imedi /  20 ნოემბერი 2021, 00:49 / სანდო წყარო

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ჯენ ფსაკი

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ჩვენ კვლავ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და უკრაინის მიმართ უხეში რიტორიკის გამო და ოფიციალურ მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

„იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის უნდა მშვიდობა და ვინ კრებს 100 ათასამდე ჯარისკაცს ჩვენს საზღვართან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

04 დეკემბერი 2021, 10:29

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.

04 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:44

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის

ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:32

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთი ძალიან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ კონფრონტაციულ კურსს განაგრძობს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ გეგმავს და ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.