23 იანვარი 2021, 11:07 / სანდო წყარო

ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 40-მდე ცხედრის საქმეზე ოთხი პირი გაასამართლეს

ბრიტანეთში გაასამართლეს ოთხი ადამიანი, რომლთაც 39 ვიეტნამელი მიგრანტის მკვლელობა ედებათ ბრალად, - ამის შესახებ BBC წერს.

გამოძიების ინფორმაციით, მომხდარში მთავარ როლს ორი პირი, 41 წლის რონან ჰიუზი და 43 წლის გიორგე ნიქა ასრულებდნენ, მათ 20 და 27 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

მათთან ერთად, გაასამართლეს სატვირთოს ავტომობილის ორი მძღოლიც. მათ შორისაა 24 წლის ეიმან ჰარისონი, რომელმაც მიგრანტებით სავსე სატვირთო ბელგიის პორტამდე ე.წ. ბუქსირით ჩაიყვანა. მას თავისუფლება 18 წლით აღეკვეთა.

კიდევ ერთ დაკავებულს, 26 წლის მორის რობინსონს ციხეში 13 წლისა და 4 თვის გატარება მოუწევს. სწორედ მან მიიყვანა სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში, სადაც ავტომობილის კარის გაღების შემდეგ აღმოაჩინა მიგრანტების ცხედრები.

მათ გარდა, კიდევ სამი პირი გაასამართლეს და უკანონო მიგრაციის ხელშეწტყობაში ცნეს დამნაშავეებად.

2019 წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. გამოძიების ცნობით, მიგრანტები სატვირთო ავტომობილში გაიგუდნენ.

გამოძიებას აწარმოებდა როგორც ბრიტანული, ისე - ვიეტნამური მხარე.

ყველა სიახლე

დედის დღე მილოცვა ევროკავშირა

03 მარტი 2021, 11:37

საზოგადოება

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს დედის დღეს ულოცავს

„დედის დღეს გილოცავთ - დავაფასოთ ის შეუნაცვლებელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

03 მარტი 2021, 11:33

საზოგადოება

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენი
ჯინ ფინიგანი

03 მარტი 2021, 11:24

საზოგადოება

ამერიკის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

ამერიკის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დედასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. „მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ.

03 მარტი 2021, 11:24

რეგიონი

მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

,,მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

03 მარტი 2021, 11:11

საზოგადოება

CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული კერძი - ხარჩო მოხვდა

​​​​​​​CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებს შორის ქართული „ხარჩო“ მოხვდა. გამოცემის სიაშია უკრაინული ბორში, ვიეტნამური ფო, ტალანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო.

ნათია თურნავა

03 მარტი 2021, 11:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

იუსაკუ მაეძავა

03 მარტი 2021, 11:09

ტექნოლოგიები

იაპონელი მილიარდერი ეძებს 8 ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან 🚀🌒

„მინდა სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანები შემომიერთდნენ. ყველა ადგილი ვიყიდე, ამიტომ ეს კერძო მგზავრობა იქნება“, - დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე.

ნათია თურნავა

03 მარტი 2021, 11:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა და მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

03 მარტი 2021, 11:05

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

03 მარტი 2021, 10:59

თავდაცვა

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.

03 მარტი 2021, 10:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,42 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.7%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.3%.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

ჯო ბაიდენი: მაისის ბოლოსთვის აშშ-ში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მაისის ბოლოსთვის, დაგეგმილზე ორი თვით ადრე ქვეყანაში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა პალატა

03 მარტი 2021, 10:51

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 95 იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

03 მარტი 2021, 10:49

კულტურა

Queen-მა 50 წლის იუბილეზე სმარტფონებისთვის ახალი თამაში გამოუშვა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen-მა, რომელიც დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. Universal Music Group-სა და Gameloft-თან თანამშრომლობით ჯგუფმა სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა.

03 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 194 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3,451 ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,739-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265,805-ს.

03 მარტი 2021, 10:31

თემა

ნავთობის ფასმა ახალი კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს უკვე მიაღწია. მართალია თუ არა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 65 დოლარს გადააჭარბა. სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყო კატასტროფული კლება 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ახლა კი ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ამბობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი სუპერციკლი დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, სუპერციკლი, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:17

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ნიგერიული შტამი გამოავლინეს

„პირველად იტალიაში, აღმოჩენილია ახალი მუტაცია, ე.წ. ნიგერიული შტამი, რითაც შეშფოთებული ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კოვიდვაქცინები ვირუსის ამ სახეობის წინააღმდეგ შესაძლოა ეფექტური არ იყოს“, - აცხადებს იტალიის ვირუსოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არნალდო კარუზო. ე.წ. „ნიგერიული შტამი“ პირველად ნიგერიაში დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა.