03 აგვისტო 2022, 08:30 / სანდო წყარო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს?

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით. ზელენსკის თქმით, ამ ტერაქტთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

„რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის თავდაცვითი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთანამშრომლობაა, რომელიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს? რა თქმა უნდა, ოკუპანტები ამაზე პრინციპულ პასუხს ბრძოლის ველზე მიიღებენ. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 20:14

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 20:02

რეგიონი

6 ოქტომბერს სემეკი ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“ მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას.

05 ოქტომბერი 2022, 20:01

პოლიტიკა

აბაშის მერია: ბაღის ატრაქციონებთან დაკავშირებით ალექსანდრე მოწერელია ტყუის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებით პასუხობს მაჟორიტარ დეპუტატს, ალექსანდრე მოწერელიას და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

05 ოქტომბერი 2022, 19:59

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა

არსებობს მართლაც რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა, აქციების ფასი მცირდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს განცხადების კომენტირებისას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ბანკი იყენებს არდაბრუნების, თუ დროის გაწელვის ერთ-ერთ არგუმენტად.

05 ოქტომბერი 2022, 19:53

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

05 ოქტომბერი 2022, 19:30

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

სატელეფონო საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

05 ოქტომბერი 2022, 19:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან შეხვედრა გამართა.

სერგეი გაიდაი

05 ოქტომბერი 2022, 19:15

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

05 ოქტომბერი 2022, 19:15

თემა

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ - წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის. ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები დარჩება მანამ, სანამ ევროპა ენერგიის მეტ მოცულობას არ შექმნის, ამას კი შეიძლება წლები დასჭირდეს. რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ენერგორესურსების მაღალი ფასი ევროპულ წარმოებას არაკონკურენტულს გახდის. ევროპელი მწარმოებლები იძულებულნი გახდებიან მაღალი ხარჯები ენერგორესურსებზე მომატებული ფასებით აანაზღაურონ, მომხმარებლებისთვის კი იაფი გამოსავალი იქნება ის, რომ საქონელი ენერგორესურსებზე ნორმალური ფასების მქონე ქვეყნებში შეიძინონ. დეინდუსტრიალიზაციის ფართომასშტაბიან საფრთხეზე ევროპის ერთადერთი ლოგიკური პასუხი ტარიფების გაზრდაა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ უფრო ძვირადღირებულ ევროპულ საქონელსა და იაფ უცხოურ პროდუქციას შორის ფასები გათანაბრდეს, რითაც ევროპული წარმოების მხარდაჭერა ხელოვნურად მოხდება. აღნიშნული სტრატეგია ევროპელების ცხოვრების სტანდარტს შეამცირებს (რადგან იაფი საქონელი აღარ იქნება), თუმცა წარმოების სფეროში სამუშაო ადგილები მაინც შენარჩუნდება. ეს პროცესი დიდი დეპრესიის დასაწყისს ძალიან ჰგავს. 1920-იან წლებში, ვერსალის ხელშეკრულებით ინიცირებული ცალმხრივი ფინანსური შეთანხმებების გამო, დასავლურმა ეკონომიკებმა უზარმაზარი ვალები დააგროვეს. 1929 წელს, ამერიკის საფონდო ბირჟის კრახმა დარჩენილი ძირითადი საყრდენებიდან ერთ-ერთიც გაანადგურა და დასავლური ეკონომიკა ჩამოიშალა - ჯერ იყო ევროპა, შემდეგ კი - ამერიკა. თანამედროვე დასავლური ეკონომიკა ვალებს ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა. თუმცა 2020 წლის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული კარანტინების შემდეგ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2019 წელს ევროზონის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 83.8%-ი იყო. 2020 წელს კი, ლოქდაუნების დროს, ის 97.2% -მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვალისა და მშპ-ს თანაფარდობა 83,8%-დან 93,9%-მდე გაიზარდა და ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი მატება. სავარაუდოდ, ლოქდაუნის პერიოდში ვალის დაგროვება გარდაუვალი პროცესი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამან ინფლაციური წნეხის დაწყების პროვოცირება გამოიწვია, რომელსაც ახლა ყველგან ვხედავთ. ეს მოხდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავად ლოქდაუნმა მიღება - მიწოდების ჯაჭვები სრულად მოშალა. თუმცა რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოხდა, სულ სხვა რამ არის. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპაში ენერგორესურსების ფასების ომი გამოიწვია. ეს კი მთავრობებს აიძულებს, ამ სფეროში არსებული ხარჯების დასაფარად კიდევ უფრო მეტი სესხი აიღონ. კარანტინების პერიოდისგან განსხვავებით, ენერგორესურსებზე ფასების ეს ზრდა პირდაპირ ზეწოლას ახდენს პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე - ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსზე. ენერგორესურსების მაღალი ფასები ნიშნავს, რომ ევროპამ მეტი ევრო და ფუნტი უნდა გაგზავნოს საზღვარგარეთ ენერგორესურსების მისაღებად. შესაბამისად, იმპორტის ღირებულება იზრდება, მომატებული ფასები კი მომხმარებლებზე აისახება, რადგან ბიზნეს-სექტორი ცდილობს, ენერგიის მზარდი ხარჯები უფრო მაღალი ფასებით აანაზღაუროს. მდგომარეობა აღარ არის სტაბილური და ეს, ფაქტობრივად, თითქმის ჩვენი დროის 1929 წლის სიტუაციაა. 1930-იან წლებში ევროპა ეკონომიკურ შავ ხვრელში აღმოჩნდა. მისი ეკონომიკა ჩამოინგრა და მთელი ვაჭრობა, რომელიც მას დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებდა, უფსკრულში თან ჩაიტანა. ამის შემდეგ ევროპათავის თავში ჩაიკეტა და სავაჭრო ბარიერების აღმართვა დაიწყო, რათა გარკვეული ეკონომიკური ნორმალურობის განცდა შეექმნა. ეს იყო კლასიკური შემთხვევა იმისა, რასაც ეკონომისტები კომპოზიციის შეცდომას უწოდებდნენ: ის, რაც კარგი იყო კონკრეტულად ევროპისთვის, ცუდი იყო მსოფლიო ეკონომიკისთვის და რადგან ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გახლდათ, ეს ევროპისთვისაც ცუდი აღმოჩნდა. შესაბამისად, მსოფლიო დეპრესიაში ჩავარდა. შეიძლება თუ არა, რომ დღესაც იგივე მოხდეს? შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის შეფასებით, 2019 წელს აშშ-ში ვაჭრობის მოცულობა 5.6 ტრილიონ დოლარზე მეტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 26%-ს შეადგენდა. იმავე წელს ევროკავშირთან ვაჭრობა შეფასდა 1,1 ტრილიონ დოლარად, რაც მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით 20%-ი იყო. როგორც კი ევროპელი ორმოში ჩავარდება, ვაჭრობის ეს მაჩვენებელიც მას თან მიჰყვება. ამერიკის ეკონომიკა, რომელიც ისედაც სუსტია, სავარაუდოდ, დაეცემა. ამჯერად ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ არსებობს კონკურენტი ეკონომიკური ბლოკი, რომელიც შეიძლება ამ დინამიკისაგან იზოლირებული იყოს. ეს არის BRICS+, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა- ირანთან, თურქეთთან, ეგვიპტესთან, ინდონეზიასა და საუდის არაბეთთან ერთად. მათ რიგებს არაბეთიც უერთდება. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე BRICS-ის ქვეყნები სავაჭრო თუ ფინანსურ კავშირებს აძლიერებენ და ახალ წევრებს იმატებენ. აშკარაა, რომ ამ ეკონომიკების მიზანია დასავლეთს მაქსიმალურად გამოეყონ. თუ მათ ეს გამოუვათ და როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება, ისინი შეძლებენ დეპრესია თავიდან აიცილონ. ჩრდილოეთის ნაკადზე დივერსია შეიძლება იყოს ის წერტილი, სადაც ისტორიკოსები დასავლეთის დომინანტობის დასასრულს აღნიშნავენ.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მე გუშინ ვთქვი და კიდევ განვაცხადებ, რომ არანაირი თეორიული საფრთხე უმრავლესობას არ ემუქრება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

