imedi /  07 იანვარი 2021, 03:47 / სანდო წყარო

მაიკლ პომპეო: კაპიტოლიუმზე შტურმი მიუღებელია

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„დღევანდელი შტურმი კაპიტოლიუმზე მიუღებელია. მიუღებელია უკანონობა და უწესრიგობა აქ ჩვენთან თუ ნებისმიერ ქვეყანაში. მე ბევრ ქვეყანაში მომიწია ჩასვლამ და ყველგან მხარს ვუჭერდი თავისუფალი აზრის გამოხატვას მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით“, - დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ზე.

6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.

ყველა სიახლე

08 ნოემბერი 2024, 10:29

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთმა კურსკში ახალი შეტევა დაიწყო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ახალი შეტევა წამოიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსულმა ჯარმა შეტევა პოგრებკის, ზელიონი შლიახის, დარინოს და სუჯას მიმართულებებით დაიწყო. უკრაინის ჯარი რთულად იგერიებს შეტევას. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი შეტევის დროს ტრადიციულ ტაქტიკას იყენებს, კერძოდ, ქვეითთა საბრძოლო მანქანით ქვეითების დესანტირებას ახდენს. უკრაინული მედიის მტკიცებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაა სუჯაში, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაზე რუსების შეტევა წარმატებულად იქნა მოგერიებული.

08 ნოემბერი 2024, 10:26

არჩევნები 2024

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

სოზარ სუბარი

08 ნოემბერი 2024, 10:25

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა - მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო მთელი ძალაუფლება

„მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო აბსოლუტური ძალაუფლება, შესაბამისად, პოლიციაც სააკაშვილის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა“, - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად სარწმუნო იყო ის ვერსია, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში ავრცელებდა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით მას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე პასუხისმგებელი სრულად იყო იმდროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.

სოზარ სუბარი

08 ნოემბერი 2024, 10:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის და ამ ბრძოლაში ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება.

08 ნოემბერი 2024, 10:21

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს

„ექსპორტის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. შარშან საქართველოდან 6 მლრდ დოლარზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალოგიური ტენდენციაა შენარჩუნებული 2024 წლის სამ კვარტალშიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტრადიციულად უზრუნველყოფენ ქართველ ექსპორტიორებს მთელი რიგი ხელშემწყობი პროგრამებით სხვადასხვა გამოფენებსა და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის ჩათვლით. სააგენტო ადგილობრივ ექსპორტიორებს ყოველწლიურად 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონებს ეწვია და გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.

08 ნოემბერი 2024, 10:09

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს

შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას, რომელიც სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი
პიტერ სიიარტო

08 ნოემბერი 2024, 10:05

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას

2024 წლის 7 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა „უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას". ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

08 ნოემბერი 2024, 09:50

საზოგადოება

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.

08 ნოემბერი 2024, 09:44

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვს ისევ დაარტყეს. ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ვრცელდება ცნობები დაშვებულთა შესახებ.

08 ნოემბერი 2024, 09:40

პოლიტიკა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.

08 ნოემბერი 2024, 09:31

პოლიტიკა

გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის 5-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში კი ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

08 ნოემბერი 2024, 09:24

პოლიტიკა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება - კორუფციის კონტროლით და კანონის უზენაესობით საქართველო ლიდერთა შორისაა

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.

08 ნოემბერი 2024, 09:17

მსოფლიო

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ათზე მეტი პირი

უცნობი ადამიანები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აიაქსისა და თელ-ავივის მაკაბის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები „თავისუფლება პალესტინას“ ყვიროდნენ. ისრაელის ხელისუფლება ამსტერდამში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

08 ნოემბერი 2024, 09:07

მსოფლიო

კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის

კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის. ცეცხლი ლოს ანჯელესის მახლობლად მძვინვარებს, რის გამოც 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე

უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე. და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

08 ნოემბერი 2024, 08:57

პოლიტიკა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან 17 წელი გავიდა

17 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან - სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, რა დროსაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა.

08 ნოემბერი 2024, 08:49

არჩევნები 2024

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, ზუგდიდში დიდი უპირატესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. შემაჯამებელ ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი.

08 ნოემბერი 2024, 08:43

არჩევნები 2024

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა

შემაჯამებელი ოქმი შედგა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზეც. კომისიამ გამოაცხადა შედეგები, რომლის მიხედვით გორის ოლქში ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მას ამომრჩეველთა 56,86%-მა დაუჭირა მხარი.

08 ნოემბერი 2024, 08:38

არჩევნები 2024

ცესკოს პრესსპიკერი: ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც ოქმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ხელოვნურად ატეხილ ხმაურს ცესკოში გამოეხმაურნენ, სადაც განმარტეს , რომ კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან.

არჩილ გორდულაძე

08 ნოემბერი 2024, 08:29

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: ამბობდნენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და უწყებაში მივიდნენ

ეს ადამიანები, ჯერ ამბობენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და მივიდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ არჩევნებში დარღვევების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.