imedi  /  23 ნოემბერი 2021, 12:55 / სანდო წყარო

ისრაელის პრემიერი: ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება

ნაფტალი ბენეტი

ნაფტალი ბენეტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

„ისრაელის სახელმწიფომ მოქმედების თავისუფლება ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში უნდა შეინარჩუნოს. ირანის რეჟიმი იშლება. ეს უსარგებლო რეჟიმია, სუსტი ეკონომიკითა და კორუმპირებული ადმინისტრაციით. ისინი კონტროლს მხოლოდ ძალის გამოყენებით და შიშის დანერგვით ინარჩუნებენ. ისინი ბევრად უფრო სუსტები არიან, ვიდრე ხალხს ჰგონია. სწორედ ახლა, ჩვენ მათ წინააღმდეგ გახანგრძლივებული ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე ვართ - ბრძოლა, რომელიც არა მხოლოდ ისრაელი ირანის წინააღმდეგ, არამედ მთელი მსოფლიო ამ ექსტრემისტული ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი მსოფლიო არ ჩამოშორდება ამ ბრძოლას, მაგრამ ასე რომც მოხდეს, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვული შეთანხმების განახლების შემთხვევაშიც კი, ისრაელი აღნიშნული შეთანხმების ხელმომწერი არ არის და მისი პირობებით შეზღუდული არ იქნება.

22 ნოემბერს, გაზეთ The New York Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმები კონტრპროდუქტიულია. გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალისხმევა ტაქტიკურად დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს, საბოლოოდ კონტრპროდუქტიულია.

2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში ირანის დაბრუნებასთან დაკავშირებით მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ძალისხმევა გააძლიერა თეირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო მომზადების კუთხით.

26 იანვარს, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოხავიმ განაცხადა, რომ სამხედროებს ოპერატიული გეგმების მომზადება დაავალა იმ შემთხვევისთვის, თუ ირანზე იერიშის მიტანა საჭირო გახდება.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2021, 14:25

კულტურა

თეა წულუკიანი უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრ მიკლოშ კაშლერს შორის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ან ლინდე

02 დეკემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარე: დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში - ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს

დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში, - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 14:15

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი ბოტოქსის პროცედურებზე: აბსოლუტური სიცრუეა - 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, სახე დამისივდა და კანის ნეონური მკურნალობა დამჭირდა, რაც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე შეერთებას და ა.შ

მიხეილ სააკშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბოტოქსის პროცედურებს იფინანსებდა. მისი განმარტებით, 2008 წლის შედეგ, ნერვიულობის ნიადაგზე, სახე დაუსივდა და აპარატებით ამას მკურნალობდა.

02 დეკემბერი 2021, 13:59

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი ან მეხუთედი სანდრასია, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბორის ჯონსონი ემანუელ მაკრონი

02 დეკემბერი 2021, 13:59

მსოფლიო

Le Canard Enchaîné: ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია თავის მრჩევლებთან გაცხარებული ბრიფინგის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaîné ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:43

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლო დარბაზში არსებული გისოსების შიდა მხარე ლურჯადაა შეღებილი და ეს არ მოსწონს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გისოსები, რომელშიც სასამართლო დარბაზში უწევს ჯდომა, გარედან ყავისფრადაა შეღებილი, თუმცა, შიგნიდან ლურჯია. მისი აღქმით, ეს შეთხვევითი არაა.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი

„მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ არის ახლა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 13:30

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს და საინვესტიციო კლიმატის ანალიტიკოსს ნიკოლა ლიპარის შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გია აბაშიძე

02 დეკემბერი 2021, 13:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა, ნიშანდობლივად სიმბოლურია, რომ დღეს, განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი

,,შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა.’’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

02 დეკემბერი 2021, 13:25

საზოგადოება

პარლამენტის ბრიფინგების დარბაზს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ,,ნინო წილოსანის წინადადებით, პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. „ბრიფინგების ოთახი“ დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2021, 13:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ დაარქვა „პიჯაკების საქმე", თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?

ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე" დაარქვან, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:17

სამართალი

პროკურორი აცილებაზე: მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

02 დეკემბერი 2021, 13:16

რეგიონი

აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 13:13

სამართალი

პროკურორი სააკაშვილის ადვოკატებს: თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით

თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით, - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ბიუჯეტის მიმართ არსებული 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 13:04

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ედიშერ გვენეტაძე

02 დეკემბერი 2021, 13:04

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს კაცი ნელი ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის, ნათლიის სააკაშვილის დავალებით, მან დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს

მიხეილ სააკაშვილმა დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს! ამიტომაც მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით!’’ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

02 დეკემბერი 2021, 13:00

სამართალი

სასამართლომ პროკურორის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმე განიხილება, დაცვის მხარემ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ. ნიკა გვარამიას მტკიცებით, მუჯირმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია.

დავით ქართველიშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე განაჩენს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა წყვილიდან - ერთია განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია

,,დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

02 დეკემბერი 2021, 12:53

COVID19

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.