imedi  /  05 აგვისტო 2022, 21:51 / სანდო წყარო

საქართველოში ჩინეთის ელჩი: ტაივანის საკითხში გარეშე ძალების ჩარევა დაუშვებელია, ცეცხლთან მოთამაშე თვითონვე დაიწვება

ტაივანის საკითხში გარეშე ძალების ჩარევა დაუშვებელია, ცეცხლთან მოთამაშე თვითონვე დაიწვება, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი კი - ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს 1971 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუცია. მას შემდეგ, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა, მასთან 181-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმას წარმოადგენს.


2022 წლის 2 აგვისტოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა, ჩინეთის ძლიერი ოპოზიციისა და მკაცრი წარდგენის უგულებელყოფით, ჩინეთის ტაივანის რეგიონში შეუთანხმებელი ვიზიტი განახორციელა. ეს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. იგი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს და არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე სერიოზულად უთხრის ძირს ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და არასწორ სიგნალს უგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. ჩინური მხარე სასტიკად გმობს ამ ქმედებას, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის მიმართ მკაცრი წარდგენა გააკეთა და სასტიკი პროტესტი გამოუცხადა.


ეს ვიზიტი სრული ფარსი იყო. 1979 წელს „ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში“ შეერთებულმა შტატებმა მკაფიო პირობა დადო, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. ამ კონტექსტში, ამერიკელი ხალხი შეინარჩუნებს კულტურულ, სავაჭრო და სხვა არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანელ ხალხთან“. კონგრესი, როგორც აშშ-ის მთავრობის ნაწილი, ვალდებულია მკაცრად დაიცვას აშშ-ის მთავრობის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა და თავი შეიკავოს ჩინეთის ტაივანის რეგიონთან ოფიციალური კავშირებისგან. ვინაიდან სპიკერი პელოსი არის აშშ-ის კონგრესის მოქმედი ლიდერი, მისი საქმიანობა ტაივანში ნებისმიერი ფორმით და მიზეზით, არის სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია ტაივანთან აშშ-ის ოფიციალური ურთერთობის გასაძლიერებლად, რაზეც აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რომ აღკვეთოს.


აშშ ამტკიცებს, რომ ჩინეთი სიტუაციის ესკალაციას ახდენს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აშშ ცდილობს გამოიყენოს „ტაივანის კოზირი“ ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. პირველ რიგში, სწორედ აშშ ახდენს ჩინეთის პროვოცირებას ტაივანის საკითხით, უხეშად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკული მხარის განცხადებით, მას არ შეუძლია კონგრესის შეზღუდვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირითადი ნორმაა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, განსაკუთრებით კი - მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები უწესოდ არ უნდა მოიქცნენ. ამერიკული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის გაერთიანებისკენ სწრაფვა ტაივანისთვის „საფრთხეს“ წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა. ჩინეთი ლეგიტიმურად და სავსებით სამართლიანად იცავს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ქვეყნის დაყოფას.


დღეს ტაივანის სრუტე დაძაბულობისა და მძიმე გამოწვევების ახალი რაუნდის წინაშე დგას. ამის ფუნდამენტური მიზეზი ტაივანის ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების მიერ სტატუს კვოს შეცვლის მცდელობებია. ტაივანის ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს „დე-ჩინეთიზაციას“ და „ტაივანის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პროგრესს“. თავის მხრივ, შეერთებული შტატები „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“. იგი მუდმივად ამახინჯებს, ასხვაფერებს და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, აძლიერებს ოფიციალურ კავშირებს ტაივანთან და აქეზებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ საქმიანობას. დროის დინების წინააღმდეგ სვლა „ერთი ჩინეთის“ თაობაზე საერთაშორისო კონსენსუსს და ტაივანის სამშობლოში დაბრუნების ისტორიულ ტენდენციას ვერ შეცვლის, ცეცხლთან მოთამაშე - თვითონვე დაიწვება.


ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელი ქალ-ვაჟის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არის საერთაშორისო საზოგადოების ზოგადი კონსენსუსი, ჩინეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკური საფუძველი, მისი ძირითადი ინტერესების ბირთვი და გადაულახავი წითელი ხაზი. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. აშშ-ის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ანდრია ბასილაია

15 აგვისტო 2022, 13:30

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ბასილაიამ.

15 აგვისტო 2022, 13:28

მსოფლიო

ეკვადორში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი. რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა სახლი და ორი მანქანა განადგურდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე ჩანს სახლების დანგრეული ფასადები და ავტომობილების სისხლით დასვრილი ფანჯრები.

15 აგვისტო 2022, 12:56

მსოფლიო

თეთრი სახლი: FBI-მ და გენერალურმა პროკურორმა ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ტრამპის რეზიდენციაში რეიდი იგეგმებოდა - ჩვენ არ ვერევით, პოლიტიზება არაფერ შუაშია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ არც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და არც გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა ბაიდენის ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ფედერალური საგამოძიებო უწყება ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდის ჩატარებას აპირებდა.

15 აგვისტო 2022, 12:49

ეკონომიკა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.8%-ით გაიზარდა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ოჩიგავა

15 აგვისტო 2022, 12:17

სპორტი

ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ლევან ოჩიგავამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანი ოქროს ორ და ვერცხლის ერთ მედალს დაეპატრონა.

15 აგვისტო 2022, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას უცხოელთა მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,

15 აგვისტო 2022, 12:09

მსოფლიო

ტრამპის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ, FBI-მ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მუქარის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

ირაკლი შოთაძე

15 აგვისტო 2022, 12:00

პოლიტიკა

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

15 აგვისტო 2022, 11:44

ეკონომიკა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა - ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

15 აგვისტო 2022, 11:42

საზოგადოება

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

„,თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 11:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თითოეულ შეთავაზებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართულებითაც, სადაც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთავაზებები, თითოეულ წინადადებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ. ეს უნდა იყოს არა სიახლე და საცდელი საგანი საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოცდილი და ჩვენ საცდელად არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის რეალობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

15 აგვისტო 2022, 11:24

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებით გამოეხმაურა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი, 2019 წელი

15 აგვისტო 2022, 11:05

მსოფლიო

Al Jazeera: პუტინმა კიმ ჩენ ინს მისალოცი წერილი გაუგზავნა და ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების გაფართოების სურვილი გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „კორეის გათავისუფლების დღესთან“ დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

15 აგვისტო 2022, 10:54

თემა

როგორ ხდება მარცვლეულის ექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

აგვისტოში, შავი ზღვის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგა. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საომარი მოქმედებების ფონზე, Deutsche Welle-მ გაარკვია.

15 აგვისტო 2022, 10:48

მსოფლიო

CNN: ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში დაღუპული 41 ადამიანიდან 18 ბავშვია

იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 18 ბავშვია დაღუპული. ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სულ 41 ადამიანია დაღუპული, 14 კი დაშავდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 3-დან 16 წლამდეა.

15 აგვისტო 2022, 10:46

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1-ელ ივნისს ძალაში შევიდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს.

15 აგვისტო 2022, 10:27

ეკონომიკა

ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

15 აგვისტო 2022, 10:18

საზოგადოება

NAEC-მა მასწავლებელთა 5 საგნის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2022, 10:03

პოლიტიკა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

15 აგვისტო 2022, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 აგვისტოს ქუთაისში +39 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +38 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.