15 ოქტომბერი 2021, 12:54 / სანდო წყარო

კენიაში ბავშვების სერიული მკვლელი თანასოფელელებმა ცემით მოკლეს

Masten Wanjala

Masten Wanjala

დასავლეთ კენიაში მოკლეს კაცი (Masten Wanjala), რომელიც 10-ზე მეტი ბავშვის მკვლელობისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო იხდიდა სასჯელს. ის საპატიმროდან ორი დღის წინ გაიქცა, - ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, დამნაშავემ თავი ქალაქ ბუნგომაში მდებარე მშობლების სახლს შეაფარა, რის შესახებაც თანასოფლელებმა შეიტყვეს. სასიკვდილოდ ნაცემი კაცი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

კაცმა, 5 წლის განმავლობაში, 10-ზე მეტი ბავშვი მოკლა. ყველა მათგანი ბიჭი იყო. მიმდინარე წლის ივლისში მან პოლიციას თავად აჩვენა ადგილი, სადაც ბავშვების ცხედრები დამარხა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირის 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე დაუთმონ მოქალაქეებთან შეხვედრას. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

09 დეკემბერი 2021, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 660-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 276 478 აცრა გაკეთდა.

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.

09 დეკემბერი 2021, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ რვა პირს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. დღესვე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

09 დეკემბერი 2021, 09:42

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი იქნება განხილული.

09 დეკემბერი 2021, 09:28

კულტურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

ნინო წილოსანი

09 დეკემბერი 2021, 09:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით

როგორ ჩანს ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ამიტომ, ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით შერიგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2021, 09:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი და წინაპირობა შერიგების იდეას არ გააჩნია

რაც არ უნდა კეთილშობილურად გამოიყურებოდეს შერიგების იდეა თუ შემოთავაზება ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში​ მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკის შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.