imedi /  14 აპრილი 2021, 21:36 / სანდო წყარო

ენტონი ბლინკენი: ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ

ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

„ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში, რათა პასუხი გაგვეცა მათთვის, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნებულიყავით, რომ ავღანეთი ტერორისტების სამოთხე აღარასდროს გახდებოდა. ჩვენ ერთად მივაღწიეთ დასახულ მიზნებს. ახლა კი დროა, ჩვენი ძალები სახლში დავაბრუნოთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ავღანეთში ნატოს არაწევრი ქვეყნის სამხედროების რაოდენობა 7 000-მდეა, ხოლო ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კი 2 500-ს აღწევს.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

07 მაისი 2021, 16:25

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან დაწყებული აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო

„პრეზიდენტთან ვისაუბრეთ კანონპროექტის შინაარსზე, მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ ამ საკითხის ახსნა საკმარისად დამაჯერებელია იმისთვის, რომ ვთქვათ; ოპოზიციის მხრიდან დაწყებული აჟიოტაჟი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, გადაჭარბებული იყო“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

07 მაისი 2021, 16:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ საერთოდ რომ არ ამოიღოს ხმა, ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს იმის მიუხედავად, ამნისტიის პროექტი მიღებული იქნება თუ არა

„ამ შემთხვევაში როგორც იურისტმა, ამ კუთხით მინდა გაგცეთ პასუხი. ამნისტიის პროექტში არ წერია თანხმობა, იურისტებისთვის თანხმობა და თუ წინააღმდეგი არ არის აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, თანხმობა არის აქტიური მოქმედება, რომელიც უნდა გამოხატოს ამნისტიის ობიექტმა, ანუ, ნიკა მელიამ საერთოდ ხმა რომ არ ამოიღოს არაფერი თქვას ის ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს ამნისტიის პროექტი მიღებული იქნება თუ არა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:17

კულტურა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში. თანავუგრძნობ ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”- ში.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:14

პოლიტიკა

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება.

სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:07

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის თემაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს. იქამდე, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

07 მაისი 2021, 16:02

რეგიონი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „სულა“ კახეთში მეღვინეობას აფართოებს

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.

07 მაისი 2021, 15:47

COVID19

ბრიტანეთში 40 წელს ქვემოთ მოქალაქეების ნაწილს „ასტრაზენეკას“ ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, 40 წელს ქვემოთ, 18-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები აქვთ, ვაქცინის არჩევის შესაძლებლობას მისცემენ და ალტერნატიული ვაქცინით აცრიან, - ამის შესახებ BBC წერს. მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკს შორის გამოვლენილი კავშირია.

07 მაისი 2021, 15:34

რეგიონი

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი სოციალური პროგრამის ფარგლებში ფულად დახმარებას გაუწევენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:28

COVID19

თამარ გაბუნია: ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ სასარგებლოდ, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი

მისივე თქმით, ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი "სინოვაკის" და "სინოფარმის" სასარგებლოდ, ანუ ის ძირითადი დადებითი მხარეები, რომელიც ორივე ვაქცინას ახასიათებს ძალიან კარგად იყო ასახული შუალედურ ანგარიშებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:21

საზოგადოება

თამარ გაბუნია: წამლის ხარისხის ლაბორატორია სახელმწიფო ხარჯებით შეიქმნება

„ვფიქრობ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მომავალი წლისთვის უკვე გვექნება გამართული. საწყისი მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, შეფასებულია 3 მილიონი დოლარით - ეს არის ბაზისური აღჭურვილობის ჩათვლით, ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:13

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულებზე მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

სააღდგომო დღესასწაულების გამო მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა იყოს და დაემთხვევა მაისის შუა რიცხვებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

07 მაისი 2021, 15:11

ეკონომიკა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

გურამ მაჭარაშვილი

07 მაისი 2021, 15:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობა განახორციელონ პოლიციელებზე

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ოპოზიცია აპირებს ასე სისტემატურად ხულიგნობას, ძალადობას პოლიციელებზე არაერთგზის, ამ შემთხვევაში შეიძლება გავამართლოთ მათი ასეთი აღშფოთება იმაზე, რომ პოლიციელებზე ძალადობასა და ხულიგნობაზე განმეორებითი შემთხვევებისთვის მკაცრდება სანქციები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

07 მაისი 2021, 15:01

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება. ის პირველი მივიდა სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციაზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 მაისი 2021, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

ანრი ოხანაშვილი

07 მაისი 2021, 14:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული

ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია დასაბუთება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბუბა ხოტივარი

07 მაისი 2021, 14:53

კულტურა

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 14:52

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველად შემოტანილი მარაგი თითქმის ამოწურულია

„ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა ამ კვირაში დაგვემატა. იქამდე, ქვეყანაში ამ ვაქცინის 43 200 დოზა იყო. პირველად შემოტანილი მარაგი თითქმის ამოწურულია. მეორე დოზებით აცრას დავიწყებთ იმ მარაგიდან, რომელიც დამატებით შემოვიდა. ნამდვილად არაა იმის რისკი, რომ „ასტრაზენეკას“ დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ჰქონდეს. პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან ეს ვაქცინა მაღალეფექტიანია - განსაკუთრებით, ხანდაზმულ პოპულაციაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

07 მაისი 2021, 14:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციას დაესწრო

დღეს ჯანდაცვის მინისტრი თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციას დაესწრო. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოხუცებულთა ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

ირაკლი კობახიძე

07 მაისი 2021, 14:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანია ჩვენი ძალიან მყარი და საიმედო მხარდამჭერია - ამის შესახებ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო გზავნილები

გერმანელ პარტნიორებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ისე - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. გავცვალეთ მოსაზრებები. გერმანია ჩვენი ძალიან მყარი და საიმედო მხარდამჭერია. ამის შესახებ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო გზავნილები, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.