imedi /  24 ივნისი 2021, 00:23 / სანდო წყარო

კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ჯონ მაკაფი

ჯონ მაკაფი

კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სასაქმართლომ აშშ-ში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.

აშშ-ში ბიზნესმენს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ჯონ მაკაფიმ მილიონობით დოლარი მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2021, 16:48

ეკონომიკა

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა მოისმინეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და ჰარმონიზაციაზე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. მომხსენებელმა მიმოიხილა გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში გამოკვეტილი ტენდენციები, ასევე ისაუბრა ფასწარმოქმნასა და სატარიფო რეგულირებაზე.

ვახტანგ ჭარაია

30 ივლისი 2021, 16:19

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

„ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია. 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო 12.7%-ს დაფიქსირდა. პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართლი პროდუქციის ექსპორტსაც,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

ოთარ ანგურიძე

30 ივლისი 2021, 16:18

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

ექსპერტის თქმით, 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. სექტორულად თუ განვიხილავთ ზრდა დაფიქსირებულია პრაქტიკულად ყველა დარგში. მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესებამ. 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადაც წმინდა ექსპორტი 33.7%-ით არის გაზრდილი და 257 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

30 ივლისი 2021, 16:13

პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიები საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ახალ პროგრამას გაეცნენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი ელექტრონული სერვისი დანერგა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საჩივრების ონლაინ წარდგენას მოიცავს. ამ ინიციატივას დღეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შარაბიძემ გახსნა.

ლაშა ხუციშვილი

30 ივლისი 2021, 16:05

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

30 ივლისი 2021, 16:00

მსოფლიო

თურქეთში, 41 სხვადასხვა ადგილას ტყის ხანძარია

სამხრეთ თურქეთში - მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 40-ზე მეტი ტყის ხანძარია,ცეცხლის ჩაქრობას 1 832 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია სამი თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი და წყლის ავზით აღჭურვილი 468 ავტომობილი.

იოსებ არჩვაძე

30 ივლისი 2021, 15:47

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის მეორე ნახევარში ასევე უნდა ველოდოთ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს

„საქართველოს ეკონომიკის აღდგენამ სწრაფი და შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი.

მამუკა მდინარაძე

30 ივლისი 2021, 15:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა

"ისე ლაპარაკობენ პარლამენტიდან გავდივართო, თითქოს საკანონმდებლო საქმიანობაში ისე იყვნენ ჩართულები, რომ თავი არ აუწევიათ. კანონებისა და მათი წერისგან დაღლილები იყვნენ. პარლამენტში მოსული იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების ხელმძღვანელი და მთავარი საკითხები ამ ქვეყანაში რა არის, ხომ ოკუპაცია, დეოკუპაციის საკითხები, სოციალური საკითხები, კოვიდი, არც ერთ ამ საკითხზე მათ კითხვაც არ დაუსვამთ. მათი ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ ქაოსის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა. პრაქტიკულად ცალმხრივი ვალდებულებების შესრულების პროცესი მიმდინარეობდა. ისინი არა თუ ქმედითად, რეალურად ამ თემებში ჩართულები საერთოდ არ იყვნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟოზეფ ბორელი

30 ივლისი 2021, 15:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ რეპრესიებს ვგმობთ

ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ რეპრესიებს ვგმობთ, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

30 ივლისი 2021, 15:39

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ბოიკოტი და ოპოზიციონერების შეფასებები - 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, უკვე დაზუსტდა, რას გულისხმობს პარლამენტში პარტიის ფორმალური დარჩენა. ამ დროისთვის, ბოიკოტის რეჟიმშია დეპუტატი თამარ კორძაია, მანდატზე უარი თქვეს ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 15:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გაუგებარია, რა განსხვავებაა აქამდე გამოცხადებულ ბოიკოტსა და სრულ ბოიკოტს შორს

გაუგებარია, რა განსხვავებაა აქამდე გამოცხადებულ ბოიკოტსა და სრულ ბოიკოტს შორს. ჩვენ მიჩვეული ვართ, ისედაც არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყეს ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა, ამ რეჟიმში დაახლოებით 2 წელი გავატარეთ, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებამდეც, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი ხელისუფლებისთვის არაფერს ცვლის და ისინი კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრობენ მუშაობასა და თვითმმართველობის არჩვენებისთვის მზადებას.

ივანე ჩხაიძე

30 ივლისი 2021, 15:21

COVID19

ივანე ჩხაიძე: პედიატრიული და მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას

ამჟამად პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არ დგას მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო დღეებში პედიატრიულ კლინიკებში მძიმე შემთხვევების ნაკადი შემცირებულია.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ივლისი 2021, 15:05

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს

თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დავით ნარმანია

30 ივლისი 2021, 15:04

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დასმულ კითხვებს უპასუხა.

30 ივლისი 2021, 15:04

მსოფლიო

რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საზღვარზე ვითარების გაუარესებას გამოიწვევს

რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ჰუსეინ ბაკიხანოვი

30 ივლისი 2021, 14:54

სამართალი

თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავიდან აზერბაიჯანელი ბლოგერი გადახტა

აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე „ქრონიკისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჰუსეინ ბაკიხანოვი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, სასტუმრო „სტამბის“ სახურავიდან გადახტა. სასტუმროს ადვოკატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ივლისი 2021, 14:44

COVID19

რა დროს უნდა ჩანაცვლდეს პირველი დოზის შემდეგ ვაქცინა სხვა ვაქცინით. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ვაქცინის პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ივლისი 2021, 14:41

COVID19

ხვალიდან, თბილისში, იმ დაწესებულებების ექიმები, სადაც ვაქცინაცია ტარდება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას

თბილისში, იმ დაწესებულებების ექიმები, სადაც ვაქცინაცია ტარდება, შეძლებენ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ივლისი 2021, 14:33

რეგიონი

რუსთავში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი შენდება

ცენტრის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 779 750 ამერიკული დოლარია და მისი დასრულების შემდეგ 150 ბენეფიციარს ექნება სერვისის მიღების შესაძლებლობა.

30 ივლისი 2021, 14:32

მსოფლიო

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნის რეჟიმის შესრულებას 300 სამხედრო გააკონტროლებს

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნის რეჟიმის შესრულებას 300 სამხედრო გააკონტროლებს. 28 ივლისს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა.