imedi  /  10 აგვისტო 2022, 11:38 / სანდო წყარო

Fox News: ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების ორდერს, ათასობით დოლარი შესწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიას

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების ორდერს, ათასობით დოლარი შესწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიასა და გამარჯვების ფონდს 2008 წელს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, ბრიუს რეინჰარტმა, ფლორიდის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ, ბარაკ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიას 1 000 დოლარი შესწირა და დამატებით 1 000 დოლარი ობამას გამარჯვების ფონდს.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იუოზას ოლეკასი: ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება - აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სისუსტე. ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა „ქრონიკასთან“ განაცხადა , - განაცხადა

პეტრას აუსტრევიჩიუსი

29 სექტემბერი 2022, 16:58

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ლუკაშენკო თვითგამოცხადებული პრეზიდენტია. ვის შეხვდა ის აფხაზეთში? ასევე თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენელს

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია არალეგიტიმური პირები არიან. ასე აფასებს ევროპარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 16:48

კულტურა

კულტურის სამინისტრომ მუნიციპალური და კერძო სამოყვარულო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პიტერ სტანო

29 სექტემბერი 2022, 16:36

პოლიტიკა

პიტერ სტანო: ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიაში არსებული კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფო მიდგომების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

29 სექტემბერი 2022, 16:34

რეგიონი

ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს

„2023 წელს, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვა ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. წელს, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი“.

29 სექტემბერი 2022, 15:44

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს მუჰამედ ჰასან აბდულას შეხვდა. შეხვედრას, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და დუბაის პროკურატურის პირველი მოადგილე იუსუფ ალმატოვა ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 15:32

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

29 სექტემბერი 2022, 15:29

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ხორვატიის გენერალური პროკურორის მოადგილე იოსიპ ჩულე ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 15:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ეტაპზე ბელორუსიის ელჩის სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად - ამ ნაბიჯმა შეიძლება, დააჩქაროს ის ვერსია, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად

სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია - ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. რას აძლევს ისეთს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 15:21

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე, სასამართლოში კითხვებს მამა მიქაელ ბოტკოველმა უპასუხა

კითხვები კი საპატრიარქოს პოზიციას და იმ განცხადებებს ეხებოდა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა. დღეს დაიკითხება კიდევ ერთი მოწმე, მამუკა ბალავაძე, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 2005-2007 წლებში იყო და კომისიის სხდომებს ესწრებოდა.

29 სექტემბერი 2022, 15:20

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

კობა გვენეტაძე
გედიმინას სიმკუსს

29 სექტემბერი 2022, 15:14

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციას - ცენტრალური ბანკების მომავალი (Future of Central Banking) მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ლიეტუვის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი ესწრება.

29 სექტემბერი 2022, 15:13

პოლიტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, დავით დევიძეს სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

29 სექტემბერი 2022, 15:12

ეკონომიკა

ბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს.

29 სექტემბერი 2022, 15:06

პოლიტიკა

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის სრულფასოვან კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სრულუფლებიან კონფერენციაზე (PP22), რომელიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომელთაც გავლენა ექნებათ მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სრულყოფასა და განვითარებაზე.

29 სექტემბერი 2022, 15:02

პოლიტიკა

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. თარიღი, ყოველწლიურად აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.

დავით ასათიანი

29 სექტემბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

დავით ასათიანი: სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა ადამიანის უფლებებისადმი

სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა ადამიანის უფლებებისადმი, იცის, თუ სად არის სავარაუდოდ გამოწვევები ამ მიმართულებით, - ამის შესახებ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

29 სექტემბერი 2022, 15:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სასამართლო რეფორმაზე: ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი გვაქვს მომზადებული, რომელშიც ჩვენი ხედვაა ასახული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასამართლო კორპუსის გაძლიერება აუცილებელია.

გიორგი ამილახვარი

29 სექტემბერი 2022, 15:00

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ აბსურდული ინიციატივის არა თუ განხილვას, არამედ მსჯელობასაც არ ვაპირებთ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე კონფლიქტი ყველაფერზე აქვთ. მათ შორის, ამ საკითხზე და ჩვენ ამ აბსურდული ინიციატივის არა თუ განხილვას, არამედ მსჯელობასაც არ ვაპირებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა. იგი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი შენატანის დაწესების მოთხოვნის შესახებ.