imedi /  06 აგვისტო 2017, 13:46 / სანდო წყარო

საფრანგეთის შს მინისტრი: ქვეყანაში 271 ჯიხადისტი იმყოფება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლომბმა ქვეყანაში 271 ჯიხადისტის ყოფნის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, ჯიხადისტებმა მომზადება ერაყსა და სირიაში გაიარეს.

მინისტრის თქმით, სულ სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს საფრანგეთის 700 მოქალაქე გაემგზავრა, თუმცა ამასთან უჭირს ციფრის დასახელება, ფრანგული პასპორტის მფლობელი რამდენი ჯიხადის მიმდევარი დაიღუპა სირიასა და ერაყში.

კოლომბის ინფორმაციით, საფრანგეთში მყოფი ჯიხადისტებიდან 54 არასრუწლოვანია. მინისტრი არ გამორიცხავს ქვეყანაში ტერაქტების სერიის განმეორებასაც.

კომენტარები ()