imedi  /  17 სექტემბერი 2021, 14:52 / სანდო წყარო

უნგრეთის პრემიერი: რომის პაპმა მითხრა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი

ვიქტორ ორბანი რომის პაპი ფრანცისკე

ვიქტორ ორბანი
რომის პაპი ფრანცისკე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რომის პაპთან შეხვედრამ ის შთააგონა, ტრადიციული ოჯახის დაცვა განაგრძოს.

„შეხვედრამ ძალიან გამამხნევა. რომის პაპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ბრძოლა, რომელსაც ოჯახების დასაცავად ვაწარმოებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის მომავალთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

16 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, რადგან ეს ზიარებაა, რომლის შეცვლა ეკლესიას არ შეუძლია.

„თუ ჰომოსექსუალებს სურთ უსაფრთხოდ იცხოვრონ, სახელმწიფოს აქვს სამოქალაქო შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ, უზრუნველყოს მემკვიდრეობის, ჯანმრთელობის გარანტია. ფრანგებს აქვთ კანონი ამის შესახებ, არა მხოლოდ ჰომოსექსუალებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ურთიერთობა ქორწინების გარეშე სურს, მაგრამ ქორწინება ქორწინებაა. ეს არ ნიშნავს ასეთი ადამიანების დაგმობას. ისინი ჩვენი ძმები და დები არიან და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუმცა ქორწინება, როგორც ზიარება, სხვა რამეა. ჩვენ ყველას პატივი უნდა ვცეთ. უფალი კეთილია და ყველას გადაარჩენს, ჩვენ შეგვიძლია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ გთხოვთ, ნუ აიძულებთ ეკლესიას თავისი სიმართლე უარყოს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:17

COVID19

პაატა იმნაძე: თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება

„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ვერ იმუშავებ ვაქცინის მერე. ერთი დღე თუ დაისვენებ ვაქცინის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ვიღაცას კი, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი“, - განცხადა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტების შემოღებას არ გამორიცხავს

„ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს არ წარმოადგენენ, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისთვის რომ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ავცრათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ხმალაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე მელიაზე: არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, საარჩევნო მიზნებისთვის ეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა

არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2021, 21:49

ტაბლოიდი

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არის უბრალო ბათუმელი ბიჭი

„ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ჩემს ქალაქს ფიზიკური თანადგომა, მე იქ არ ვიყავი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, - ამბობს კანდიდატი.

24 ოქტომბერი 2021, 21:29

რეგიონი

მეორედ დევნილების ცხოვრება - რეპორტაჟი სოფელ ფოცხოეწერიდან

2010 წლის ზაფხულში ე.წ ზაკვოს, გამომცემლობა „სამშობლოსა“ და ისნის ჰოსპიტლის შენობებიდან აფხაზეთიდან დევნილი 80 ოჯახი იძულებით, პოლიციის ძალით გამოასახლეს. ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და სამეგრელოსკენ წაიყვანეს. მათგან 18 ოჯახი, ზუგდიდიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სოფელ ფოცხოეწერში ჩაასახლეს.

24 ოქტომბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

რას ჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულ ბიზნესმენებს შეხვდა. მათ გაიხსენეს როგორ სძალავდა მმართველი გუნდი თანხებსა და ქონებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კონკრეტული მტკიცებულებებით, ქვეყნის ძალოვან უწყებებს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 700-მდე ბიზნესმენმა მიმართა.

24 ოქტომბერი 2021, 21:16

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 (ML) მაგნიტუდა იყო.

 მამა ლონგინოზი (სუარიშვილი)

24 ოქტომბერი 2021, 21:12

საზოგადოება

მამა ლონგინოზი (სუარიშვილი) გვარამიაზე: თავად მოახდინეს ქადაგების ასეთი ინტერპრეტირება, მეუფე შიოს ქადაგებაში რომელიმე კონკრეტული პიროვნება ან რომელიმე კონკრეტული პარტია არ მოიაზრებოდა

აღნიშნულის მიზეზი მეუფის 17 ოქტომბრის ქადაგება გახდა. საკვირაო წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა კაცთმოყვარეობაზე ისაუბრა. ქადაგება შეეხო შენდობის ქრისტიანულ წესსაც. პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს საკვირაო ქადაგებისას არ უხსენებია არც მსჯავრდადებული და ბრალდებული სააკაშვილი, არც მისი პარტია და არც მათთან დაახლოებული ადამიანები. თუმცა, ქადაგებაში ნახსენებ ბოროტებზე, გვარამიას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:10

სამართალი

იუსტიციის მინისტრი: კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა

„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი... კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლედი აფრასიძე

24 ოქტომბერი 2021, 21:00

საზოგადოება

ლედი აფრასიძე 2004 წლის სპეცოპერაციაზე: ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ველოდებით როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს

„გადავრჩით ფიზიკურად, მაგრამ გაგვანადგურეს სულიერად და მორალურად, მაშინ როცა თვალწინ ჩაგვიხოცეს ოჯახის წევრები. ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ჩვენი ოჯახი დღემდე მოთმინებით ელოდება თუ როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს - იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელები“, - განაცხადა აფრასიძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:39

სამართალი

რატი ბრეგაძე: როგორც ექიმები გვეუბნებიან, #18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად მოწესრიგებული იმისთვის რომ მიიღოს პაციენტი და მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რომელსაც ბატონი გვარამიას განცხადება შეიცავდა, ბუნებრივია, ეს გადამოწმდება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:33

სამართალი

რატი ბრეგაძე: ასე ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გელაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე

უნდა შევახსენოთ საზოგადოებას და ყოველთვის შევახსენებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა; რომელმაც ძალით ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:25

სამართალი

რატი ბრეგაძე: იმედი მაქვს ბატონი გვარამია უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა

„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დავით მაღრაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:05

საზოგადოება

პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, დღეს დავით მაღრაძის წიგნის - „ბარაქიანი მიწის“ ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმოსური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“, - აღნიშნულია ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში.

მამუკა წოწერია

24 ოქტომბერი 2021, 19:32

რეგიონი

მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.

24 ოქტომბერი 2021, 19:12

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლევან ანდრიაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:36

პოლიტიკა

ლევან ანდრიაშვილი: 30 ოქტომბერს ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას

ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

24 ოქტომბერი 2021, 18:31

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

24 ოქტომბერი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.