Imedi /  25 იანვარი 2021, 15:43 / სანდო წყარო

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1-ელ მარტამდე აჩერებს

ბელგია

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1-ელ მარტამდე აჩერებს.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითა და რისკების შესამცირებლად იღებს.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე ბელგიაში სრული კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამ ფაზამდე ჯერ კიდევ შორია. ვაქცინაცია მიმდინარეობს და ეს გვახარებს, მაგრამ ფინიშამდე ჯერ დიდი გზაა. ჩვენი მოვალეობაა, რისკების მინიმუმამდე დაყვანა და თქვენი ჯანმრთელობის დაცვა. დაწესებული შეზღუდვების შედეგად სტაბილიზაცია მიღწეულია, მაგრამ მათი უპატივცემულობის შემთხვევაში არის უდიდესი საფრთხე, მიღწეული ძალიან მალე დავკარგოთ. ამის მაგალითები გვაქვს. კორონავირუსის ახალი შტამები ვრცელდება. ეს ახალი ვარიანტები დაფიქსირებულია ჩვენს ქვეყანაში. ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზომები სწრაფად უნდა მივიღოთ”, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსადრე დე კრომ.

ბელგიას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები თითქმის ერთი წელია დაკეტილი აქვს. არააუცილებელი მგზავრობის შეჩერებასთან ერთად იცვლება კარანტინის წესებიც. დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან ჩასულ ყველა მგზავრზე გავრცელდება 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ტესტი პირველ და მეშვიდე დღეს. 7-დან 10 დღემდე იზრდება სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება კარანტინის წესებისა და ტესტის ჩატარება.

კორონავირუსის შემთხვევები ბელგიის სამეფოში ისევ გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურ შემთხვევებთან ერთად გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც საავადყოფოში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს.

18-დან 24 იანვრამდე ყოველდღიურმა შემთხვევებმა საშუალოდ 2 050-ს მიაღწია. ყოველდღიურად ჰოსპიტალიზაციას 136 პაციენტი საჭიროებს. დღესდღეობით საავადყოფოში 1923 პაციენტი იმყოფება. 322 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბელგიაში საწოლების რაოდენობა 2 000-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელგიაში კორონავირუსის 693 666 შემთხვევაა აღრიცხული. კორონავირუსის წინააღმდეგ ერთი თვის განმავლობაში ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით 183 400 ადამიანი აიცრა. დღეს ბელგიაში კორონავირუსის 1812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 53 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 09:35

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2021, 09:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ

როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

07 მარტი 2021, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟიული შარტავა

07 მარტი 2021, 09:07

საზოგადოება

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი გავიდა

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

07 მარტი 2021, 08:49

მსოფლიო

ნიგერიის სანაპიროსთან, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები გაათავისუფლეს

14 მეზღვაური, რომელთაგან 10 უცხოელი, 4 კი ნიგერიელია, სამაშველო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებმა 6 მარტს აიყვანეს ტყვედ. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ყოველგვარი ინციდენტისა და დანაკარგის გარეშე ჩაიარა - აცხადებენ ნიგერიის თავდაცვის ძალებში.

07 მარტი 2021, 08:36

მსოფლიო

პარაგვაის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გაათავისუფლა. თანამდებობა განათლების, ასევე, ქალთა და სამოქალაქო საქმეთა მინისტრებმა დატოვეს.

07 მარტი 2021, 08:15

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

07 მარტი 2021, 08:04

კულტურა

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს...

07 მარტი 2021, 00:50

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

07 მარტი 2021, 00:27

ტექნოლოგიები

Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს. ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

07 მარტი 2021, 00:12

ტექნოლოგიები

ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა. ვიდეო

YouYube-არხის The Q-ს ავტორმა, დამწყებმა ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა, რომლითაც თოვლსა და ყინულზეა გადაადგილება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. პირველ ჯერზე მისი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც პროექტში ცვლილება შეიტანა.

პირბადე ფლირტი

06 მარტი 2021, 23:58

ტაბლოიდი

ექსპერტმა პანდემიის პირობებში ფლირტის წესები განმარტა😷😍

„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.

სოფო ხორგუანი

06 მარტი 2021, 23:39

საზოგადოება

სოფო ხორგუანი ფარულ ჩანაწერებზე: საერთოდ არ მესმის, რატომ შევდივართ განხილვაში, არის თუ არა ავთენტური. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი

„ძალიან სამწუხარო იყო სახალხო დამცველის განცხადება, რომ თუ ავთენტურობა დადგინდა, შესასწავლია, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების თემაზე სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.

ზლატან ირაჰიმოვიჩი

06 მარტი 2021, 23:34

სპორტი

მედია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში, სავარაუდოდ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაბრუნდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა fotbolldirekt-ი ავრცელებს. „შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზლატან იბრაჰომოვიჩის ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ მილანის ფორვარდი ეროვნულ გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 23:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

ზაზა შათირიშვილი

06 მარტი 2021, 23:02

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 22:53

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სისხლის სამართლის კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის შინაარსსაც. კერძოდ სისხლის სამართლის 158-ე მუხლით, პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის, ამ შემთხვევაში მოპოვება, უნებართვო მიყურადება და ზოგადად ჩაწერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

06 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ფარულ ჩანაწერებზე: მანიაკის ხელშია ეს არქივი

ვასილ მაღლაფერიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ამას ტელევიზიები ჩვეულებრივ ამბად გახდიან; ამაზე „ჭკვიანურ“ და ყალბ ლაპარაკს დავიწყებთ, უბედურებაში შევაბიჯებთ და ყველასთან დაიჩოქებს ამ მანიაკების შავი არქივი.

გოგა ხაინდრავა

06 მარტი 2021, 22:17

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ფარულ ჩანაწერებზე: არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი ქვეყნის მტრობა გაიტანონ

„არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი სიბეცე, ბოროტება, ქვეყნის მტრობა გაიტანონ და რაც დარჩათ და მოფხიკეს თავის ბნელ სულებში, იმას აქვეყნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გავრცელებული ჩანაწერი 2010 წელსაა გაკეთებული და „კაგებეშნიკურადაა“ დამონტაჟებული, რითაც საზოგადოების საინფორმაციო ტერორი ხდება

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და არა 2011 ან 2012-ის როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.