imedi /  07 იანვარი 2021, 05:59 / სანდო წყარო

ჯორჯ ბუში: ასე ბანანის რესპუბლიკებში იქცევიან

ჯორჯ ბუში

ჯორჯ ბუში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გმობს.

„ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ. შეშფოთებული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლობით და იმ უპატივცემულობით, რომელიც დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატეს,“- აცხადებს უმცროსი ბუში.

6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა უკვე უსაფრთხოა. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 16:44

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 იანვარი 2021, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები, არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა

არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები იმიტომ, რომ არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა მადლობა ღმერთს დღეს საქართველოში. ისინი გარკვეულწილად პოლიტიკურ პარაზიტიზმს ეწევიან , - ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, როცა მან ქვეყანაში რევოლუციის სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა.

ხიზირ გაურგაშვილი

24 იანვარი 2021, 16:09

სამართალი

სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირ გაურგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ხიზირ გაურგაშვილსა და იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მეუღლესთან ახლო კავშირში მეზობელი დაადანაშაულა. ბრალდების ამ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში მომხდარ წყენას უკავშირდება.

24 იანვარი 2021, 16:08

საზოგადოება

1-ლი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

ჯელალ ქიქავა

24 იანვარი 2021, 15:42

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ​ი, ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება

„ვემხრობი იმას, რაც მოხდა. ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ღმერთს მადლობა რომ დიდი ყუთი არ იყო თორემ თავად ჩავაგდებდი მასში. არ ვნანობ, ეს დასაწყისია და კიდევ განმეორდება, ეს ყველა გამყიდველმა იცოდეს. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია“.

ირაკლი ბერაია

24 იანვარი 2021, 15:37

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას, - ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მედიაში სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

ტოივო კლაარი

24 იანვარი 2021, 15:35

პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს გამართავს

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში შეხვედრებს გამართავს. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ Twitter-ზე წერს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

24 იანვარი 2021, 15:23

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ

მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ხათუნა ბერიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი

24 იანვარი 2021, 15:20

საზოგადოება

„ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფაზე: ეს არ იყო ძალადობა, ხელით არ შევხებივართ და დაზიანება არ აქვს

„სამი თვით ადრე, ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ჩავლეიშვილს შევპირდით, სიტყვას არ გავტეხდით. მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ჩვენთვის ეს არჩევნები გაყალბდა. როცა რეაქცია არ გაქვს, როცა ამომრჩეველს თავს ესხმიან, არჩევნები ყალბდება და რეაქცია გაქვს იმაზე, ნაგვის ურნაში ჩასვეს ან თავზე გადააყარეს ნაგავი, მგონი, ეს შეუსაბამოა“.

24 იანვარი 2021, 15:08

პოლიტიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობს

„ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამსტერდამი

24 იანვარი 2021, 14:57

მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი ამსტერდამის აეროპორტში დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

მეუფე შიო

24 იანვარი 2021, 14:51

საზოგადოება

მეუფე შიო: ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება

„ხშირად, არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული. გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის“.

24 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის - დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე რამდენიმე დღე რჩება

„არ მგონია, რომ შეთანხმების რაიმე რესურსი არსებობდეს. ის რომ არსებულიყო, მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. ეს არ მოხდა იმის გამო, მომლაპარაკებლები პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. „ქართული ოცნება“ ვერ ქვეყნის შიგნით და ვერც ფარგლებს იქით, ვერ გრძნობს წნეხს. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე დათმობაზე წამოვიდნენ“.

აქცია

24 იანვარი 2021, 14:34

საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები რეგულაციებს აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა.

24 იანვარი 2021, 14:27

მსოფლიო

ჩინეთში მაშველებმა შახტაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მაშველებმა შახტაში 2 კვირის განმავლობაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების მომენტში, რომლის გამომწვევი მიზეზიც უცნობია, შახტაში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 მაღაროელის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2021, 14:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს

როდესაც ძალაუფლებას არ თმობენ, მოქალაქეებს ერთადერთი გზა რჩებათ - რევულუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. რევოლუცია მაინცდამაინც ფიწლებს, სისხლსა და სროლას არ ნიშნავს, მე მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს ვუჭერ მხარს“ - აცხადებს პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

ჟოზეპ ბორელი

24 იანვარი 2021, 14:14

მსოფლიო

რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებს

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა. „მწუხარებას გამოვთქვამ მასობრივი დაკავებების, არა პროპორციული ძალის გამოყენების, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვის გამო“ - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

24 იანვარი 2021, 13:56

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 21,127 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21,127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 491 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,719,400 შემთხვევა გამოვლინდა, 69,462 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,131,760 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

24 იანვარი 2021, 13:56

სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.

24 იანვარი 2021, 13:52

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 127 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 127 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,036 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,039 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,708.