imedi /  05 თებერვალი 2021, 18:45 / სანდო წყარო

ერდოღანმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, თავი შეიკავონ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, თავი შეიკავონ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.

„აშშ სტამბოლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკით ეხმაურება. ამას აცხადებს ქვეყანა, სადაც პოლიციელები შეუიარაღებელ აფროამერიკელებს კლავენ. სჯობს საკუთარ თავს აგებინოთ პასუხი რასიზმისთვის. იგივე ეხება ემანუელ მაკრონს. სჯობს პარიზში გადაწყვიტოთ „ყვითელი ჟილეტების“ საკითხი. არ დავუშვებთ ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე დაგმო ემანუელ მაკრონის მოწოდება, ლიბიიდან თურქი სამხედრო სპეციალისტების გაყვანის შესახებ.

„მაკრონმა მაინც ვერაფერი ისწავლა. თურქეთის სამხედრო ყოფნა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში შეტანილი წვლილია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

3 თებერვალს სტამბოლში, ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი მხარდამჭერების აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები თურქეთის პრეზიდენტის მიერ უნივერსიტეტის ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ახალი რექტორის, მილჰ ბულუს დანიშვნას იანვრის დასაწყისის შემდეგ აპროტესტებენ.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 18:14

საზოგადოება

​გენადი ბესტაევის მეზობლების განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლოს განაჩენი უსამართლოა

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, სოფელში კი ამბობენ რომ ის უკანონოდ არის დაკავებული რადგან მისი სახლი გამყოფ ხაზზეა და ეზოს ერთი მხარე უკვე ოკუპირებულ ხელჩუაში გადის. თანასოფლელებს არც მეორე ბრალდების სჯერათ და ამბობენ, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდა რუსების მიერ მოგონილი ტყუილია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 18:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი:

02 მარტი 2021, 18:10

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 778 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 778 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 10 587 001 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 255 720 ადამიანი გარდაიცვალა.

გიგა ჭიკაძე

02 მარტი 2021, 18:00

სპორტი

UFC-ში გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება და მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ცნობილი მებრძოლი ამერიკელი ქაბ სვონსონი იქნება. გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა ჯეიმი სიმონსს ნოკაუტით სძლია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 17:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომელზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

02 მარტი 2021, 17:56

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით.

სეტ ბერკლი

02 მარტი 2021, 17:55

COVID19

სეტ ბერკლი: Pfizer-მა ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებასა და ზარალის ანაზღაურების საკითხებზე დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვა, რასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ დოზების ის მოცულობა იყოს ხელმისაწვდომი, რაზეც თავდაპირველად ვსაუბრობდით, მაგრამ შეფერხება არის და ეს მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება Pfizer-ს, კომპანიამ ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებასა და ზარალის ანაზღაურების საკითხებზე დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვა, რასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა. ეს არის Pfizers-ის ვაქცინის დისტრიბუციის შეფერხების ერთი-ერთი მიზეზი, რაც არ შეესაბამება იმ სურვილის, რაც ჩვენ გვქონდა, მაგრამ პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში სიახლეები გვექნება“, - აცხადებს ბერკლი.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 17:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ კონსტრუქციულად მოსაუბრე ოპონენტებს საკუთარი ნამდვილი ზნის გამოსავლენად რამდენიმე საათი დასჭირდათ

გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, კონსტრუქციულად ესაუბრათ, თუმცა რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ მათ საკუთარი ნამდვილი ზნე გამოევლინათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 17:50

სპორტი

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდის სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

02 მარტი 2021, 17:43

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება განახორციელა

საქართველოს საჰაერო კოდექსის და „საფრენოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააეროსნო მომსახურების საწარმოს შპს „საქაერონავიგაციის“ ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. ორგანიზაციას ახალი სერთიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.

ფრიდონ ინჯია

02 მარტი 2021, 17:40

პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 17:35

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ნიუანსი, ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს საუბარი, – ამის შსახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა.

ლომთათიძის ქუჩა

02 მარტი 2021, 17:29

პოლიტიკა

ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

02 მარტი 2021, 17:29

მსოფლიო

მედია: ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

არმენ სარქისიანი

02 მარტი 2021, 17:25

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა: თუ ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ

„ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისი დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები

„ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება ასევე უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო და სადისკუსიო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - აღნიშნა უგულავამ.

დავით სონღულაშვილი

02 მარტი 2021, 17:00

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის

ჩვენი კომიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ინოვაციების სააგენტოს, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები პროცესში, რომ როცა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით ვიყოთ და გქონდეთ მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოდან იმისათვის, რომ თითოეულ სტარტაპერს მიეცეს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენისას.

გიგა ბოკერია

02 მარტი 2021, 16:59

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი

02 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის - რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის

სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა. ამ მოლაპარაკებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ჩვენ ყველანი, ეკლექტური ნაკრები ერთად ვსხედვართ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.