imedi  /  03 ივნისი 2021, 15:39 / სანდო წყარო

ელისაბედ მეორე ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს

ელისაბედ მეორე

ელისაბედ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს.

„2021 წლის 13 ივნისს, კვირას, დედოფალი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის სასახლეში შეხვდება“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის მე-13 პრეზიდენტია, რომელსაც ელისაბედ მეორე შეხვდება.

ყველა სიახლე

ანა ნაცვლიშვილი

14 ივნისი 2021, 15:50

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის

„საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია გზავნილები, რომელიც ნატოს მხრიდან გაკეთდება. ამიტომ, ამ სამიტს ძალიან დიდი გულისყურით ველოდებით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალეკო ელისაშვილი

14 ივნისი 2021, 15:43

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი რამ, რაც ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ

„ნებისმიერი რამ, რაც ასეთ მაღალ შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და რომ გვყავს კეთილგანწყობილი, ძალიან ძლიერი და გავლენიანი ქვეყნები და ამ ქვეყნების მთელი გაერთიანება, როგორიც ნატოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

14 ივნისი 2021, 15:38

საზოგადოება

GWP: ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება

თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. GWP-ის ცნობით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2021, 15:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვფიქრობთ, კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამიტზე საქართველოზე იქნება საუბარი საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საკითხებზე იყოს ფოკუსირება ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს როლი და პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

14 ივნისი 2021, 15:27

საზოგადოება

ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს დენს „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მიაწვდის

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი.

14 ივნისი 2021, 15:14

საზოგადოება

ამ ეტაპზე მეტრო შეფერხების გარეშე მუშაობს

ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

14 ივნისი 2021, 15:12

საზოგადოება

დედაქალაქს ელექტროენერგია სრულად აღუდგა

ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 15:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი იყო.

14 ივნისი 2021, 14:59

საზოგადოება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იხსნება

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

14 ივნისი 2021, 14:56

საზოგადოება

BAG: ჩვენი ვალდებულებაა - მინიმუმამდე შევამციროთ გარემოსათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკი და ამავდროულად არ დავაზარალოთ ან შევაფერხოთ არცერთი კომპანიის საქმიანობა

კომიტეტის სამუშაო სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოსალოდნელია ამ მასშტაბის ცვლილებების განხორციელებისას, მათ შორის ფუნქციონირებადი ობიექტების ადაპტაცია რეგულაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

14 ივნისი 2021, 14:48

საზოგადოება

რა გახდა საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი

მათი ინფორმაციით, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

14 ივნისი 2021, 14:43

კულტურა

პომპეის საგანძური ვანის განახლებულ მუზეუმში გამოიფინება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება.

კელი დეგნანი

14 ივნისი 2021, 14:42

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ძალიან ვაფასებთ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლს

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას. აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი. ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დასრულდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

14 ივნისი 2021, 14:31

საზოგადოება

დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „იმედინიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო.

14 ივნისი 2021, 14:20

საზოგადოება

თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „იმედინიუსი“ მიზეზის გარკვევას „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში“ ცდილობს.

14 ივნისი 2021, 13:55

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:42

COVID19

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მოვუწოდებთ, უფრო აქტიურად ისარგებლონ ვაქცინაციის პრიორიტეტული უფლებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონებში, ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტების გახსნა ადამიანებს საშუალებას აძლევს, თბილისში ჩასვლის გარეშე შეძლონ იმუნიზაცია. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, სასურველია, მეტი აქტიურობა იყოს.

გიტანას ნაუსედა

14 ივნისი 2021, 13:41

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება

ჩვენ მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

14 ივნისი 2021, 13:33

საზოგადოება

მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

რაც შეეხება TKT.GE-ს, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაისში ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს

2021 წლის მაისში, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა. ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.