imedi /  12 ნოემბერი 2021, 23:53 / სანდო წყარო

ნატო მკაცრად გმობს ბელარუსის მიერ არალეგალური მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას

ნატო მკაცრად გმობს ბელარუსის მიერ არალეგალური მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას, რაც ჰიბრიდული ქმედებების ნაწილია და პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს თავხედური ქმედებები საფრთხეს უქმნის დაუცველი ადამიანების სიცოცხლეს. ნატოს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც დაზარალდნენ და მხარს უჭერენ მოკავშირეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად მიღებულ ზომებს იმ სიტუაციის საპასუხოდ, რომელიც საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ფხიზლად ვიქნებით ბელარუსის შემდგომი ესკალაციისა და პროვოკაციების რისკის წინააღმდეგ და გავაგრძელებთ ალიანსის უსაფრთხოებაზე გავლენის მონიტორინგს. ნატოს მოკავშირეები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და საერთაშორისო სამართალი დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.

29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 14:00

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს კერძო სექტორის თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში.

იაგო ხვიჩია

30 ნოემბერი 2021, 13:59

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ

იაგო ხვიჩიამ დეპუტატებს თხოვნით მიმართა კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს იმ 84 ადამიანის გამოშვებას ციხიდან, ვინც მარიხუანას მოხმარების, შეძენის და შენახვის გამო იხდის სასჯელს.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:59

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად, 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

30 ნოემბერი 2021, 13:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

დენის შმიგალი

30 ნოემბერი 2021, 13:53

პოლიტიკა

დენის შმიგალი: საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში; წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძე

30 ნოემბერი 2021, 13:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც როგორც ჩანს პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო

ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა, დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ურთიერთობა კრედიტის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული

„მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა კრედიტის და ვალის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული და ადამიანური“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სულხან ჩიხლაძე

30 ნოემბერი 2021, 13:35

სპორტი

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს

სულხან ჩიხლაძე, 2-4 დეკემბერს, წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ არჩვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:32

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

დავით ზილფიმიანი

30 ნოემბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე, შემოდგომაზე, ხიდან ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს მაშინ შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად?!

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან გულშემატკივრობს იმ დასანან ფაქტს, რაც „სტერეო +“-ის დარბევა იყო. უნდა გითხრათ, რომ ცხრაწელიწად-ნახევარი გავიდა და როგორც იქნა წინა კვირას პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ძიების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 13:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ - შედეგს ვერ მიაღწევენ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ნოემბერი 2021, 13:27

COVID19

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.