27 ივნისი 2022, 08:39 / სანდო წყარო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ძლიერი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება - პარტნიორებმა, თუ ისინი ნამდვილად პარტნიორები არიან და არა დამკვირვებლები, უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ

ვოლოდიმირ ზელენესკი

ვოლოდიმირ ზელენესკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, მისცენ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის მეტი შეიარაღება. როგორც მან აღნიშნა, სწორედ უკრაინაში წყდება, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი. უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებს უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი ადრესატები, ძირითადად, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იყვნენ, რომლებიც გერმანიაში, სამიტზე შეიკრიბნენ.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვა - თანამედროვე, სრულად ეფექტიანი, რომელსაც შეუძლია, სრული დაცვა უზრუნველყოს რაკეტებისგან. ჩვენ ამის შესახებ ყოველდღე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან. უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმებები და პარტნიორებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, თუ ისინი ნამდვილად პარტნიორები არიან და არა დამკვირვებლები. ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადაცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა, რეალურად, რუსეთისთვის მორიგი დარტყმისთვის მოპატიჟებაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2022, 10:48

სამართალი

ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

შვედეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენიდან გაზმა კიდევ ერთგან გაჟონა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე, რომლითაც რუსული გაზი ევროპისკენ მიედინება, მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს, - ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის სანაპიროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

29 სექტემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს

„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - „გირჩი შარვალჩახდილები“. ფლანგებზე - „ლიაკა რაზმითურთ“ და „ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა“ უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - „ლელო“. გვეშველა მეგობრებო! ურაა!“ - წერს ხაინდრავა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 10:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე: როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი

„ფაქტია, რომ მოცემული პერსონა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკისად – მაქსიმუმ, პერსონაჟად. საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსებს, გვაინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელიც მას უკავშირდება – ვის ინტერესებს ატარებს ის საქართველოში? ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი. ეს არის ასახსნელი. ამიტომ, რას ფიქრობს ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ პრინციპში საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაძაბულობა, შფოთი, რაც არ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

29 სექტემბერი 2022, 10:16

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიახლე მიმოქცევაში არსებულ ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 10:12

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშიზმი ვენერული დაავადებაა. როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?!

„მიშიზმი - ვენერული დაავადება. „ევროპული საქართველოს“ აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.

29 სექტემბერი 2022, 10:11

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

გია გეწაძე

29 სექტემბერი 2022, 10:09

პოლიტიკა

გია გეწაძე: როცა ომია და ოკუპანტი გკლავს, ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს

საქართველოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე, ყოფილი დეპუტატი გია გეწაძე, რომელიც შემდეგ უკრაინაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი გადაიხადონ.

29 სექტემბერი 2022, 09:58

საზოგადოება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, 29 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, 29 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ქულიო

29 სექტემბერი 2022, 09:51

მსოფლიო

რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მენეჯერის განცხადებით, რეპერი ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლში გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

29 სექტემბერი 2022, 09:41

საზოგადოება

მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.

29 სექტემბერი 2022, 09:30

რეგიონი

რიკოთის საუღელტეხილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. მათ შორის, 34 გვირაბი უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 ექსპლუატაციაშია შესული. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 90 ხიდზეც, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

29 სექტემბერი 2022, 09:17

მსოფლიო

ფლორიდას ქარიშხალი იანი დაატყდა თავს

ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი იანი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს. შედეგად, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 09:06

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება

ტელეკომპანია “პოსტვ” -ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

29 სექტემბერი 2022, 08:47

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 217-ე დღეს

ომის 217-ე დღე. უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება 11 მიმართულებით მოხერხდა. პარალელურად, ოკუპანტები მოკოლაევის, კრივოი როგისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებს ბომბავენ. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 სექტემბერი 2022, 08:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს

უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 სექტემბერს ქუთაისში +29 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 08:00

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი დისკრედიტაციის კამპანიაზე: ამ კამპანიის ძირითადი ამოცანა არის, რომ ჯარისკაცებში დათესონ შუღლი

მე ვთხოვ და ვურჩევ ყველას, რომ თუნდაც იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, ნუ აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “პოსტვ”-ის ეთერში განაცხადა და მოუწოდა ცალკეული ტელეკომპანიებისა და ოპოზიციური პარტიის წევრებს, არ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები.

29 სექტემბერი 2022, 05:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთს ეწვია.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა.