imedi /  03 თებერვალი 2021, 01:50 / სანდო წყარო

ტრამპის ადვოკატები: სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ფარგლებში გაასამართლოს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი უკვე კერძო პირია

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ფარგლებში გაასამართლოს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი უკვე კერძო პირია.

„აშშ-ის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პირს თანამდებობა უნდა ეკავოს იმისათვის, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ 45-ე პრეზიდენტი უკვე აღარ არის პრეზიდენტი, სენატი იმპიჩმენტის ფარგლებში თანამდებობიდან გადაყენების დებულებას ვერ განახორციელებს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის ადვოკატების განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპს მომავალში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალოს, ხოლო ამგვარი აკრძალვა კონსტიტუციის დარღვევა იქნება.

ამასთანავე, დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ 6 იანვარს მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმზე შტურმის განხორციელების პროვოცირება არ მოუხდენია.

„ჩვენ ვუარყოფთ იმას, რომ პრეზიდენტის სიტყვებს „თუ არ იბრძოლებთ, ქვეყანა აღარ გექნებათ“ რამე კავშირი ჰქონდა კაპიტოლიუმთან განვითარებულ მოვლენებთან, ვინაიდან ამ სიტყვებში საუბარია არჩევნების უსაფრთხოებისთვის ბრძოლის აუცილებლობაზე. ჩვენ ვუარყოფთ, რომ 45-ე პრეზიდენტი აშშ-ის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 11:43

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 მარტი 2021, 11:42

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 11:41

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: რაც სააკაშვილმა „ნამახვან ჰესზე“ თქვა არის სისულელე

„ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი“,- წერს ჯაფარიძე.

 N101-ე საბავშვო ბაღი

01 მარტი 2021, 11:38

საზოგადოება

გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

N101-ე სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ბაღი აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით. ახლადგახსნილ ბაღში დაახლოებით ასამდე ბავშვია რეგისტრირებული. სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დღეიდან დაიწყო და ის ახალი რეგულაციებით წარიმართება.

01 მარტი 2021, 11:33

მსოფლიო

ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი გაათავისუფლეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა გაათავისუფლეს 42 ადამიანი, რომელიც გასულ კვირას სკოლიდან გაიტაცეს. გატაცებულ ადამიანთა შორის იყო 27 მოსწავლე, სკოლის სამი თანამშრომელი და მათი ოჯახების 12 წევრი. ისინი კაგარას დასახლებაში მდებარე სკოლიდან გაიტაცეს. თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 11:28

პოლიტიკა

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

01 მარტი 2021, 11:26

თავდაცვა

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფას“ ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

მძიმე პაციენტები

01 მარტი 2021, 11:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 265 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265, მათ შორის: თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში - 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

01 მარტი 2021, 11:16

სპორტი

კიევში, საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

კორონავირუსი თბილისი

01 მარტი 2021, 11:15

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

ამ ეტაპზე ინფიცირების 1 849 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

01 მარტი 2021, 11:14

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.

01 მარტი 2021, 11:06

რეგიონი

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:58

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება - ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და - პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე როგორც გუშინ მილდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.