www.imedi.ge /  21 იანვარი 2021, 09:42 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში პირველ 15 ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველ რიგში მან აშშ პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა.

ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.

ყველა სიახლე

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

26 თებერვალი 2021, 16:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა რწმუნებულ​ს შეხვდა

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ისარგებლებს გირაოს შეთავაზებით, მიუხედავად სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება

ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი სასჯელი, მათ შორის გირაო და ელექტრონული სამაჯური, ისევ გირაო, მას შემდეგ რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის ტარების წესი, თუმცა როდესაც მან ეს გირაო არ გადაიხადა, სახელმწიფო იძულებული იყო მისი პატიმრობა განეხორციელებინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 15:49

საზოგადოება

რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი. დეტალურად

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან: გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)...

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია

„ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახო სანაია

26 თებერვალი 2021, 15:40

სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მას საქმის მასალები გადაეცა, რომლის გაცნობის შემდეგაც უფრო დეტალურად ისაუბრებს. დაკავებულების ვერსიით, დაპირისპირება გიგაურსა და სანაიას შორის მოხდა, ხოლო დანარჩენი ორი პირი მათ გაშველებას ცდილობდა.

26 თებერვალი 2021, 15:38

რეგიონი

თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გიტანას ნაუსედა

26 თებერვალი 2021, 15:37

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა საქართველომ არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს

ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდამჭერად და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს, – აღნიშნულია ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე

26 თებერვალი 2021, 15:28

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას, რაც ალბათ ძალიან სურთ. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობის 82% არ სურს პროცესების რადიკალიზაცია

პარლამენტში გასული პარტიები ერთიანად 39% რომ მოკრიფეს. ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას რაც ალბათ ძალიან სურთ, მაგრამ არ გამოსდით. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის 82% არ სურს პროცესების რადიკალიზაცია და ლოგიკურად აღარ სურთ რადიკალების მხარდაჭერა, რომლებიც 5% მხარდაჭერს ამარაღა დარჩნენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

26 თებერვალი 2021, 15:27

საზოგადოება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ საქართველოს ყველა სკოლას მიეწოდა

შეხვედრაზე „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა აღნიშნა: „მოხარულები ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ფონდსა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას შორის, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას - დავხმარებოდით პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ აღმოჩენილ განათლების სისტემას.

პროკურატურა

26 თებერვალი 2021, 15:19

სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

26 თებერვალი 2021, 15:18

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, თავიანთ მოთხოვნებს ისინი იმ შენობასთან გააჟღერებენ, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

თამთა მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 15:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ლუზერები ხართ

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ. უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს. მეგრელიშვილი Facebook-ის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და მათ ლუზერებს უწოდებს.

26 თებერვალი 2021, 15:08

საზოგადოება

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას

აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს: პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი ასახულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; სურვილის შემთხვევაში, გელიანი (ე.წ. „ტუშის“) შავი ფერის კალამი 0.5-0.7 მმ, ბურთულიანი წვერით...

26 თებერვალი 2021, 15:05

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

26 თებერვალი 2021, 14:55

საზოგადოება

როგორ დაითვლიან აბიტურიენტების ქულებს 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე

აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით: ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

ნიკოლოზ სამხარაძე

26 თებერვალი 2021, 14:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: ოთხი თვე არჩევნების გაყალბება ვერავის დაუმტკიცეს

ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ადამიანის განცხადებების გამო, ამ ქვეყანაში მუდმივად ვერ იქნება დაძაბულობა და ვერ დაინიშნება ყოველ წელს საპარლამენტო არჩევნები, ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 14:49

რეგიონი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ნინიგორში ცოტა ხნის წინ მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსს მცირეწლოვანმა გადაურბინა, რა დროსაც მოძრავ ტრანსპორტს შეეჯახა და ბიჭმა ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო და ტვინის შერყევით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 14:46

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებისთვის აშკარაა, რომ პატიმრობის მთავარი შემოქმედი თავად ნიკა მელიაა

მე არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, როდესაც არ თანხმდება გირაოს გადახდაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს და მისცემს მას შესაძლებლობას საპატიმროდან გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით საზოგადოებისთვის აშკარაა, რომ პატიმრობის მთავარი შემოქმედი თავად ნიკა მელიაა.