imedi  /  06 მაისი 2021, 14:09 / სანდო წყარო

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

„ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები არ ეხებათ. ამ სიაში ისრაელია დამატებული. აღნიშნული სია ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში, განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები შედიან: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).

ყველა სიახლე

14 ივნისი 2021, 10:34

საზოგადოება

საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. კონკურსი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, საფერავის და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივნისი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 3900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 29 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 374 305 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მაიკლ პეკარდი

14 ივნისი 2021, 10:30

ტაბლოიდი

კაცი, რომლის გადაყლაპვაც ვეშაპმა სცადა, 20 წლის წინ ავიაკატასტროფას გადაურჩა✈️🐳

მაშინ პეკარდი 38 წლის იყო და კოსტა რიკაში, სან ხოსედან პუერტო ხიმენეზში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი ჯუნგლებში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. პეკარდი ერთ-ერთი იყო 5 გადარჩენილს შორის, რომლებმაც მაშველების მოლოდინში 2 ღამე ჯუნგლებში გაატარეს.

ივანე ჩხაიძე

14 ივნისი 2021, 10:27

COVID19

ივანე ჩხაიძე ვაქცინაციაზე: რეგიონებში გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყება დადებითად აისახება ვაქცინაციის პროცესის ტემპზე, ვინაიდან ეს ვაქცინა პასუხობს ჯანმოს მოთხოვნებს. მისივე თქმით, შედეგად, რეგიონებში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება.

მაკა ბოჭორიშვილი

14 ივნისი 2021, 10:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტისას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილება

„ეუთო არის ის ორგანიზაცია, სადაც აქტიურად განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის საკითხები. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში, ეს მთავარი თემა იქნება. მოგეხსენებათ, ეუთო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გახლავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე. რა თქმა უნდა, ვიზიტისას, განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

14 ივნისი 2021, 10:03

საზოგადოება

დღეს იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი გაიმართება

რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, ხოლო კონკურსის 6 ფინალისტი საკუთარ პროექტს ონლაინ ფორმატში წარადგენს და ჟიურის შეკითხვებს უპასუხებს. ონლაინ კონფერენციის დასრულებისთანავე, კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

14 ივნისი 2021, 09:46

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივნისს ქუთაისში დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

14 ივნისი 2021, 09:41

თემა

ირგვლივ ნეგატიური ახალი ამბების კორიანტელია. როგორ გავუმკლავდეთ უარყოფითი ინფორმაციის მუდმივ ნაკადს?

ჩვენი ყოველდღიურობა შედგება უამრავი ნეგატიური სიახლისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან უწყვეტად მოედინება. ამავდროულად, გამუდმებით ვიღებთ შეტყობინებებს, რომ ამა თუ იმ პირს დახმარება სჭირდება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ყოველთვის არ იწვევს თანაგრძნობასა და სხვისი უბედურების გაზიარების სურვილს, რაც წესიერი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მუდმივმა ზეწოლამ შეიძლება თანაგანცდასთან ერთად დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი თავის ან ახლობლების გამო შფოთვა და გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, როდესაც ახალი ამბები ერთი მეორეზე მძიმეა და ეს ნაკადი თითქმის უწყვეტია, ზოგჯერ ადამიანი ინფორმაციის შემოტევას უმკლავდება იმით, რომ თანაგრძნობას წყვეტს. ამის მიზეზი არი ის, რომ ჩვენს ფსიქიკას მუდმივი თანაგანცდა არ შეუძლია, ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. ამ მდგომარეობას თანაგანცდისგან დაღლილობა (compassion fatigue) ეწოდება. ეს განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ დამხმარე პროფესიების მქონე ადამიანებს. ისინი შეიძლება იყვნენ ფსიქოლოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდების თანამშრომლები. მსგავსი შეგრძნება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა იყოს აღიარებული, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, თუნდაც ეს ძალიან უსიამოვნო იყოს. ამით მდგომარეობა მარტივდება, რადგან ადამიანი ხვდება, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს არის იმის სიგნალი, რომ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის ძალიან ბევრი ან ძალიან რთულია და აღარ შეგიძლიათ მისი გადამუშავება ისე, რომ ამან პირადად თქვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

14 ივნისი 2021, 09:33

თემა

რომელ ვაქცინას მივანიჭო უპირატესობა? როგორ მოვიქცე აცრის შემდეგ და შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვაქცინის შერევა?

მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩნდება ახალი პრეპარატები და ახალი კითხვები ამა თუ იმ ვაქცინის გვერდით მოვლენებთან, მათ ეფექტიანობასთან, აცრილი ადამიანის იმუნიტეტის ხანგრძლივობასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ინტერნეტში კი იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, რომ ამ ნაკადში გარკვევა არც ისე მარტივია. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემებიც კი ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ზოგიერთ საკითხზე თავად ექიმები და მეცნიერები ვერ შეთანხმებულან. აცრასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს შესაბამისი პასუხები BBC-მ გასცა.

მარინა კალიურანდი

14 ივნისი 2021, 09:25

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – თქვა მარინა კალიურანდმა.

14 ივნისი 2021, 09:07

რეგიონი

დღეს ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. ასევე, წარმოადგენენ შრომის ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

14 ივნისი 2021, 08:51

COVID19

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა

დღეიდან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. მოქალაქეებს შეეძლებათ პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირება.

14 ივნისი 2021, 08:29

პოლიტიკა

დღეს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

ასევე გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.

ჰელგა მარია შმიდი

14 ივნისი 2021, 08:18

პოლიტიკა

დღეს ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

14 ივნისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

კადრი ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებელი“

14 ივნისი 2021, 00:51

კულტურა

„ბეჭდების მბრძანებლის“ მოტივებზე ანიმეს გადაიღებენ

სიუჟეტი პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 250 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის შექმნილი სამყაროს - შუახმელეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს, როჰანის ლეგენდარულ მეფეზე - ჰელმ ჰამერჰენდზე მოგვითხრობს. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფილმი Amazon-ის ახალ სერიალთან, რომელსაც ასევე ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით იღებენ, არ იქნება დაკავშირებული.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 00:12

საზოგადოება

კახა კალაძე ძმის გარდაცვალებაზე: შევძელი მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა

„ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ამ ყველაფრის გადატანა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ოჯახისთვის. მე პირადად შევძელი ჩემს თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, მე რომ თავი დამეხარა ამ პრობლემის წინაშე და თუნდაც ჩემი კარიერის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა, ვერ მომეხერხებინა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოჯახისთვის, მშობლებისთვის, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა. ისინი ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი წარმატებით ცხოვრობენ და ცოცხლობენ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

14 ივნისი 2021, 00:03

საზოგადოება

კახა კალაძე მშობლებზე: თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი

„დღეს გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ამ ადამიანების გვერდით დგომითა და მხარდაჭერით მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ალბათ ვერასდროს გადავიხდი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:50

საზოგადოება

კახა კალაძე: სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა

„როდესაც წამოვიზარდე, გარდატეხის ასაკში ვიყავი, დაახლოებით 14-15 წლის. სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი. ბავშვისთვის ეს ძალიან დამთრგუნველი იყო. როდესაც მთელი გულით მონდომებული ხარ და ოცნებობ იმაზე, რომ ფეხბურთელი გამოხვიდე, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 23:46

საზოგადოება

როგორს ხედავს კახა კალაძე მომავლის თბილისს

„მომავლის თბილისი მინდა იყოს დედაქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეცხოვრება კომფორტულად: ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცებულს. ყველასთვის უნდა იყოს კომფორტული. ქალაქი, სადაც გამართულია ინფრასტრუქტურა, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე, მწვანე ზონები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც ვსაუბრობ კომფორტზე ეს ყველაფერს მოიცავს და ძალიან დიდი ჟინი და სურვილი მაქვს ასეთი ქალაქი შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.