imedi /  07 ივნისი 2021, 18:41 / სანდო წყარო

შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში დაღმავალი ტენდენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ რუსეთი მავნებლურ ქმედებებს შეწყვეტს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

სატელეფონო საუბრის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვა რუსეთის პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ბელარუსში შექმნილი ვითარება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის შეფასება ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით.

შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და ძალადობა და ინკლუზიური ეროვნული დიალოგი გამართოს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლიბიის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, ასევე COVID პანდემიის, ვაქცინებისა და სხვა გლობალური თემების შესახებ.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2021, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

„ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. რა თქვა ჰარცელმა? ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, ვმოქმედებთ ზედმიწევნით, რაც შეთანხმდა ზეპირად და წერილობით საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ასახულია შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა

ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოვიდპანდემიის განმავლობაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანების ამნისტიას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე

24 ივნისი 2021, 13:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს ოქტომბერში მივუბრუნდებით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს პარლამენტი ოქტომბერში მიუბრუნდება.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:29

COVID19

რამდენად არის გავრცელებული საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:28

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რომ მეოთხე ტალღა მსუბუქი გავხადოთ

„მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს მთავარ იარაღად რჩება

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დმიტრო კულება

24 ივნისი 2021, 13:22

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან სახიფათო გადახრაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან გადახრაა. ამის შესახებ დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჟოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

24 ივნისი 2021, 13:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანამ გზავნილებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, ძალიან ნათლად იყიდებით

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2021, 12:51

საზოგადოება

"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 12:48

მსოფლიო

ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.

24 ივნისი 2021, 12:44

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე პანდემიის გავლენის საკითხებს იკვლევს

„ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს COVID-19 პანდემია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე. რა შედეგებს უნდა ველოდეთ და როგორ უნდა იყოს დაგეგმილი პოლიტიკა სამინისტროს, კერძო სექტორისა და პარტნიორი უწყებების მიერ. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი სწავლობს კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

ბრიტნი სპირსი

24 ივნისი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი მამამისს თავისი ცხოვრების გაკონტროლებაში ადანაშაულებს და მისი მეურვეობის გაუქმებას ითხოვს

„უბედური ვარ, არ მძინავს. ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს სიგიჟეა. უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. მეურვეობის ქვეშ არ უნდა ვიმყოფებოდე, თუ მუშაობა შემიძლია“, - განაცხადა სპირსმა.

24 ივნისი 2021, 12:41

საზოგადოება

გიდებისთვის ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელო მზადდება

ბათუმის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 15-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა. ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზეც მიმდინარეობს მუშაობა. მის შემუშავებაში 5-მდე გიდია ჩართული. სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ტურებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში გაიმართება.

24 ივნისი 2021, 12:38

ეკონომიკა

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს“.

24 ივნისი 2021, 12:27

კულტურა

Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

ამერიკული პანკ-როკჯგუფის, Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მუსიკოსმა Twitter-ზე დაწერა.

24 ივნისი 2021, 12:22

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში შეიცვლა 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და ჰიდრანტები მოეწყო. ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტში 6.4 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2021, 12:20

მსოფლიო

ტრამპი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე: უკვე გვიანია - სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა უამრავი მტკიცებულება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები უკვე გაანადგურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

24 ივნისი 2021, 12:15

საზოგადოება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში, „იპოვე შენი შემდეგი წიგნი“ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, თამაში, ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალურად ესადაგება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, მომავალში წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს. პროცესი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ეკრანზე გამოსახული მისალმების ტექსტისა და მოთამაშის ასაკის გარკვევის შემდეგ, პირველ და საბაზისო კითხვაზე სცემთ პასუხს: კითხვის თავდადებული მოყვარული ხართ თუ მხოლოდ მოცალეობის ჟამს იღებთ წიგნს ხელში.

24 ივნისი 2021, 12:07

საზოგადოება

„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუზე თავის პოზიციას ავრცელებს: „მაგთიკომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჟოზეპ ბორელი

24 ივნისი 2021, 12:02

პოლიტიკა

ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უნდა იამაყოს იმით, რომ პარტნიორებს მასთან დაახლოება სურთ

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტი არის კავშირების გამყარება არა მხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ბორელმა.