imedi /  11 იანვარი 2021, 22:03 / სანდო წყარო

მედია: FBI-ის ოპერატიული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია მიიღო შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, რომელიც 16 იანვარს ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებს.

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თუ კონგრესი აშშ-ის პრეზიდენტის 25-ე შესწორებით გადაყენებას შეეცდება, დიდი აჯანყების მოწყობა იგეგემება.

გარდა ამისა, 16 იანვრიდან 20 იანვრამდე აშშ-ის ყველა შტატში შეიარაღებული პროტესტის გამართვა იგეგმება.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

27 იანვარი 2021, 19:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ

არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი - წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ბილ გეითსი

27 იანვარი 2021, 19:27

COVID19

ბილ გეითსი: შემდეგი პანდემია ათჯერ უარესი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ვაქცინის ნაციონალიზმის წინააღმდეგია და პანდემიასთან ბრძოლაში დაუდევარი მიდგომა დაუშვებელია.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 19:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი

„1-ელი ოქტომბრის გარდა, ყველა არჩევნები, რომელიც მოიგო ჩვენმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი მიდის პოლიტიდან და ტოვებს გუნდს, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენი გუნდის გამოცდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

27 იანვარი 2021, 19:22

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მუშაობას 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რა უფლება აქვს მოღალატე სააკაშვილს, ან ბოკერიას, ან ნებისმიერ სხვას, რომ ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არც არეულობას და არც დესტაბილიზაციას. ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ეს გაუგებარი აჟიოტაჟი, გაუგებარი ქაოსი, ხმაური და აბსოლუტურად დღისწესრიგის გარეშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო იმედის ეთერში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, არ შეიძლება საზოგადოების ნდობის განიავება და ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ

ვფიქრობ, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არ არიან პარლამენტში შემოსული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა და ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.

27 იანვარი 2021, 18:49

COVID19

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 95 991 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 95 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

გურიის სამხარეო ადმინისტრაცია

27 იანვარი 2021, 18:49

რეგიონი

გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის - „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები, პრეილისა (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 იანვარი 2021, 18:35

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია - ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმი კვლავ ვრცელდება და ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ.

27 იანვარი 2021, 18:33

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფოამაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:31

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ველოდებით, რომ პირველი კვარტალის ბოლოს საქართველოს ექნება ვაქცინა და დავიწყებთ ვაქცინაციას

შედგენილია ვაქცინაციის გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რადგან სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა გარემო პირობები სჭირდება იმისთვის, რომ მოიხდეს მისი ტრანსპორტირება და შენახვა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში ჩვენ საარჩევნო რეფორმას გავატარებთ

საერთო ჯამში დიალოგმა გარკვეული შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ საუბარი საარჩევნო სისტემასა და პროცედურების რეფორმასთან დაკავშირებით ამ მაგიდის გარშემო შედგა და გარკვეულწილად არსებობს საერთო მოსაზრება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 იანვარი 2021, 18:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა

„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი“.

ლევან ხაბეიშვილი შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 18:20

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:10

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა რაც შეიძლებას სწრაფად შემოვიდეს

დღეს, დგება გასხვავებული ეტაპი COVID-19-თან ბრძოლის გზაზე. პრევენციული ზომები მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ევრსოაბჭოზეც აქტუალური ხდება ვაქცინაციის თემა, აქტუალური იყო საქართველოს პარლამენტშიც. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლებას სწრაფად შემოვიდეს მაღალი ხარისხის ვაქცინა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 18:10

საზოგადოება

კახა კალაძე: მსოფლიოს ვუერთდები და ამ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ვაგებ

„დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ვუერთდები და ამ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ვაგებ. ბოროტება არ უნდა დავივიწყოთ, რათა მას დაბრუნების საშუალება აღარასოდეს ჰქონდეს“, - წერს თბილისის მერი.

დიმიტრი პესკოვი

27 იანვარი 2021, 18:00

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათ აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი არის არეულობა

როგორც არ უნდა გადაწყდეს კაზუსი, რომელიც გვაქვს ოპონენტებთან დაკავშირებით, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და განხორციელდეს რეფორმები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე და ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს

დღეს საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელიც არის ნაწილი ერთი დიდი, მასშტაბური კამპანიის, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს . ეს კამპანია დაიწყო არჩევნების მეორე დღეს, 1-ლი ნოემბრის ღამეს. ჩვენმა ოპონენტებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს უმრავლესობას ვერ იღებდნენ გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ არჩევნების კომპრომეტირება, პარლამენტის კომპრომეტირება. ეს სამ თვიანი ემსახურებოდა სწორედ ამას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

27 იანვარი 2021, 17:43

ტაბლოიდი

ნაქსოვი თოჯინა ბერნი სანდერსის გამოსახულებით აუქციონზე გაიტანეს

ინაუგურაციაზე გადაღებული ბერნი სანდერსის ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა და არაერთი მიმად იქცა. ეს ფაქტი თვითონ პოლიტიკოსმაც გამოიყენა - მისმა ოფისმა ფოტოს გამოსახულებიანი მაისურები დაბეჭდა, გაყიდა და მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.