imedi  /  27 იანვარი 2022, 15:28 / სანდო წყარო

კრემლი ვაშინგტონის წერილობით პასუხზე: ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ ჩვენს ძირითად შეშფოთებებს. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზის მიზეზი არც თუ ისე დიდია. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს, ან რომ ჩვენი შეშფოთებების გათვალისწინების სურვილი არსებობს“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის წერილობით პასუხს გაეცნო და შინაარსის ანალიზს გარკვეული დრო დასჭირდება.

26 იანვარს, აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატია გვირჩევნია და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.

ოფიციალური მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ითხოვს:

  • გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
  • არ განთავსდეს დამატებითი ჯარები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი 1997 წლის მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ
  • უარი ითქვას ნატოს სამხედრო აქტივობებზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
  • არ განთავსდეს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება
  • არ ჩატარდეს წვრთნები ერთზე მეტ სამხედრო ბრიგადასთან შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში და რეგულარულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხედრო წვრთნების შესახებ
  • დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან
  • ვალდებულება, რომ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ შეიძლება აღიქმებოდეს
  • ცხელი ხაზების შექმნა საგანგებო კონტაქტებისთვის

ყველა სიახლე

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

16 მაისი 2022, 14:51

მსოფლიო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინა იმაზე უკეთესად უნდა აღვადგინოთ, ვიდრე ომამდე იყო

თუ გვინდა ევროკავშირი ძლიერი გეოპოლიტიკური ორგანიზაცია იყოს, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

16 მაისი 2022, 14:51

მსოფლიო

McDonald's-ი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ქვეყნის ბაზრიდან გადის

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ომით გამოწეული ჰუმანიტარული კრიზის ფონზე მიიღეს და ასევე იმის გამო, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება „McDonald's-ის ფასეულობებს აღარ შეესაბამება. ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეისყიდის ბიზნესს.

16 მაისი 2022, 14:42

საზოგადოება

2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.

რუსეთი უკრაინა ომი საზღვარი

16 მაისი 2022, 14:40

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთთან საზღვრამდე მივიდნენ

სამხედროებმა საზღვარზე ვიდეო გადაიღეს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართეს:„მოვედით, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ აქ ვართ, საზღვარზე“.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 მაისი 2022, 14:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: კანონს თუ არ დავიცავთ, აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი და გლეხის, მუშა კაცის საქმიანობაა დასჯადი?

გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ცდილობენ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი, არამედ სასამართლო ხელისუფლებისთვისაც, ეს არ არის ნორმალური ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

სოფო ლილუაშვილი

16 მაისი 2022, 14:37

სამართალი

ნიკა გვარამიას მეუღლე: გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება

გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა განაცხადა. „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემ შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, რომ გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება“, - აღნიშნა სოფო ლილუაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

16 მაისი 2022, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ადამიანის დაკავება არასდროს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა

პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება აქვს, შეუძლია, საქმე გაასაჩივროს.

16 მაისი 2022, 14:28

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო: ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი რუსეთის პატრიარქის მილოცვა გაუგებრობას ბადებს, რადგან რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლთაც ეხმაურება მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

ბექა დავითულიანი

16 მაისი 2022, 14:25

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი გვარამიას საქმეზე: სარჩელი იყო ინიცირებული „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის მიერ, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დაზიანებაზე. რა შუაშია ხელისუფლება?

„სარჩელი იყო ინიცირებული „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის მიერ, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დაზიანებაზე. რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?“ - ამბობს დავითულიანი.

გიგი უგულავა

16 მაისი 2022, 14:24

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ხელისუფლება ყველა ზღვარს გადავიდა

ზამბარას რაც უფრო მეტად გაწელავ, ზამბარას აქვს ასეთი თვისება, რომ აუცილებლად უკან წამოვა და ვინც გაწელავს, იმას ცხვირში მოხვდება, - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე საუბრისას.

რომან გოცირიძე

16 მაისი 2022, 14:23

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია

სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და თუ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი შეფერხდა პირადად მისი ბრალიც იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

16 მაისი 2022, 14:21

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას განაჩენზე: ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უკვე მიუღებელია, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს გამოცხადებულ განაჩენის პოლიტიკურ დევნად შეფასება სრულიად უსაფუძვლოა ამის უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღარავის სჯერა.

16 მაისი 2022, 14:14

საზოგადოება

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს

გვარამიას მხარდამჭერებმა თავიანთი გზავნილებისთვის „იმედის“ ეთერის გამოყენება სცადეს, რის გამოც „ქრონიკის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა აღარ მიეცა. მოგვიანებით ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელით ანალოგიური ქმედებისკენ სხვა ადამიანებსაც მოუწოდა. „იმედის“ გადამღები ჯგუფი „რუსთავი 2“-ის ფინანსური დავის საქმეზე დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთვებოდა.

16 მაისი 2022, 14:12

სამართალი

კოკა კაციტაძე საიას თავმჯდომარეს ნიკოლოზ სიმონიშვილს შეხვდა

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ საქმის მასალებთან დაზარალებულის შეუზღუდავ წვდომას, საჩივრებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას და დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას.

ნიკა გვარამია

16 მაისი 2022, 14:10

სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ნიკა გვარამია პატიმრობაშია. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი რუსთავის ნომერ 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქიბარ ხალვაში

16 მაისი 2022, 14:06

პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში: დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ს“ განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი, ქიბარ ხალვაში, ნიკა გვარამიას საქმეზე, დღეს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

ვლადიმერ პუტინი და საული ნიინისტო

16 მაისი 2022, 13:54

პოლიტიკა

ფინეთის პრეზიდენტი ნატოს წევრობაზე განაცხადის წარდგენის გეგმაზე: სიურპრიზი იყო, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს ამბავი ასე მშვიდად მიიღო

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, CNN-ის ეთერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო დიალოგის შესახებ ისაუბრა.

ხათუნა ბურკაძე

16 მაისი 2022, 13:50

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: სახიფათო რეალობა ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობას მოითხოვს

შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი უნდა იქცეს გარდამტეხი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად. ეს კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და როგორც ევროატლანტიკური, ასევე გლობალური უსაფრთხოების დასაცავად. სახიფათო რეალობა ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობას მოითხოვს. დღეს ალიანსში წევრობა გულისხმობს უსაფრთხოების რეალური გარანტიის შექმნას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

ბოგდან აურესკუ

16 მაისი 2022, 13:26

მსოფლიო

ბოგდან აურესკუ: ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ სამივე ქვეყანაზე რეკომენდაციები ერთდროულად მოამზადოს, რუმინეთი მზადაა, დაეხმაროს ამ პროცესს

ვფიქრობთ, საქართველოს ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ევროკავშირშია, რადგან ეს სახელმწიფოები ეკუთვნიან ევროპას და ევროპულ ოჯახს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ რეკომენდაციების მოამზადოს სამივე ქვეყანაზე ერთდროულად და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები იქნება ორგანიზაციაში გასამართი დისკუსიისთვის. ვფიქრობთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება მნიშვნელოვანი პროცესის. ამ ქვეყნებს სჭირდებათ რეფორმების გეგმა. ამის შემდეგ უკვე პროცესში მყოფ თითოეულ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული ამ გზის გავლა. რუმინეთი მზადაა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 მაისი 2022, 13:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გვარამიამ კანონიერ მფლობელს წაართვა კომპანია, შემდეგ გაძარცვა 7 მილიონით და ეს გაძარცვული კომპანია მიუგდო მფლობელს სტრასბურგის გადაწყვეტილებით! ახლა, მოთქვამენ და პასუხისგება არ უნდათ ამ მოროდიორებს!

მარტივად აგიხსნით რა ქნა გვარამიამ... გვარამიამ კანონიერ მფლობელს წაართვა კომპანია, შემდეგ გაძარცვა ეს კომპანია 7 მილიონით და ეს გაძარცვული კომპანია მიუგდო კანონიერ მფლობელს სტრასბურგის გადაწყვეტილებით!, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.