imedi  /  26 იანვარი 2021, 16:10 / სანდო წყარო

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა

ჯუზეპე კონტე

ჯუზეპე კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Rainews24-ი ავრცელებს.

ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა.

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია „იტალია ვივა" მმართველი კოალიციიდან გავიდა. ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიე-რმინისტრი, ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 00:23

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 00:21

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავიშოღლუ. ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს თანამდრბობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია.

04 მარტი 2021, 00:18

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 315 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლა სარკოზი

04 მარტი 2021, 00:11

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი: სასამართლოს განაჩენი უსამართლობაა - ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ჭეშმარიტებამ იზეიმოს

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც სასამართლომ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ აქვს.

04 მარტი 2021, 00:06

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ფიჭვის კენწეროზე დივანი აღმოაჩინეს. ვიდეო 🌲🛋

ავსტრალიის ქალაქ ვულონგონგში ფიჭვის კენწეროზე დივანი აღმოაჩინეს. გამოცემის ინფორმაციით, არავინ იცის, როგორ მოხვდა შავი სამადგილიანი დივანი 25 მეტრის სიმაღლეზე. მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებმა დივანი ამწის საშუალებით ჩამოხსნეს.

პაატა იმნაძე

04 მარტი 2021, 00:04

COVID19

პაატა იმნაძე: იმედი გვაქვს, მარტში დავიწყებთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას და ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანა 160 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს, განიხილება საკითხი, რომ ერთჯერადად აცრით მოხდეს ადამიანების მაქსიმალურად მოცვა.

03 მარტი 2021, 23:56

პოლიტიკა

„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით, საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

„ატლანტიკურ საბჭოს“ ორგანიზებით ვირტუალური დისკუსია გაიმართა, რომელზეც საქართველოში შექმნილი მდგომაროება განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტმა, ასევე ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა. საქართველოდან კი დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.

გოგა მაისურაძე

03 მარტი 2021, 23:35

საზოგადოება

„ლოპოტას“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ცნობილი ბიზნესმენი, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.

ჯო ბაიდენი

03 მარტი 2021, 23:29

ეკონომიკა

აშშ-მა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა.

გურამ კაშია

03 მარტი 2021, 23:17

სპორტი

გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა

„ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

გიორგი ხელაშვილი

03 მარტი 2021, 23:08

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, ოპოზიციას საბოტაჟისა და პროვოკაციების გზა აქვს არჩეული

საქართველო მიისწრაფის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას სოლიდური და შთამბეჭდავი პროგრესი ჰქონდა დემოკრატიზაციის კუთხით წინა ათწლეულებთან შედარებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

03 მარტი 2021, 23:02

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 348 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 807 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 მარტი 2021, 22:57

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 520 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 520 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 65 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 მარტი 2021, 22:54

მსოფლიო

შვედეთში შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში გამვლელები დაჭრა

შვედეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ვეტლანდაში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა გამვლელები დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

03 მარტი 2021, 22:50

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 70 ათასს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 347 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ბლინკენი

03 მარტი 2021, 22:37

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებისა და ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის გზით არ გაავრცელებს

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებისა და ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის გზით არ გაავრცელებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 22:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან

ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.

03 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 21%-ით გაიზარდა

ბელგიაში კოვიდ19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვე გავიდა. ორი კვირაა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების მატება არ წყდება. 21 % -ით გაიზარდა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. კლინიკებში გადანაწილებულია 1903 პაციენტი. კრიტიკულია 425 ადამიანის მდგომარეობა. ბელგიაში საწოლფონდი 2000-ს შეადგენს. საავადმყოფოებს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული აქვთ მითითება, რომლის თანახმადაც, საწოლების 35 პროცენტი კოვიდ19 -ით ინფიცირებულებისთვის უნდა შეინახონ.

03 მარტი 2021, 22:04

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.