imedi /  12 ივნისი 2021, 00:41 / სანდო წყარო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით 150 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით 150 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება პენტაგონში გააკეთეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. თავდაცვის დეპარტამენტმა 150 მილიონი დოლარის დახმარება დაამტკიცა. მადლობას ვუხდი თეთრ სახლს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია, რადგან ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო

„ოპოზიცია არის გაბრაზებული, რადგან ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ოპოზიციისგან თავდასხმები გასაკვირი არაა, რადგან ვახტანგ გომელაურიცა და ირაკლი ღარიბაშვილიც გუნდის გამორჩეულად ძლიერი წევრები არიან.

შოთა გულბანი

21 ივნისი 2021, 15:25

ეკონომიკა

შოთა გულბანი: 2021 წლის მაისში ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც

შოთა გულბანის განცხადებით, ცხადია, კრიზისულ პერიოდთან შედარებით დაფიქსირებული ზრდით არ უნდა ვიამაყოთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლების საუკეთესო მაჩვენებლები ერთბაშად ვერ გაუმჯობესდება.

დიმიტრი სამხარაძე

21 ივნისი 2021, 15:22

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს „ოცნების“ დამარცხების ამბიცია

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ წარდგება 2000-ზე მეტი შესაფერისი კანდიდატით, თითოეული მათგანი გამოირჩევა განათლებით, თავის საქმიანობაში წარმატებულობით, ავტორიტეტითა და საზოგადოების მხრიდან იმსახურებენ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

გიორგი ცუცქირიძე

21 ივნისი 2021, 15:22

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც

„აღსანიშნავია, რომ ურყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებასთან ერთად, საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც წლიურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც მთლიანობაში, რომლის გამყარების ტენდენცია ისედაც სახეზეა, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

21 ივნისი 2021, 15:07

ეკონომიკა

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის“ გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

21 ივნისი 2021, 15:06

საზოგადოება

სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

ებრაჰიმ რაისი

21 ივნისი 2021, 15:04

მსოფლიო

ირანის არჩეული პრეზიდენტი: აშშ-ს მოვუწოდებ, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოხსნას

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ შეხვდება. „ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბირთვული შეთანხმებით. ჩვენ გვექნება ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან. ჩვენ არ დავუკავშირებთ ირანის ხალხის ინტერესებს ბირთვულ შეთანხმებას“, - აღნიშნა ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა.

21 ივნისი 2021, 15:01

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინა

„ეს არის ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.

21 ივნისი 2021, 14:56

პოლიტიკა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელა

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ, ისევე როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 14:56

საზოგადოება

ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

21 ივნისი 2021, 14:50

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

21 ივნისი 2021, 14:50

რეგიონი

აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ირაკლი ქარსელაძე

21 ივნისი 2021, 14:49

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე ნეპოტიზმზე დასმული კითხვის პასუხად: 2021 წელს მეკითხებით, 2013 წლიდან რომ მუშაობს იმ ადამიანზე?

მე მგონია, რომ არაფერია დამალული. უფრო მეტიც, ჩვენი უწყება აღიარებულია, როგორც ყველაზე გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციაზე ყველაზე დროულად და კარგად პასუხის გამცემი უწყება, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ნეპოტიზმს შეეხებოდა.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 14:45

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

კახა კუჭავა

21 ივნისი 2021, 14:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა სოციალურ კოდექსზე: ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას

ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სოციალური კოდექსზე მუშაობის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთვება.

თამარ გაბუნია

21 ივნისი 2021, 14:35

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, როდის გახდება შესაძლებელი პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქება

„ჩვენთვის ყველაზე ქმედით შეზღუდვად კვლავაც ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა და ასევე პირბადის გამოყენება რჩება. პირბადის გამოყენება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: სოციალური კოდექსი არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება

„სოციალური კოდექსი არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება. მას, ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ჩაეყარა გერმანიაში საფუძველი. სწორედ გერმანიიდან გავრცელდა ის ევროპის სხვა სახელმწიფოებში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 14:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო

„კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ - საჭიროა სისტემური მიდგომა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 14:19

პოლიტიკა

თამარ ჟვანია არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს

თამარ ჟვანია არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობს. დეპუტატებს ცესკოს თავმჯდომარისგან ძირითადად აინტერესებთ არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დრო და კომისიის წევრთა კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხები. თამარ ჟვანიას შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

21 ივნისი 2021, 14:12

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიების წარმომადგენლების სერტიფიცირება ვერ მოესწრება

„9 პარტიას ჰყავს წარმომადგენელი საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დღევანდელი კანონმდებლობით საჭიროა მათი სერტიფიცირება. ჩვენ უბრალოდ გვაქვს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უბრალოდ ვერ მოესწრება ფიზიკურად და აქედან გამომდინარე, პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში სერტიფიცირებას არ დაექვემდებარებიან“, - აღნიშნავს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.