კუნძულ ბალიზე კურორტ კუტას სანაპირო პლასტიკური ნაგვით დაიფარა
ფოტო: EPA
კუნძულ ბალიზე კურორტ კუტას სანაპირო 1-ელი იანვრის შტორმის შემდეგ პლასტიკური ნაგვით დაიფარა. ინფორმაციას meduza ავრცელებს.
15 კილომეტრიანი სანაპიროს პლასტიკური ნაგვისგან გაწმენდის მიზნით, ბალის ხელისუფლებამ პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები გამოიძახა. სანაპიროზე 30 ტონა პლასტიკური ნაგავი შეგროვდა, აქედან 2/3 პლასტიკური ნარჩენებია.
ინდონეზია, რომელიც ამ კუნძულს ფლობს მსოფლიოში პლასტიკური ნაგვის მოცულობით მსოფლიო ლიდერია. ყოველწლიურად მდინარეებსა და ოკეანეში 200 ათასი ტონა პლასტიკური ნაგავი ხვდება.
ზამთარში ძლიერი ქარის გამო ბალის აღმოსავლეთ სანაპირო პლასტიკური ნაგვით მუდმივად იფარება.
ყველა სიახლე
16 იანვარი 2025, 19:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში
„საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები“.
16 იანვარი 2025, 19:13
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
16 იანვარი 2025, 19:07
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
16 იანვარი 2025, 19:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
16 იანვარი 2025, 19:01
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-ს, გერმანიას, უნგრეთსა და სლოვაკეთს ჯერ არ სურთ ნატოში ჩვენი ხილვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც ამჟამად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 18:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს
ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
16 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
ჯეიჰუნ ბაირამოვი: შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ასეთი ღია და აგრესიული არასდროს ყოფილა, საქართველოში ეს ვნახეთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენთან კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ
„დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არათუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი – ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა“, - განაცხადა ბაირამოვმა.
16 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: 350 ათასი ხმის გაყალბება ერთ დღეში ისე, რომ ვერავინ გაიგოს, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. მზად ვარ შევცვალო ჩემი პოზიცია, თუ ამის მტკიცებულებას ვნახავ
„350 ათასი ხმის გაყალბება, ეს ისე, რომ ერთ დღეში ვერავინ გაიგოს, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. თუ ასეთი რამ მოხდა, ამის მტკიცებულებები უნდა ინახოს. მზად ვარ შევცვალო ჩემი პოზიცია, თუ ამის მტკიცებულებას ვნახავ. გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ასევე არ დაუდასტურებია არც 100 ათასი ადამიანისთვის ხმის ჩამორთმევის და არც 350 ადამიანისთვის გაყალბების ფაქტი. ყველა სხვა არგუმენტი, რომლის გამოც სახალხო დამცველს ამ აზრის გამოთქმის გამო ედავებიან, ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, რომ მე არ ვილაპარაკო ის, რასაც ვფიქრობ“, - აღნიშნა იოსელიანმა.
16 იანვარი 2025, 18:46
მსოფლიო
ზელენსკი: ჯერჯერობით ევროპის ქვეყნების მხოლოდ ნაწილს ესმის ის რეალური საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ევროპის ქვეყნების მხოლოდ ნაწილს ესმის ის რეალური საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 18:44
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: არცერთ სახალხო დამცველს არ უწარმოებია არჩევნების დაკვირვება, როგორც სადამკვირვებლო მისიას და არ შეუქმნია შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნები გაყალბდა ან არ გაყალბდა
„არჩევნების წინა პერიოდში, 100-ზე მეტ შემთხვევაზე გავაკეთეთ რეაგირება, სადაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულის ფაქტს. მაგალითად: ვიღაცის მანქანა დააზიანეს, ვიღაცას ბანერის გაკვრის საშუალება არ ეძლეოდა, ვიღაც ჩამოუხიეს და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა რეაგირება და ყველა ასეთ შემთხვევაზე ვატარებდით ბრიფინგებს ან შესაბამის საგამოძიებოს, რომ გამოეძიებინათ“.
16 იანვარი 2025, 18:37
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება
კითხვაზე, როდესაც ქვეყანაში პიკზეა პოლიტიკური დაძაბულობა და ყოველდღიურად ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც, რაში ხედავს სიტუაციიდან გამოსავალს სახალხო დამცველი, იოსელიანმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ სამყაროში, ასეთი ვითარების დროს გამოსავალს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა წარმოადგენს. იოსელიანის განმარტებით, აღნიშნული ყველას მიმართ თანაბარ მოპყრობას გულისხმობს.
16 იანვარი 2025, 18:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
16 იანვარი 2025, 18:36
მსოფლიო
ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს
ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 18:36
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ წვდომა საგამოძიებო მასალებზე და თუ ასეთი დაშვება გვექნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი
თქვენ გახსოვთ შარშანდელი აპრილის აქციები, როდესაც ასევე მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. ამ პროცესებში დაზარალდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკოსები ჩვენ გვახსოვს ნაცემი პოლიტიკოსებიც. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვთხოვე, რომ გამონაკლისის წესით მოეცათ დაშვების უფლება ამ საქმეებზე, რომელსაც ის იძიებდა კონკრეტულად ამ აქციის პერიოდში დაშავებული ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
16 იანვარი 2025, 18:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
16 იანვარი 2025, 18:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც
მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გახარია-სამხარაძის ინციდენტზე.
16 იანვარი 2025, 18:20
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: როდესაც საქმე გვაქვს ქალ ჟურნალისტთან, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მტკიცებულებების სტანდარტს, რომელსაც პროკურატურა წარუდგენს
მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ქალ ჟურნალისტთან, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მტკიცებულებებს სტანდარტს, რომელსაც პროკურატურა წარუდგენს,- განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.
16 იანვარი 2025, 18:19
მსოფლიო
აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია: ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე, - წერს აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სოციალურ ქსელში.
16 იანვარი 2025, 18:15
პოლიტიკა
ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შევთავაზე, ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომელიც აზერბაიჯანში უცხოელ ინვესტორებისთვის არის შექმნილი
„აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ შექმნილია ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის. ამ პირობების თაობაზეც მივაწოდე ინფორმაცია ქალბატონ მინისტრს და შევთავაზე, რომ ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შეღავათებით.
16 იანვარი 2025, 18:14
საზოგადოება
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.