imedi /  09 იანვარი 2021, 00:00 / სანდო წყარო

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს

კევინ მაკკარტი

კევინ მაკკარტი

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას მხარს არ უჭერს.

„საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე პრეზიდენტის იმპიჩმენტი უფრო მეტად გახლეჩს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა.

მანამდე „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება.

7 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვა.

„ვუერთდები სენატში „დემოკრატების“ ლიდერს და მოვუწოდებ ვიცე-პრეზიდენტს, ეს პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშოროს 25-ე შესწორების ამოქმედებით. თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტი არ იმოქმედებენ, კონგრესს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 10:58

მსოფლიო

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, რომელიც მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის, დავის საგანია, სამხერო შეტაკებები კვლავ განახლდა. დაპირისპირება სიკიმის შტატში, ნაკულას ტერიტორიაზე დაიწყო. ინდოეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ხაზი ყველაზე გრძელი სადავო ტერიტორიაა მსოფლიოში. ორივე მხარე ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევს და მეორე სახელმწიფოსგან მის დათმობას მოითხოვს.

25 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 18 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კაია კალასი

25 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

ესტონეთის მინისტრთა კაბინეტს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

ოპოზიციური „რეფორმების პარტია“ და მმართველი „ცენტრის პარტიის“ საბჭოები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს „რეფორმის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კაია კალასი უხელმძღვანელებს. კალასი ბლატიისპირეთის ქვეყნებში პირველი ქალი პრემიერი გახდება.

ავიაკატასტროფა

25 იანვარი 2021, 10:51

მსოფლიო

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას „პალმასის“ ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბ „პალმასის“ პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში პორტუ-ნასიუნალის აეროპორტთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ პელემ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

25 იანვარი 2021, 10:42

COVID19

ისრაელში 16-დან 18 წლამდე მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში დაიწყეს იმ მოზარდების ვაქცინაცია, რომელთაც სკოლაში დასაბრუნებლად ან უნივერსიტეტში ჩასარიცხად, გამოცდების ჩაბარება უწევთ. გამოცდების შედეგები, რომელსაც ისრაელში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსისტეტში სწავლის გაგრძელების კუთხით. შედეგებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს მათ მომავალ სამხედრო კარიერაზეც.

კორონავირუსი

25 იანვარი 2021, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

25 იანვარი 2021, 10:38

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე გოგინავა

25 იანვარი 2021, 10:17

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა - შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

25 იანვარი 2021, 10:13

COVID19

ავსტრიაში პირბადეების ნაცვლად რესპირატორებით ივლიან

მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.

25 იანვარი 2021, 10:05

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 6 729 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 217 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 141 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 087ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 09:49

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრი შენდება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრში 570 მაყურებლისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზისა და 140-ადგილიანი მცირე დარბაზის გაკეთება იგეგმება

25 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.

25 იანვარი 2021, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 25 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

25 იანვარი 2021, 08:28

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ დღეს გაიმართება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში.

25 იანვარი 2021, 08:16

პოლიტიკა

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

მიმდინარე კვირაში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები დღის წესრიგს არ ცვლიან და პარლამენტში შესვლაზე, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, კვლავ უარს აცხადებენ.

პასე

25 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც განიხილავენ

PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიების განრიგში ნათქვამია, რომ 25 იანვარს ერთ0ერთ მომხსენებელი ტინი კოქსი იქნება, რომელიც კოლეგებს თავის ანგარიშს წარუდგენს. ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია 28 იანვარს დაიხურება.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 05:24

მსოფლიო

მედია: ჯო ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე მისი წინამორბედის აკრძალვას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანუელ ლოპეს ობრადორი

25 იანვარი 2021, 04:56

COVID19

მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ თავად მექსიკის პრეზიდენტი ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:40

მსოფლიო

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:21

COVID19

ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს

ქვეყანაში კორონავირუსის მუტაციის შემოტანის აღკვეთის მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნული ზომა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.