05 ოქტომბერი 2022, 19:04

მსოფლიო

ბორელი: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გულუხვობის საკითხი არ არის - ის, რაც იქ გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც უდავოდ სახიფათო ფაზაა.

05 ოქტომბერი 2022, 19:00

ეკონომიკა

დაზღვევის კულტურის ამაღლების მიზნით, ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის“ შეიქმნა

დაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ცნობადობის გაზრდა, მისი მნიშვნელობისა და სარგებლიანობის სრულფასოვნად გააზრებაში საზოგადოების სხვადასხვა წრეებისთვის დახმარების გაწევა, სადაზღვევო ბაზრის ჯანსაღი განვითარების ზრდის ხელშეწყობა, სოციოლოგიური კვლევებისა და სხვა საშუალებებით სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და მათი ანალიზი. – ეს ის ძირითადი მიზნებია, რის გამოც დაფუძნდა ახალი, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის, – ნათქვამია, სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 18:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკეთა პროცესი საკმაოდ რთული იყო. გვქონდა გარკვეული წყვეტა რაუნდებს შორის და გართულებულია უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თანათავმჯდომარეების მხრიდანაც განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული ყოფილიყო მთლიანად 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში. განვიხილეთ პუნქტების მიხედვით თუ სად ვართ. ყველა საკითხი დავაყენეთ , რაც დაკავშირებულია ქართულ- რუსულ კონფლიქტთან. ეს ეხება პირველ რიგში დევნილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

მილოშ ზემანი

05 ოქტომბერი 2022, 18:47

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

გივი მიქანაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

ტოივო კლაარი

05 ოქტომბერი 2022, 18:34

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო“, - აღნიშნა კლაარმა.

ვლადიმირ პუტინი

05 ოქტომბერი 2022, 18:29

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:29

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: 2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალსაც გაეზრდება.

05 ოქტომბერი 2022, 18:27

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.