imedi  /  21 იანვარი 2022, 14:32 / სანდო წყარო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ

ხოსე მანუელ ალბარესი

ხოსე მანუელ ალბარესი

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ და ესპანეთი მხარს უჭერს დიალოგს.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით ჯარისკაცი შეაგროვა. დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ ეს უკრაინაზე ახალი თავდასხმის მომასწავებელი შეიძლება იყოს. რუსეთი უარყოფს თავდასხმის გეგმებს, თუმცა აცხადებს, რომ მას შეუძლია სამხედრო მოქმედებები განახორციელოს, თუ უსაფრთხოების სფეროში მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ესპანეთმა ხომალდები გაგზავნა, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებში ნატოს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

„დიალოგის შანსი უნდა მივცეთ. ესპანეთი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. თუ დიალოგი შედეგს არ გამოიღებს, რა თქმა უნდა, ესპანეთი შეკავების პროცესში თავის ევროპელ პარტნიორებთან და ნატოს მოკავშირეებთან ერთად დადგება“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველა სიახლე

26 მაისი 2022, 15:35

მსოფლიო

სენეგალის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 11 ახალშობილი ემსხვერპლა

სენეგალის ქალაქ ტივაუანში, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. შედეგაც, 11 ახალშობილი დაიღუპა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

26 მაისი 2022, 15:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპის გზა არ არის მარტივი, ეს გზა არც სხვა სახელმწიფოებისთვის იყო მარტივი და რა თქმა უნდა, მას საქართველო წარმატებით გაივლის

ევროპის გზა არ არის მარტივი. ეს გზა არც სხვა სახელმწიფოებისთვის იყო მარტივი და რა თქმა უნდა, მას საქართველო წარმატებით გაივლის, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 მაისი 2022, 15:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვყავდა ისეთი დემოკრატიული ხელისუფლება, რომ მათი შექმნილი კონსტიტუცია დღესაც კი თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან

ერთიანობისა და გმირობის მაგალითების დღეა. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ, ვუსურვებ ამ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს წარმატებას. ჩვენ გვყავდა ისეთი დემოკრატიული ხელისუფლება, რომ მათი შექმნილი კონსტიტუცია დღესაც კი თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

თეა ახვლედიანი

26 მაისი 2022, 15:12

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე თანასწორობა, ტოლერანტობა - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

26 მაისი 2022, 15:08

რეგიონი

რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

„მინდა მივულოცო ჩემს რუსთავსა და სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელი დღე არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის და ამიტომაც შევეცადეთ, რუსთავში განსაკუთრებული საზეიმო განწყობა გვქონოდა. ჩვენმა ქვეყანამ 104 წლის წინ აირჩია განვითარებისა და ევროპის გზა, მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ და ჩვენი განვითარებული ქვეყანა, მომავალში კიდევ უფრო უკეთესი იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

26 მაისი 2022, 14:54

რეგიონი

გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 14:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპამ უნდა უთხრას საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომ აქვს სითამამე, ამ რთულ პერიოდში მსოფლიოს უთხრას, რომ ეს სამი ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროკავშირის ნაწილი

„აქამდე მოვდიოდით მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ უკვე საბჭოთა რუსეთმა. ჩვენ ეს თამამი ნაბიჯი ჩვენი განაცხადით გადავდგით, ახლა ჯერი ევროპაზეა. ევროპამ უნდა უთხრას საქართველოს და ამავე დროს უკრაინასა და მოლდოვას, რომ ევროპასაც აქვს ის სითამამე, რომ ამ რთულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება და მსოფლიოს უთხრას, რომ ეს სამი ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიქტორ დოლიძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენ ახლა გარდამტეხ პერიოდში ვართ როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური სრულფასოვანი ინტეგრაციის თვალსაზრისით

ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ევროპულ მომავალს, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს. ჩვენს ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არაერთმა თაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა და იშრომა, რათა გვქონოდა ასეთი სახელმწიფო და გვქონოდა შანსი, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს

„ამ წლების განმავლობაში გავატარეთ რეფორმები, მივიღეთ თქვენი დიდი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უკვე ველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, მართალია, ეს ეხება კანდიდატის სტატუსს და საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მჯერა, რომ ამ საუკუნოვან ოცნებას ჩვენ ერთად ავისრულებთ და საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან იოსელიანი

26 მაისი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირთან და ამ შანსის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე

„არასოდეს საქართველოს არ ჰქონია ასეთი შანსი, ეს არის ისტორიული მომენტი, არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან და ამის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ამიტომ ყველამ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 14:39

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2022, 14:30

პოლიტიკა

კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

26 მაისი 2022, 14:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:28

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას

„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

26 მაისი 2022, 14:26

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია - ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ; ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ და დიდი იმედით ველოდებით, რომ ძალიან მალე ევროკავშირისგან დადებითი პასუხი იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყანა ამ დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხის მოლოდინშია.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:18

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

26 მაისი 2022, 14:06

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს დაეთმო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

ავთანდილ კასრაძე

26 მაისი 2022, 14:01

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა

სხვადასხვა სივრცესთან ერთად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

26 მაისი 2022, 13:58

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს

„გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული“, -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 13:53

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.