imedi /  27 იანვარი 2022, 23:38 / სანდო წყარო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას

ანალენა ბერბოკი

ანალენა ბერბოკი

ამჟამად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არის, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გაზეთ Westdeutsche Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.

„ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას. უკრაინელ ხალხს მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება სურს. დონბასში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში თავის ოჯახებს დაშორებულია. ამაზეა საუბარი და არა ნატოში გარდაუვალ გაწევრიანებაზე. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ისევ ვისაუბროთ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რათა ადამიანებმა თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველა სიახლე

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.

17 მაისი 2022, 21:50

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

17 მაისი 2022, 21:34

საზოგადოება

საპატრიარქო: დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2022, 21:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟან ასელბორნი

17 მაისი 2022, 20:44

მსოფლიო

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა ბაზრის მენტალიტეტი გამოავლინა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

შორენა შავერდაშვილი

17 მაისი 2022, 20:41

საზოგადოება

შორენა შავერდაშვილი: სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის

სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის, - ამის შესახებ მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.

17 მაისი 2022, 20:35

საზოგადოება

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გაიხსნა

ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან კერძო სექტორიდან, ლიბერთი ბანკთან და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან. ღონისძიება ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე: რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროს სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ღოღელიანმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2022, 20:24

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალება, ეს არის ძალიან მკაფიო სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვას სახალხო დამცველმა

ძალიან სამწუხაროა, როდესაც არსებობს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთი სტანდარტით უდგება იმ ტელეკომპანიებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ესიმპათიურება და მეორე სტანდარტია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი

17 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ანა მალიარი

17 მაისი 2022, 19:46

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

საული ნიინისტე მაგდალენა ანდერსონი

17 მაისი 2022, 19:21

მსოფლიო

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

რობერტა მეცოლა და ირაკლი ღარიბაშვილი

17 მაისი 2022, 19:21

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა.

17 მაისი 2022, 19:20

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

17 მაისი 2022, 19:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის კონტექსტშია თვალსაჩინო

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის კონტექსტშია თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, ამ თემაზე იყო საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ორმხრივ ფორმატში გვაქვს საკითხების ფართო სპექტრი და შევეცადეთ ძირითად პრიორიტეტებზე გვესაუბრა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვლადიმირ პუტინი

17 მაისი 2022, 19:02

მსოფლიო

პუტინი: ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რუსულ ნავთობზე უარი თქვას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რუსულ ნავთობზე უარი თქვას.

17 მაისი 2022, 18:51

რეგიონი

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

​​​​​​​თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება. 28 კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, რომელიც ყველაზე მასშტაბურია აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის, 2022 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

17 მაისი 2022, 18:41

საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრას უხელმძღვანელა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროში ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე გაუძღვა.

ირაკლი ღარიბაშვილი
შარლ მიშელი

17 მაისი 2022, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი

„დღეს,ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საული ნიინისტე

17 მაისი 2022, 18:32

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან უთანხმოება მოგვარდება

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან უთანხმოება მოგვარდება.

ილია დარჩიაშვილი

17 მაისი 2022, 18:26

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი პრემიერისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრაზე: ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე - შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და საინტერესო იყო

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა, მთავრობის მეთაურისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვედრას იმედისმომცემსა და ძალიან საინტერესოს უწოდებს.