16 აგვისტო 2022, 09:45 / სანდო წყარო

გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

სტეფან დიუჟარიკი

სტეფან დიუჟარიკი

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე მუშაობს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე, გაეროს სამდივნომ დაადგინა, რომ უკრაინაში არსებობს ლოგისტიკური და უსაფრთხო პოტენციალი, რათა მოხერხდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერი მისიის ვიზიტის დაგეგმვა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი თანახმა იქნებიან“, - განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.

ყველა სიახლე

03 ოქტომბერი 2022, 18:09

მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ტერიტორია დატოვონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო რუსეთის ტერიტორია დატოვონ.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:09

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ, კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარი განისაზღვრება

ჩვენ ძალიან მასშტაბური პროექტი გვაქვს დაწყებული მედიკამენტების ბაზრის გამჭვირვალობიდან გამომდინარე. უკვე მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ. შერჩეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოში განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი კონკრეტულ მედიკამენტებზე და მხოლოდ ამ ფასის ფარგლებში შეეძლებათ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება.

სანდრო რაქვიაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:08

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ

„სავსებით გასაგები იქნება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხი გაიწვიოს [რუსეთმა]. მათ შორის, უკრაინიდანაც იმავეს აკეთებს და იმ ტერიტორიებზე, რომელსაც აკონტროლებს, ხალხი ჯარში მიჰყავს. ამ ნაწილში, როგორც ჩანს შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა ბევრად გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ. ეს კარგი ჟესტი იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ხალხი ომში არ წავიდეს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:05

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტში თანხების მობილიზებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ხარჯვითი ნაწილი

„ჩვენი სამინისტროს შემთხვევაში ეს შეეხო როგორც სოციალურ ასევე ჯანდაცვისა და დევნილების მიმართულებებს. პრინციპში, ეს არის ყველა მიმართულება, რასაც ჩვენი სამინისტრო მოიცავს. 700 მილიონ ლარზე მეტი ზრდა არის სოციალური მიმართულებით, რაც სოციალურ დახმარებას და საპენსიო გასაცემლებს შეეხო. შემდეგია ჯანდაცვის მიმართულება, სადაც მნიშვნელოვანი ზრდაა საყოველთაო ჯანდაცვის და სხვადასხვა პროგრამის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა დევნილების მიმართულებით, სადაც უპრეცედენტო ზრდა ბიუჯეტი და 300 მილიონი ლარის ფარგლებშია დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფის ბიუჯეტი“, - განმარტა აზარაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს და ისე თარგმნოს ყველაფერი, როგორც მას სურს

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო რეალობის წინაშე დადგა საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის უუნარობას იყონ თანმიმდევრულები პოლიტიკურ პროცესებში და მეორე მხრივ აჩვენებს მათ სუბიექტივიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ განწყობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი - ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი

ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის

ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს, შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 17:15

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2022, 17:13

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა

ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

დიმიტრი პესკოვი

03 ოქტომბერი 2022, 17:11

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული და „მოსახლეობის ნებაზე“ იქნება დამოკიდებული.

03 ოქტომბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. დღეს, 20:00 საათზე იურიდიული კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსში, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაც დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა სხდომაზე ითქვა, რომ ამ ორ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა უსამართლოა და თუკი ოპონენტებს სურდათ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართულიყვნენ

03 ოქტომბერი 2022, 16:56

მსოფლიო

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა. 30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

03 ოქტომბერი 2022, 16:54

საზოგადოება

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კვლევის ანგარიში მოისმინა თემაზე - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი“. სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგებზე და ქვეყანაში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიგნებები დეპუტატებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის ოფიცერმა გვანცა ნადირაძემ გააცნო.

03 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

მიმდინარე სასესიო კვირაში, სამშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან პარასკევის, 7 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება პლენარული სხდომები. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა. ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს ხვალ, 4 ოქტომბერს უყრიან.

ოთარ შამუგია

03 ოქტომბერი 2022, 16:45

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა იყოს ფასების შემცირების მოლოდინი და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში ინფლაციაზე გავლენას იქონიებს

ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 16:44

პოლიტიკა

მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:37

საზოგადოება

რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.

მაია ბითაძე

03 ოქტომბერი 2022, 16:35

პოლიტიკა

საქართველო კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობას იწყებს

კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:22

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება.