2020 წელს სამხრეთ კორეაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალშობილების რიცხვს გადააჭარბა
ფოტო: Shutterstock.com
გასულ წელს სამხრეთ კორეაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალშობილების რიცხვს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყანაში 275 800 ჩვილი დაიბადა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ამასთან, ქვეყანაში შარშან 307 764 მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფუნდამენტური ცვლილებების“ განხორციელებაა აუცილებელი, რადგან მოსახლეობის შემცირება ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის სფეროსა და პენსიებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდაზე. ამასთან, ახალგაზრდების რაოდენობის შემცირება შრომის ბაზარზე კადრების უკმარისობას გამოიწვევს, რასაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა ექნება.
დეკემბერში სამხრეთ კორეაში შობადობის გასაზრდელად რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, 2022 წლიდან ქვეყანაში დაბადებული თითოეული ბავშვი სახელმწიფოსგან $1 850 დოლარს მიიღებს, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში მშობლებს ყოველთვიურად 277 დოლარის ოდენობის დახმარება ჩაერიცხებათ. 2025 წლიდან ეს თანხა გაიზრდება.
ყველა სიახლე
17 იანვარი 2025, 08:04
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
17 იანვარი 2025, 02:33
მსოფლიო
რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
17 იანვარი 2025, 01:57
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: კირ სტარმერი არ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - აშშ-ში მიღებულია, რომ უცხოურ მთავრობებს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად წარმოადგენენ მათი ელჩები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტარმერი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას.
17 იანვარი 2025, 01:10
სპორტი
„ნაპოლის“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიას: მეგობარო, რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში - მიყვარხარ
„ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა.
17 იანვარი 2025, 00:08
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს.
17 იანვარი 2025, 00:08
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო
„როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! შინაგანად მათი [ოპოზიციის] დისკურსი არის შიზოფრენიული. როგორც ესენი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის უნიათო, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თან რეჟიმია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო. კრიტიკა შეიცავდა ერთ მომენტს - ეს იყო ძალადობა და ის, რომ სააკაშვილი არ მიდიოდა დასავლური ღირებულებების გზით. გეოპოლიტიკაზე კი არ იყო საუბარი. რასაც აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი ძველი, აღმოსავლური ტიპის დესპოტია“, - აღნიშნა შათირიშვილმა.
16 იანვარი 2025, 23:53
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე: კულმინაცია უკვე გავლილია და რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ინერცია
„რაც დღეს ხდება, ამ ყოველივეს არ მივანიჭებდი რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 26 ოქტომბრიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა-არ გამოსვლის მომენტამდე. უფრო ადრე დაიკარგა ინტრიგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არ დააანონსა ახალი არჩევნები და გამოვიდა სასახლიდან, შეიძლება ითქვას გამოჩნდა, რომ ამ აქციას დაეკარგა საზრისი და მნიშვნელობა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ ეს არის ინერცია, რაც სრულიად გასაგებია, რადგან როდესაც აიღებ ისეთ სერიოზულ თამასას, სადაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ერთ დღეში ხომ ვერ დაამთავრებ?!“ - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.
16 იანვარი 2025, 23:51
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს
ქართულ დიქტატურაში რამდენიმე ტელევიზია უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ ღია ეთერში აკეთებს მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ, ლანძღავს ხელისუფლებას, ცილისწამების, ტყუილის და „ფეიკ ნიუსის“ ისეთი კორიანტელია, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას ალბათ არ ახსოვს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
16 იანვარი 2025, 23:35
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის. არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის, და არა საუდის არაბეთისთვის. შესაბამისად მათი მიზანია, რომ ამერიკა იყოს უფრო ძლიერი
ტრამპს ირჩევს ამერიკელი ხალხი ამერიკის ინტერესებისთვის. არა საქართველოსთვის, არა სომხეთისთვის, და არა საუდის არაბეთისთვის. შესაბამისად მათი მიზანია, რომ ამერიკა იყოს უფრო ძლიერი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
16 იანვარი 2025, 23:33
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ჯო უილსონის განცხადებაზე: ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია?! როდესაც ადამიანი გაბრალებს ტყუილს, თან მან რომ იცის, რომ ეს ტყუილია
წამყვანმა მას კითხა, რას ფიქრობს „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯო უილსონის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ირანთან მოკავშირეობაზე მიანიშნებს.
16 იანვარი 2025, 23:31
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, სომხეთის ვაჭრობა რუსეთთან თითქმის გაორმაგდა, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მომხდარა
„დღეს იყო მოსმენა ჰელსინკის კომისიაში სომხეთის საკითხების და ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ოლესია ვართანიანმა აბსოლუტურად ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ. მან თქვა, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორია და ტრანზიტი გამოიყენება რუსეთისადმი სანქციების გვერდის ავლისთვის. საქართველოს მოქალაქე რომ ამას იკადრებ, ეს არის საკუთარი სამშობლოს ღალატი“.
16 იანვარი 2025, 22:52
კულტურა
ამერიკელი კინორეჟისორი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი კინორეჟისორი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 22:07
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: სწორედ ამიტომ ცდილობს ნატალი ლუაზო საქართველოსა თუ რუმინეთის დესტაბილიზაციას - ის ბრიუსელში ჯორჯ სოროსის ინტერესების ლობისტის როლს ასრულებს
სწორედ ამიტომ ცდილობს ნატალი ლუაზო საქართველოსა თუ რუმინეთის დესტაბილიზაციას - ის ბრიუსელში ჯორჯ სოროსის ინტერესების ლობისტის როლს ასრულებს, - წერს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი.
16 იანვარი 2025, 21:55
სპორტი
პსჟ-ს ახალი ერა - „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„პარი სენ ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება პარასკევს დანიშნა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 21:38
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
„საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ“.
16 იანვარი 2025, 21:23
ეკონომიკა
გასულ წელს ქართული ღვინო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალსა და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე იყო წარდგენილი
ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.
16 იანვარი 2025, 21:20
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ
მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნებმა არ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი ურთიერთობები იწყება, რომელიც უფრო კარგი იქნება ვიდრე აქამდე.
16 იანვარი 2025, 21:16
საზოგადოება
კახა აბულაძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასის ზრდაზე: ჯამურად, სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით საშუალო 25%-ით გამოდის ანაზღაურების ზრდა
„წლების განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება რამდენჯერმე გაიზარდა. გასულ წელს 15% გაიზარდა ყველა პოზიციაზე თანამშრომელთა ანაზღაურება. მიმდინარე წელს 10%-იან ზრდასთან ერთად, რომელიც დაგეგმილი იყო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მერიის მხარდაჭერით თითოეულ საშტატო განაკვეთზე დაემატა 125 ლარი. ჯამურად, სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით საშუალო 25%-ით გამოდის ანაზღაურების ზრდა“, - აღნიშნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ.
16 იანვარი 2025, 21:08
პოლიტიკა
ირმა ჭკადუა: მაშინ, როდესაც იხილებოდა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მაშინდელი ოპოზიციის წევრები ჩადიოდნენ ბრიუსელში, ღიად საუბრობდნენ და სთხოვდნენ ბრიუსელს, რომ არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი
სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ჯაშუშობა 314-ე მუხლი და ასევე არსებობს 319-ე მუხლი, რომლის შინაარსი არის უცხო ქვეყნების კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობა, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
16 იანვარი 2025, 21:01
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერმა მიანიშნა, რომ მზად იქნება, განიხილოს ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა, რათა დაეხმაროს მშვიდობის უზრუნველყოფაში, როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ მზად იქნება, განიხილოს ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა, რათა დაეხმაროს მშვიდობის უზრუნველყოფაში, როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.