imedi  /  19 აპრილი 2021, 18:40 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია.

„150 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში. ესკალაციის რისკი აშკარაა. მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დაძაბულობის შემცირებისკენ“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.

ყველა სიახლე

08 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

Dogecoin-ი ექვს თვეში რეკორდულად გაძვირდა

კრიპტოვალუტა Dogecoin-ი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ბოლო 6 თვეა ინვესტიციის კარგი საშუალებაა. ვალუტის კურსი 26 ათასი პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ CNBC წერს. ბოლო მონაცემებით, Dogecoin-ის ფასი $0,72-ია. აპრილის დასაწყისში კრიპტოვალუტა $0,1 ღირდა.

08 მაისი 2021, 19:21

პოლიტიკა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის დღე“ ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რისკენაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან მიისწრაფის.

რომის პაპი ფრანცისკე

08 მაისი 2021, 19:15

COVID19

რომის პაპი ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს

რომის პაპი, ფრანცისკე, ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდების გასაზრდელად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. რომის პაპმა მის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დროებით შეჩერება ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძე

08 მაისი 2021, 18:30

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს

„დასავლელმა პარტნიორებმაც იციან და საზოგადოებამაც, რომ ნიკანორ მელია არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეეცადა თავი დაეყენებინა კანონზე მაღლა, რის უფლებასაც არცერთი ჯანსაღად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არავის მისცემს. თუკი ის აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მისი გადაწყვეტილება“.

08 მაისი 2021, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე: ვის ეჯიბრება, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება?

ვის ეჯიბრება ნიკა მელია, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება? - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. „საზოგადოების წინაშე მელიამ რაც განაცხადა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა. ახლა ამნისტიაზეც იგივეს ამბობს, რომ არ ეთანხმება ამნისტიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტიასაც დაეთანხმება. რაში სჭირდება, ვის ეჯიბრება, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიმიტრი სამხარაძე

08 მაისი 2021, 18:05

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე ნიკა მელიაზე: მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს

ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს... ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის ევროპულ ფონდი დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) მიერ გირაოს თანხის 40 000 ლარის გადახდას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე

08 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებზე თავდასხმები შეწყდება

„შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. ჩემი აზრით, ამ საკითხმა უკვე საბოლოოდ უნდა დახუროს ის ბევრი სპეკულაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვესმოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შეთანხმების რეალიზებაზე. როგორც ვამბობდი თავიდანვე, ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

08 მაისი 2021, 17:36

სამართალი

პროკურატურის განცხადებით, წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. Imedinews-ს პროკურატურაში განუცხადეს, როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარდგენილი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით.

ნუგზარ წიკლაური

08 მაისი 2021, 17:17

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტი

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის, არც ნიკა მელია და არც მისი ადვოკატები არ მონაწილეობდნენ. ეს მოლაპარაკებები მიდიოდა ჩვენ მიღმა. გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო ისე, რომ ნიკა მელიამ თვითონ უშუალოდ ტელევიზიით გაიგო ამის შესახებ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სოზარ სუბარი

08 მაისი 2021, 17:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და რეიტინგი გაუნულა

ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესვლის გზა და არ ასწავლა გამოსვლის გზა. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა, აღარც ლიდერობა და აღარც პოლიტიკური ხულიგნობა, რითაც ყოველთვის იყო გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 მაისი 2021, 17:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს, აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო?

თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს, აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო? - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. „დაულაგა მესიჯი გაქცეულმა სისხლის სამართლის დამნაშავემ, სააკაშვილმა თავის მონებს და წერენ და წერენ facebook-ზე, ევროკავშირმა რომ გირაო გადაიხადა, ამით ნიკა მელია პოლიტიკურ პატიმრად აღიარაო. თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს? აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო? არ გამოგივათ მელიასგან წამებულის გამოყვანა, ფარჩაკი და პოლიტიკური ნულია!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გიორგი კონდახიშვილი

08 მაისი 2021, 16:52

სამართალი

ადვოკატი: პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილი

08 მაისი 2021, 16:47

სამართალი

საია-ს განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია. მისი განცხადებით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

ვიოლა ფონ კრამონი

08 მაისი 2021, 16:30

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს საკუთარ განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი.

თორნიკე რიჟვაძე

08 მაისი 2021, 16:23

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აჭარაში 20 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება

„კრიზისისა და პანდემიის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა აგრძელებს განვითარებას. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მათი ხედვა, რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი და შემდეგ უკვე კომისიური წესით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების შერჩევა. ეს არის როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე პროექტები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ადგილობრი მოსახლეობის ინტერესებს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ანზორ მელია

08 მაისი 2021, 16:23

პოლიტიკა

ნიკა მელიას მამა: თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, ნიკა პარლამენტშიც შევა

„ნიკას ციხეში ჯდომა უკვე მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველია, ნიკა უნდა იყოს გარეთ. ევროკავშირი კრიმინალებს და ქურდებს არ უხდის. ნიკამ აირჩია ეს გზა ეს იყო ღირსეული. თვითონ თანახმაა იმიტომ, რომ ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, - აცხადებს ანზორ მელია.

ირაკლი ქარსელაძე

08 მაისი 2021, 16:17

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩდება

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება ეკონომიკური განვითარებისთვის, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის და ვიზიტორებისთვის - კიდევ უფრო საინტერესოდ გაატარონ შესაბამისი პერიოდი რეგიონში“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

08 მაისი 2021, 16:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას: სამადლოთი გადახდილი გირაოთი გამოდიხარ - არ დაგავიწყდეს

„ახლა, რომ გამოხვალ ნიკანორ ნუ „აამტვერებ“, მჯიღის გულზე ცემას და ვაჟკაცობის დემონსტრირებას ნუ დაიწყებ! გირაოს გადაუხდელობის გამო დაგაკავეს და სამადლოდ გადახდილი გირაოთი გამოდიხარ არ დაგავიწყდეს! პარლამენტის ამნისტია შეგეხება და თავისუფალი იქნები, არც ეგ დაგავიწყდეს! პარლამენტზე შტურმი, ქვების სროლა, თავდასხმა, ხულიგნობა დანაშაულია და სირცხვილი იქნება კვლავ იგივე ბრალდებით,რომ დაგაკავონ“.

08 მაისი 2021, 15:48

მსოფლიო

როდის დაარსდა და რას საქმიანობს ფონდი, რომელმაც ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), ნიკა მელიას გირაოს დასაფარად, თანხა გამოყო. ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის არის ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც დემოკრატიის ხელშეწყობაა. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო არეალი ევროპული სამეზობლოს ქვეყნები, თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთია.

08 მაისი 2021, 15:34

კულტურა

და ვინჩის ნახატის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის მიერ მცირე ზომის ფურცელზე დახატული „დათვის თავის“ ღირებულებამ $16.7 მილიონს მიაღწია, ნახატი, რომელიც 7 სმ/7სმ ზომის ფურცელზეა შესრულებული, კრისტის აუქციონზე 8 ივლისს გაიყიდება.