13 აგვისტო 2022, 13:02 / სანდო წყარო

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ვაშინგტონმა და მოსკოვმა პატიმრების შესაძლო გაცვლაზე მუშაობა დაიწყეს

ვაშინგტონი და მოსკოვი პატიმრების შესაძლო გაცვლაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრ დარჩიევმა განუცხადა.

„აშშ-ის და რუსეთის პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გაცვლის საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა, ეს პროცესი ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ დასახული არხებით მიმდინარეობს. ბუტის, გრაინერისა და უილანის სახელები ამ დიალოგში ნამდვილად ფიგურირებს. რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას. დეტალებზე მუშაობა პროფესიონალებს უნდა მივანდოთ“, - განაცხადა დარჩიევმა.

27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.

31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.

2012 წელს ამერიკულმა სასამართლომ რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ოქტომბერი 2022, 01:20

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს.

01 ოქტომბერი 2022, 01:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია პუტინს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება აქამდე არ მისცემია

პუტინის სურვილია, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს, როგორც რუსეთის ნაწილი, რუსეთის ტერიტორიები და შემდგომში ნებისმიერი თავდასხმა აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, რაც საბოლოო ჯამში მას საშუალებას მისცემს, რომ შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გაზარდოს არმიაში და ომიც კი გამოუცხადოს ამ ტერიტორიებზე მყოფ პირებს. ამასთან ერთად მას საშუალება მიეცემა გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება აქამდე არ მისცემია, - ამის შესახებ CNN-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.

01 ოქტომბერი 2022, 00:52

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია წარადგინეს.

ჯეიკ სალივანი

01 ოქტომბერი 2022, 00:29

მსოფლიო

თეთრი სახლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს - ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

01 ოქტომბერი 2022, 00:14

მსოფლიო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინის აღმაფრთოვანებელი სიმამაცე ნატოს მხოლოდ გააძლიერებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ეხმიანება.

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 23:56

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:32

მსოფლიო

ბაიდენი პუტინს: აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია.

ემანუელ მაკრონი

30 სექტემბერი 2022, 22:44

მსოფლიო

მაკრონი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

30 სექტემბერი 2022, 22:40

რეგიონი

„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, კიდევ ორ ახალ პროექტზე - ქალაქ ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.

30 სექტემბერი 2022, 22:14

საზოგადოება

ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი ძალისხმევით, ბერნის უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი სახელწოდებით -„საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 21:49

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

30 სექტემბერი 2022, 21:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება და თავის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 21:19

მსოფლიო

ბლინკენი: აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს.

30 სექტემბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

„შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“.

30 სექტემბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა სოცქსელით ვრცელდებოდა, ყალბია

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვითომდა რუსული აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერები არ შეკრებილან და არც აპირებდნენ შეკრებას. ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა ერთ-ერთი Telegram-არხით, შემდეგ კი სოციალური ქსელით ვრცელდებოდა, ყალბია.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 20:43

მსოფლიო

სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს

ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ.

ვახტანგ ჭარაია

30 სექტემბერი 2022, 20:27

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.