imedi /  27 ივლისი 2017, 11:09 / სანდო წყარო

აშშ-მ ვენესუელას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13 ვენესუელელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ვენესუელის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღებას გეგმავდა, რაც სამხრეთამერიკული ქვეყნის ნავთობწარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ მოხელეებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალეს და ანგარიშები გაუყინეს. საპასუხოდ, ვენესუელის პრეზიდენტმა ისინი დააჯილდოვა და გმირები უწოდა. 

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი ასევე დამფუძნებელი კრების მოწვევას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.

ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.

კომენტარები ()