imedi /  05 იანვარი 2021, 15:58 / სანდო წყარო

ევროკავშირი ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების დაწყებით სერიოზულად შეშფოთებულია

ევროკავშირი ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით სერიოზულად შეშფოთებულია. ამის შსახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები. ეს ქმედება ირანის მიერ ნაკისრ ბირთვულ ვალდებულებებს არღვევს და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანთან ბირთვული შეთანხმება შეინარჩუნოს.

„ირანის ქმედებები სამწუხაროა, თუმცა ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბირთვული შეთანხმება ერთობლივი ძალისხმევით უნდა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

4 იანვარს ირანმა ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყო.

2015 წელს გაფორმებული, აშშ-ის, ირანის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია. ირანმა 2019 წელს აღნიშნული შეთანხმება დაარღვია და ურანი 4.5%-მდე გაამდიდრა. ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლისა და ირანზე სანქციების დაწესების შემდეგ, თეირანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად ამცირებს. ამასთან, სხვადასხვა სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლებელია, ირანმა კიდევ 3 კასკადი ააშენოს, რაც ურანის გამდიდრების ახალი წყარო იქნება.

ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის 90-პროცენტიანი გამდიდრებაა საჭირო.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2021, 23:03

პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ

20 იანვარს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმლემენტაციის შესახებ რეზოლუციებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ალეკო ელისაშვილი/მამუკა ხაზარაძე

19 იანვარი 2021, 23:03

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს „რუსთავი2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძე

19 იანვარი 2021, 22:50

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თებერვალში იწურება ვადა - ან საბოლოოდ გაგვიუქმებენ მანდატებს, ან უნდა გაიმართოს ე.წ. მეხუთე რაუნდი

თებერვალში იწურება ვადა, ჩვენ ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, რაზედაც ჩვენ, რაზედაც ძალიან მკაფიოდ დავწერეთ განცხადებები, ან თებერვლამდე უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი, რომლის ბურთი და სიმძიმის ცენტრი არის „ქართული ოცნების" მხარეს, - ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 22:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას,"

19 იანვარი 2021, 22:25

მსოფლიო

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მკაცრად გმობს და ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მკაცრად გმობს და ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს.

სტელა კურიაკიდესი

19 იანვარი 2021, 22:15

COVID19

ევროკომისარი სტელა კურიაკიდესი: ჩვენ ხელთაა ძლიერი მექანიზმი, ესაა ვაქცინა COVID19-ის წინააღმდეგ, ნამდვილად ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს

გასული წლის გაზაფხულიდან დღემდე ევროკავშირში კორონავირუსმა 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში COVID19-ის ახალი შტამი ვრცელდება და ღიად უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე, - ამის შესახებ ევროკომისარმა სტელა კურიაკიდესმა ევროკომისიაში COVID19-ზე დებატების დროს განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

19 იანვარი 2021, 22:10

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას ულოცავს

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ქვრივიშილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

გიორგი ვაშაძე

19 იანვარი 2021, 21:58

პოლიტიკა

გიორგი გაშაძე: არეულობა და დაბნეულობაა ოპოზიციურ ელექტორატში - თუ ერთმანეთთან საუბარი გვინდა, ტელეფონები გვაქვს

კატასტროფა, არეულობა, დაბნეულობაა ოპოზიციურ ელექტორატში. თუ ერთმანეთთან საუბარი გვინდა, ტელეფონები გვაქვს. საჯარო ეთერით ერთმანეთთან საუბარი არაა სწორი. ფაქტია, რომ ნდობის კრიზისი მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

19 იანვარი 2021, 21:57

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 34 291 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 291 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

19 იანვარი 2021, 21:50

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2021, 21:49

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დატოვა აწყობილი სისტემა და ერთიანი გუნდი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დატოვა აწყობილი სისტემა და ერთიანი გუნდი - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ POSTW-ს ეთერში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მაიკ პომპეო

19 იანვარი 2021, 21:45

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ის ხელისუფლება უიღურების მიმართ ჩინეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს

აშშ-ის ხელისუფლება უიღურების მიმართ ჩინეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

19 იანვარი 2021, 21:44

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პოზიცია მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შესაძლებლობას საერთოდ არღვევს, ამიტომაც გავაუქმე ეს შეხვედრა

„მათი დღევანდელი პოზიცია საერთოდ არღვევს ამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც გავაუქმე ეს შეხვედრა და ვთქვი: „საერთო ოპოზიციურ ფორმატში დავსხდეთ, მეგობრებო და თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გახარია

19 იანვარი 2021, 21:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

19 იანვარი 2021, 21:27

საზოგადოება

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა

ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ევროპული საქართველოს“ გზა მოლაპარაკებების ჩაშლა და იმის იმედზე ყოფნაა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს

„ოპოზიციაში არის სამი გზა: ერთი გზაა „ევროპული საქართველოს“ გზა, რომელიც აბსოლუტური ჩიხია - ესაა მოლაპარაკებების ჩაშლა და რაღაც გაუგებარის იმედზე ყოფნა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს. ეს სრული ქაოსის გზაა. მეორე გზაა იმ დეპუტატების გზა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები იყვნენ. ისინი, უბრალოდ, ადგნენ და შევიდნენ პარლამენტში. ღმერთმა დამიფაროს, მათი არ მშურს. მესამე გზაა ჩვენი გზა, სადაც ვართ ჩვენ და „გირჩი“.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ქვეყანაში რეალობა აბსოლუტურად შეიცვალა

„შეხედეთ, როგორ შეიცვალა რეალობა ჩვენს თვალ წინ. ის „ოცნება“, რომელიც თუნდაც 2 კვირის წინ იყო, ხომ აღარ არის. მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა ქვეყანაში“, - განაცხდა ელისაშვილმა.

19 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

AP: ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს

ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

19 იანვარი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა თავისუფლება და დემოკრატიის ის სტანდარტი, რომელითაც დღეს ყველა სარგებლობს

ბიძინა ივანიშვილის რანგისა და მასშტაბის მოვლენა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ არ არის, ეს გამოწვევაა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ POSTW-ს ეთერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

19 იანვარი 2021, 21:15

პოლიტიკა

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის არჩევნები გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტმა, ამ თანამდებობაზე, ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით აირჩია.