imedi /  12 აგვისტო 2017, 10:40 / სანდო წყარო

ვენესუელას პრეზიდენტს არგენტინის ხელისუფლებამ ორდენი ჩამოართვა

ნიკოლას მადურო

არგენტინის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რითაც ვენესუელას პრეზიდენტს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო სან-მარტინის განმათავისუფლების ორდენი ჩამოართვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯილდო 1943 წელს არგენტინის ნაციონალურმა გმირმა, გენერალმა ხოსე დე სან-მარტინმა დააწესა. ვენესუელას პრეზიდენტს ეს ჯილდო 2013 წელს მიანიჭეს.

არგენტინის ხელისუფლებამ მადუროსთვის ჯილდოს ჩამორთმევის გადაწყვეტილება იმ მიზეზით ახსნა, რომ მადურომ გაუმართლებლად გამოიყენა სამხედრო ძალა და სასამართლო ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ.

კომენტარები ()