20 ნოემბერი 2021, 16:02 / სანდო წყარო

პარიზის ცენტრში ხანძარია. ვიდეო

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის ცენტრში, ოპერის მოედანთან მდებარე შენობას ცეცხლი უკიდია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

არის ძლიერი დაკვამლიანება. BFMTV-ს ინფორმაციით, ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

პოლიცია ადამიანებს მოუწოდებს, ტერიტორიას მოერიდონ. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.

Daily Mail-ი წერს, რომ ცეცხლი კაპუცინების ბულვართან მდებარე 7-სართულიანი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 08:28

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძელებათ

ადგილობრივი მთავრობის განადაწყვეტილებით, 14 დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ისრაელში შესვლას ვერ შეძლებენ. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებაა.

28 ნოემბერი 2021, 08:09

COVID19

დღეიდან, საქართველოში საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს

​​​​​​​კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები დაწესდა, რომელიც დღეიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

28 ნოემბერი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

28 ნოემბერი 2021, 00:39

მსოფლიო

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 23 ნოემბერს პარიზში გამართულ აუქციონზე 11.6 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ამ დროისთვის 13 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

კევინ სპეისი

28 ნოემბერი 2021, 00:21

მსოფლიო

კევინ სპეისის House of Card-ის პროდიუსერებისთვის $31 მილიონის გადახდა მოუწევს

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, House of Card-ის გადასაღებ მოედანზე, კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად დადანაშაულებიდან ოთხი წლის შემდგომ, მსახიობს და მის ორ პროდიუსერულ კომპანიას სასამართლომ $31 მილიონის გადახდა დააკისრა. 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სპეისიმ House of Card-ში მონაწილეობისას დაარღვია სექსუალური შევიწროების პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობები.

თამთა მეგრელიშვილი

28 ნოემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზე - „გირგვლიანის“ და „გელაშვილის“ უკვე მსჯავრდებულია და კიდევ ორ საქმეზე - „7 ნოემბრის“ და „9 მილიონი ლარის გაფლანგვის“ საქმეები მსვლელობაშია. სამწუხაროდ მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში. სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს.

ზურაბ ქადაგიძე

27 ნოემბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ყველა იყო მზად ეპასუხა კითხვებზე და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ იმიტომ, რომ ცარიელი პროპაგანდაა და მეტი არაფერი

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნოდარ მელაძეს ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან მათი ინფორმაცია ცარიელი პროპაგანდაა.

მიხეილ სარჯველაძე

27 ნოემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ

იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 23:50

COVID19

კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები მიუნხენში იყოფებიან. ისინი ქვეყანაში 24 ნოემბერს ჩავიდნენ და ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. AFP-ს ცნობით, „ომიკრონი“ იტალიაშიც გამოავლინეს.

27 ნოემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სიცრუის გამრუდებულ სამყაროში, ბელადის მსჯავრის გარდაუვალი დამძიმების უახლოესი პერსპექტივის ფონზე საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, „ნაცსექტას“ აღარაფერი დარჩენია

„იმედია პროკურატურა და სასამართლო მორიგ გვერდს გადაფურცლავენ კომპლექსურ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ოღონდ არა იმ, სტრასბურგში რომ აქეთ გვიჩივის, არამედ ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი დანაშაულის ჭრელ ნუსხაში. ხოლო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ „ბარგის ჩალაგებას“ - არა მგონია ერთ ჩანთაზე მეტი იყოს: ორშაბათს ბელგიის სამეფოში მიემგზავრება საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად და მორიგ, უმაღლეს დონეზე, შეხვედრების გასამართად“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 23:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

27 ნოემბერი 2021, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მელაძის დღევანდელი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს, სწორედ ამიტომ შეუდგა „ტვ პირველი“ პროკურორებისა და პროკურატურის დისკრედიტაციას

„ნოდარ მელაძე და ზოგადად, „ტვ პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ „ტვ პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, - წერს ლატარია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ნოემბერი 2021, 22:48

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ახლოვდება კრიმინალი სააკაშვილის სასამართლო, ნაცმედიამ დაიწყო პროკურატურის და სასამართლოს წინააღმდეგ ბინძური კამპანია

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განაჩენი ტელეკომპანია „TV პირველი“ პროკურატურის დიკრედიტაციას ცდილობს.

27 ნოემბერი 2021, 22:28

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 22:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

„წინა ოთხ შტამს - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, - ამბობს ცერცვაძე.

ვანო გრიქუროვი

27 ნოემბერი 2021, 21:27

სპორტი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა

მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:03

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ან საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა, ასეთი თეორია არც განიხილება. ჯერ ერთი, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თანაც, მხოლოდ სააკაშვილის და მიდი მომხრეები ხომ არ არიან, აქ არის საზოგადოება, რომელიც უყურებს რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.