01 მაისი 2021, 10:14 / სანდო წყარო

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე დაღუპულებს კრძალავენ

ისრაელში, ოჯახებმა 30 აპრილს, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ამ ეტაპზე, იმ ადამიანებს ასაფლავებენ, რომელთა იდენტიფიკაციაც მოხერხდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოჯახებს ჰპირდება, რომ ფაქტს გამოიძიებენ და ეს სამომავლოდ უზრუნველყოფს, ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. ამ დროისთვის, ჭყლეტისას დაღუპული 45 ადამიანიდან 32-ის ამოცნობა მოხერხდა.

ტრაგედიის გამო, ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის კონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონას სტატისტიკა

10 მაისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:53

რეგიონი

„დელტა“: 9 მაისს კახეთში რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

საქართველო ვაქცინა

10 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:46

მსოფლიო

WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:41

მსოფლიო

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 1 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მხოლოდ ერთ ნავში, რომელიც კუნძულის სანაპიროს მიადგა, 400-მდე კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ლამპედუზას სანაპიროზე არის პორტი, რომელიც იმ მიგრანტების პირველი დანიშნულების ადგილია, რომელთაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა სურთ.

10 მაისი 2021, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.

10 მაისი 2021, 10:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 786 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 786 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 994 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

10 მაისი 2021, 10:18

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 251 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:14

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 934 ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:13

კულტურა

თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას გაეცნო

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ.

10 მაისი 2021, 10:08

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 366 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 754 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:03

COVID19

ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მასწავლებლებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ

მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

10 მაისი 2021, 09:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 მაისს ქუთაისში +13 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

10 მაისი 2021, 09:39

სპორტი

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

იტალიის დედაქალაქ რომში 1000 ქულიანი მასტერსი სტარტს დღეს აიღებს, ხოლო საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე ხვალ, 1/32 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ადგილობრივი მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანია.

10 მაისი 2021, 09:22

რეგიონი

სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთის რეგიონში სტიქიამ ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი.