imedi /  11 აგვისტო 2017, 01:01 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების დროს ფხენიანს "ძლიერი ნერვიულობა" მოუწევს. ამის შესახებ BBC წერს.

ტრამპის განმარტებით, თუ ფხენიანი არ დაფიქრდება, ისეთ სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება, რომელიც არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. 

თეთრი სახლის ლიდერი ჩრდილოეთ კორეას რამდენიმე დღის წინაც გააფრთხილა "უმჯობესია, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აღარ დაემუქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა მსგავსი განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ფხენიანში გუამის კუნძულზე თავდასხმით დაიმუქრნენ, სადაც ამერიკული ბაზაა განთავსებული.

კომენტარები ()