imedi /  11 იანვარი 2021, 23:33 / სანდო წყარო

წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 218 „დემოკრატი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 218 „დემოკრატი“ კონგრესმენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

აღნიშნული ხმები საკმარისია იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეზოლუცია მიიღოს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, იმპიჩმენტი აშშ-ის სენატს გადაეცემა განსახილველად. თუმცა, სენატის მუშაობის გრაფიკის თანახნმად, სენატი იმპიჩმენტის განხილვას დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეძლებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.

იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

ყველა სიახლე

მარჯორი ტეილორ გრინი

18 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის და QAnon-ის მხარდამჭერის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

18 იანვარი 2021, 10:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამი შვეიცარიაშიც გამოვლინდა

შვეიცარიაში, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა. გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.

18 იანვარი 2021, 10:44

რეგიონი

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

18 იანვარი 2021, 10:43

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია

დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

18 იანვარი 2021, 10:41

თემა

მართალია თუ არა, რომ WhatsApp-ს კონფიდენციალობის პრობლემა აქვს? რა უნდა ვიცოდეთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მესენჯერმა- WhatsApp -მა მომსახურების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. მომხმარებლები მესენჯერის ჩამოტვირთვისას უკვე იღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ ახალ შეთავაზებაზე დათანხმებას ურჩევს. ამ დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, თუმცა 8 თებერვლისთვის სავალდებულო გახდება. განახლებული პოლიტიკა სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი მესენჯერის გამოყენებას ვეღარ შეძლებს.

18 იანვარი 2021, 10:38

თემა

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ჯეი ი. ლი

18 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

18 იანვარი 2021, 10:05

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

18 იანვარი 2021, 09:59

სპორტი

საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს

საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს. ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს.

18 იანვარი 2021, 09:51

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

18 იანვარი 2021, 09:25

სამართალი

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

დავით ზალკალიანი

18 იანვარი 2021, 09:05

პოლიტიკა

ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.

18 იანვარი 2021, 08:46

რეგიონი

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია

საბაგიროების დახმარებით, ყაზბეგში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი უკვე გადაიყვანეს გუდაურის მხარეს, ხოლო გუდაურში მყოფები - ყაზბეგში. ამასთან, 100- მდე ადამიანს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია. 11 იანვრიდან, უხვი ნალექისა და ზვავსაშისშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, რის გამოც სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.

18 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 18 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლის სახით მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში იწვიმებს. დღისით სინოპტიკოსები იქ +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

18 იანვარი 2021, 08:18

სამართალი

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული 15 იანვარს კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

18 იანვარი 2021, 08:02

საზოგადოება

დღეიდან დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება

დღეიდან სკოლებში სწავლა იწყება. დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონში, სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

18 იანვარი 2021, 05:17

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნები: თუ ნავალნის არ გაათავისუფლებენ, ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება უნდა განიხილოს

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურებიან.

შარლ მიშელი

18 იანვარი 2021, 05:07

მსოფლიო

შარლ მიშელი: ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

18 იანვარი 2021, 04:59

COVID19

ბრაზილიის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაამტკიცა

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.