხვედრა იქნება და ის პირი უჩანს, რომ შეთანხმება იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანი

09 მარტი 2021, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა

გამოძიების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა, - გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი. „რაც რეალურად გვჭირდება ისაა, რომ ამ გზითა და საშუალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ფაბრიკაცია და სპეკულაცია ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებს. კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კითხვა პროკურატურას უნდა დაუსვათ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნინო წილოსანი

09 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ნინო წილოსანი მინისტრებს: რამდენად უსაფრთხოა ნამახვან ჰესის მშენებლობის როგორც ეკონომიკური და ფინანსური მოდელი

ნინო წილოსანი ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებით, ასევე, კონსენსუსის შესაძლებლობით დაინტერესდა. მისივე შეფასებით, ჰესებთან დაკავშირებულ განცხადებებს მინისტრების მხრიდან კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები უნდა გაეცეს.

მამუკა მდინარაძე

09 მარტი 2021, 12:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს ჩემი საუბრის, თანამდებობიდან მე უნდა გადავდგე?

„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ შემაშფოთებელია, თუ ჩვენი ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

09 მარტი 2021, 12:36

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები.

09 მარტი 2021, 12:34

სამართალი

შს სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი

„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას.

თამარ გაბუნია

09 მარტი 2021, 12:31

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეისწავლის, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ

ბევრ ქვეყანაში ტარდება მსგავსი კვლევა და საქართველოც იქნება ერთ-ერთი მათ შორის, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლიან, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში მიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რაც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.