imedi /  03 სექტემბერი 2017, 16:44 / სანდო წყარო

ვენაში სამთავრობო კვარტალს ბეტონის კედელს შემოავლებენ

ვენა

80 სმ. სიმაღლის და ერთი მეტრი სისქის ბეტონის კედელს აღმართავენ ვენის ცენტრში, ბალჰაუსტპლაცზე იმ ადგილას, სადაც ქვეყნის პრეზიდენტისა და კანცლერის ადმინისტრაციის შენობებია განთავსებული. ინფორმაციას Sputnik News-ი ავრცელებს.

კედელი შესაძლო ტერორისტული თავდასხმების პრევენციის მიზნით აიგება. ტერორისტების სამიზნე ხშირად სწორედ სამთავრო დაწესებულებების გარშემო ტეროტორიებია.

ავსტრიის პოლიცია ასევე გეგმავს ფეხით მოსიარულეთა ქუჩებზე სპეციალური ბოძების დამონტაჟებასაც. ქალაქში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარები ()