imedi  /  28 იანვარი 2022, 20:32 / სანდო წყარო

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

„დღეს უფრო მეტ ესკალაციას არ ვხედავთ, ვიდრე ადრე იყო. დიახ, სამხედროების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამაზე 2021 წლის დასაწყისში ვსაუბრობდი, როდესაც რუსეთში სამხედრო სწავლებებზე ვსაუბრობდით. ამჟამად არ მივიჩნევ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულია, ვიდრე რუსეთის სამხედრო სწავლებების პიკის დროს იყო, მაგრამ მაშინ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობდა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით პანიკის დათესვის წინააღმდეგია.

„ამაზე პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, რომ ეს პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. არ ვამბობ, რომ ბაიდენი მედიაზე გავლენას ახდენს, მედია თავისუფალია. თუმცა, პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. თუ ჟურნალისტებს სურთ იმის ცოდნა, როგორი სიტუაციაა, ჩამოვიდნენ კიევში. ნუთუ ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან? თუმცა, მედიიდან ისთი შეგრძნებაა, რომ ჩვენთან ომია, მობილიზაციაა. ეს ასე არ არის. ეს პანიკა არ გვჭირდება“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ესკალაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საინფორმნაციო სივრცეში ვითარების დაძაბვა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს.

„სახელმწიფოების ლიდერებს ვუხსნი, რომ იმ სიგნალების გამო, რომ ხვალ ომი დაიწყება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზირება გვჭირდება. სახელმწიფოების ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, რომ „ხვალ ომი იქნება“. ეს პანიკაა. პანიკა ბაზრებზე, პანიკა ფინანსურ სექტორში. რა უჯდება ეს ჩვენს სახელმწიფოს?“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველა სიახლე

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 13:49

სამართალი

ამირან გულუაშვილი: გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იყოს წარმოჩენილი

გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

19 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

19 მაისი 2022, 13:35

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

თეა ახვლედიანი

19 მაისი 2022, 13:33

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: 6 წლის წინ გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

19 მაისი 2022, 13:09

საზოგადოება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

19 მაისი 2022, 13:04

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

ზურაბ აბაშიძე

19 მაისი 2022, 13:02

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: გადავეცი კარასინს, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთუს ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.

19 მაისი 2022, 13:01

საზოგადოება

ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასმა“, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა.

19 მაისი 2022, 12:54

ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი - „დილმა“ გამოჩნდა

თბილისში უკვე ბევრგან შეხვდებოდით ჩაის ბრენდის, „დილმას“ ბანერებს, მის ფერად ყუთებს კი შეამჩნევდით მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ცეილონის ჩაი უკვე ქართულ ბაზარზეა.

19 მაისი 2022, 12:47

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს

19 მაისი 2022, 12:42

თავდაცვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ვადიმ შიშიმარინი

19 მაისი 2022, 12:42

მსოფლიო

BBC: უკრაინაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება 21 წლის რუს ჯარისკაცს, რომელმაც აღიარა, რომ ქუჩაში შეხვედრილი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე - მოხუცი კაცი მოკლა

21 წლის რუსმა ჯარისკაცმა უიარაღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის კაცის მკვლელობა აღიარა. ვადიმ შიშიმარინმა თქვა, რომ კაცი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოკლა.

19 მაისი 2022, 12:31

მსოფლიო

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს. ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადასცა.

ოლაფ შოლცი

19 მაისი 2022, 12:28

მსოფლიო

შოლცი: ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:22

ტექნოლოგიები

კვლევა: გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

19 მაისი 2022, 12:12

რეგიონი

დღეიდან, 31 მაისის ჩათვლით, თბილისსა და ბათუმს შორის დამატებითი სარკინიგზო რეისები დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

19 მაისი 2022, 12:05

ეკონომიკა

ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მორიგი შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ. შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

19 მაისი 2022, 12:03

მსოფლიო

BBC: რუსეთი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხე-კოლონიაში გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყვნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ციხე-კოლონიაში გაგზავნეს, - ამის შესახებ BBC წერს.

19 მაისი 2022, 11:51

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.