imedi /  10 აგვისტო 2022, 01:02 / სანდო წყარო

ზელენსკი: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება.

„დღეს ყირიმის თემას დიდი ყურადღება ეთმობა. ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინულია და ჩვენ არასდროს დავთმობთ მას. არ დაგვავიწყდება, რომ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად დაიწყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. .

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მოუტანა ფართომასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირიმში ტერორს მიმართავს და მსოფლიო იწყებს იმის აღიარებას, რომ 2014 წელს შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვიტა სრული ძალით არ ეპასუხა რუსეთის პირველ აგრესიულ ნაბიჯებზე.

„რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ, დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმით, მისი გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვამატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულაში. ვიცი, რომ უკრაინულ ყირიმში დავბრუნდებით“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 15:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზია ,,ტვ პირველი’’, ხარჯავს 8 მილიონ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ

,,ნაცმოძრაობაში“ არის დიდი განხეთქილება. შემდეგ უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. მაგალითად, ორი დღის წინ, სადღაც სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ მათი ერთ-ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი”, ხარჯავს 8 მილიონი ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ. დაახლოებით, თითო ადამიანის საშუალო ხელფასი ალბათ უნდა იყოს - 400 ლარი. ნახევარს და ორ მესამედს ხომ ვერ დახარჯავენ ხელფასებში. აი, ასეთ ფეიკებით ცდილობენ გადაფარვას. სხვა ტელევიზიაზე ამბობენ, რომ დახარჯა ამდენი, ათობით მილიონი ლარი. ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ ფეიკებით. რეალურად, რომელი ოლიგარქის ფულს რომელი განკარგავს და რომელი რამდენს ჩაიდებს შემდეგ ჯიბეში, ამაზე არიან გადასულები. რეალურად, „ნაცმძრაობა“, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია და არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ, თუ რომელი დახარჯავს მეტ ფულს საკუთარი კეთილდღეობასთან დაკავშირებით,’’ - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაუწყებლის შესახებ კანონზე გაგრძელდება დისკუსიები და მათ საფუძველზე მივიღებთ კანონს საბოლოო სახით

ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს კანონპროექტი ჩვენ ამ მოთხოვნის საფუძველზე და მერე ვთქვით, რომ ყველა პარტნიორთან, მათ შორის პირველ რიგში ევროკავშირთან გვექნება კონსულტაციები, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის შესახებ კანონზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილი შავი ფულია - ეს არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ საქართველოში მოიპარეს

„ეს არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ მოიპარეს საქართველოში. არა მარტო მოიპარეს, ყაჩაღურად აქვთ ეს ფული ნაშოვნი და ახლა ცდილობენ ამ ფულის ინვესტირებას საქართველოში. ამ შავი ფული გარშემო მიმდინარეობს ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ამ დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ“ - განაცხადა კობახიძემ.

06 ოქტომბერი 2022, 15:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა და მიზნობრივი პროგრამები სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ჩვენ ნათლად ვხედავთ მაღალი ინფლაციის გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, ვისზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 15:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა, გამოიკვეთა კლანები, რომლებიც იბრძვიან, როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, მათი დაპირისპირება გამოაშკარავდა

„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. როცა ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ხომ გახსოვთ მათი ირონია, არაფერი ხდებაო. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის. როგორც კი, ფულზე მივიდა საქმე, იმ წუთასვე ისე იჩხუბეს, რომ ვეღარ დამალეს. ასე თუ ისე, სხვა საკითხებზე გარეგნულად მაინც ერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, გამოაშკარავდა მათი დაპირისპირება.

შალვა პაპუაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 15:10

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლად არსებობა, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება

წარმატება მინდა ვუსურვო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დავუდასტურო პარლამენტის გვერდში დგომა მის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ სამსახურმა აჩვენოს წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული იყოს ეს სამსახური და გადაილახოს ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა დასაწყისში და შეიძლება ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. დარწმუნდეს მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი ინსტიტუციის ცალკე, დამოუკიდებლად არსებობა, მხოლოდ საქმეს წაადგება და საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება

სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. იგი ხარაგაულის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. საუბრისას კობახიძემ ხაბეიშვილი პროვოკატორად მოიხსენია და მიმართა პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, ისინი ერთმანეთს კეზერაშვილისა და სააკაშვილის შავი ფულისთვის ებრძვიან

იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, მილიონ ნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება და დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის შავი ფული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც მეტი იქნება პოლარიზაცია „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში

გრძელდება დაპირისპირება და პოლარიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია - რაც მეტი იქნება პოლარიზაცია „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ეს პროცესები გაგრძელდება.

06 ოქტომბერი 2022, 14:57

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება

იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალაზე“: თუ ვინმე ეცდება, უმრავლესობის წევრებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ დაიცავს კონსტიტუცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ აშშ-ის ელჩის მისამართით გაკეთებული განცხადებები თავდასხმას არ წარმოადგენს.

06 ოქტომბერი 2022, 14:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა

„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კავრტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:44

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ

ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.

ბექა დავითულიანი

06 ოქტომბერი 2022, 14:43

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხოლოდ მაშინ არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან მართლები, არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

06 ოქტომბერი 2022, 14:39

რეგიონი

ხარაგაულში ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა

ხარაგაულში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა. უკმაყოფილება კი ლევან ხაბეიშვილის ხარაგაულის საკრებულოში მისვლამ გამოიწვია. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, განადგურებულია. არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ - საკუთარი კეთილდღეობისთვის რომელი მეტ ფულს დახარჯავს

რეალურად „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია. არსებობს იქ შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ საკუთარი კეთილდღეობისთვის რომელი მეტ ფულს დახარჯავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

გია აბაშიძე

06 ოქტომბერი 2022, 14:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „შავი ფული“ ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს

,,ვის ატყუებთ თქვენ? აქ რაც წერია, რეალურად ზღვაში წვეთია. სხვის ფულს კი კარგად ითვლით და სხვების ჯიბეში კარგად იქექებით....რეალურად იცით თუ რა ხდება? „შავი ფული" ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს „ოპოარხები“ ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, „მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, „ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს. თუ ეს სიმართლეა და „ტვ პირველი“ წლიურად 8 მილიონს ხარჯავს, გამოდის, რომ თანამშრომლებს თვეში 300-400 ლარად ამუშავებს. გამოვიდნენ და თქვან ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და სხვა თანამშრომლებმა, ეს მართლაც ასეა? 300-400 ლარზე მუშაობენ თვიურად? არა, რასაკვირველია! თუ ასე არ არის, ავტომატურად მტკიცდება, რომ „ფორმულაზე“, „მთავარზე“ და „ტვ პირველზე“ „შავი ფული“ ტრიალებს და ორმაგი ბუღალტრული სქემით მუშაობენ“, - წერს ანალიტიკოსი.

პაატა მანჯგალაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:32

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება, არსებულით კი უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ

მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება არსებულით კი უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მინისტრის საათზე საუბრისას გააკეთა.

ზურაბ მელიქიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 14:30

პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი სოსო თოფურიძის განცხადებაზე: ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა.