imedi  /  27 ოქტომბერი 2021, 18:03 / სანდო წყარო

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

25 ოქტომბერს, სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სუდანში სამხედრო გადატრიალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. 27 ოქტომბერს, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს.

„აფრიკის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, შეაჩეროს სუდანის რესპუბლიკის მონაწილეობა აფრიკის კავშირის საქმიანობაში გარდამავალი ორგანოს მუშაობის აღდგენამდე. აფრიკის კავშირი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას და დაკავებულები მინისტრებისა და სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

29 ნოემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი შედეგი, რაც პროვოკაციებით დგება, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს იყენებს, რათა პროვოკაციები მოაწყოს. თუმცა, ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მაათთვის დგება, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებზე განუცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მობილიზებულია გარკვეული ფულის სანაცვლოდ, რაც, კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის სირცხვილი და პოლიტიკური იმიჯის დასამარების ტოლფასია

„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოსთან, არამშვიდობიანი პროტესტი პირველი, ვის უფლებებსაც ლახავს და ვისაც ხელს უშლის, თავად მიხეილ სააკაშვილია“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქციას.

ალეკო ელისაშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რამე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს განცდა მხოლოდ მე არ მქონდა, რადგან მის შვილსაც იგივე განცდა ჰქონდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, მომკვდარიყო. მგონი, მარტო მე ვგულშემატკივრობდი, შიმშილობა შეეწყვიტა. ადამიანურად მეცოდებოდა, პოლიტიკურად - არა. უჩხიკინებდნენ და აქეზებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, რამე დაემართოს და სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს. ვინაიდან, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალებმა და პროვოკატორებმა, მიუხედავად იმისა დიდის ამბით აცხადებდნენ, რომ აქციებსა და პროვოკაციებს არ მოაწყობდნენ-მაინც მოაწყვეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს და წერს -„ რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება“

ვლადიმერ ბოჟაძე

29 ნოემბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება, პირადად სააკაშვილის და ,,ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობაა

ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.

29 ნოემბერი 2021, 12:51

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ განიხილა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც 150 მლნ ევროს 20 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 5 წელი საშეღავათო პერიოდია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს წლიურ 0,81%-ს.

29 ნოემბერი 2021, 12:38

COVID19

G7-ის ჯანდაცვის მინისტრები „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრები „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ედიშერ გვენეტაძე

29 ნოემბერი 2021, 12:36

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს ფულის დამრიგებელნი არიან კოლექტიური მეგის ქარდავები!

ნახეთ, როგორ ურიგებენ სასამართლოს ეზოში ფულს ნაცების მიერ მოყვანილ ადამიანებს! - ასე ეხმიანება facebook-ზე ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

ლაშა ხუციშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:35

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები წარადგინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ ცვლილებების პროექტი მოამზადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.

ზაალ ანჯაფარიძე

29 ნოემბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სასამართლო სხდომებიდან პირდაპირ ეთერი, მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა ვიდეო გადაღება სხდომათა დარბაზში

„ცნობისთვის, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სასამართლო სხდომებიდან პირდაპირ ეთერი. უფრო მეტიც, მათ აკრძალეს კამერის შეტანაც კი სხდომაზე. მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა ვიდეო გადაღება სხდომათა დარბაზში“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

29 ნოემბერი 2021, 12:30

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 13 დეკემბერს გაიმართება

პარლამენტში საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ანდრია გვიდიანი

29 ნოემბერი 2021, 12:29

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები

„როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვდნენ დაჟინებით სასამართლოში გადაყვანას?! რატომ ითხოვდნენ შეურაცხადებივით სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?! რატომ არის მათთვის თვითმიზანი სააკაშვილის მიერ ციხის ტერიტორიის დატოვება?! ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები. ეს მათ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წარმატებით აგრძელებენ ოპოზიციიდანაც“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

დავით ქართველიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სასამართლოსთან მიმდინარეობს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის და არეულობის დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესები

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება პროცესის დაძაბვა.

თამთა მეგრელიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

​თამთა მეგრელიშვილი: კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს

„კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს იმ გაუგონარი დანაშაულებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა!“ - წერს მეგრელიშვილი.

29 ნოემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: "ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა, ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას

"ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა და დღეს კიდევ უფრო მძაფრი ფორმით, იმიტომ რომ ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციას.

29 ნოემბერი 2021, 12:17

პოლიტიკა

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ურიგებენ ფულს სავარაუდოდ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს

​მედიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციიდან კადრები ვრცელდება, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებს მოქალაქე ადამიანებს ფულს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აქციის მონაწილეა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

29 ნოემბერი 2021, 12:16

სამართალი

საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზის სავალ ნაწილებზე იმყოფებიან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან აღმაშენებლის ხეივანში არსებულ გადასასვლელ ხიდზეც.

29 ნოემბერი 2021, 12:15

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა. მას თავის არეში აქვს დაზიანებები. არსებული ინფორმაციით, მას გაურკვეველი ნივთი ესროლეს. ვითარების განსამუხტად, პოლიციამ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

29 ნოემბერი 2021, 12:09

COVID19

ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

29 ნოემბერი 2021, 12:07

საზოგადოება

​საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.